ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾80.00 Original price was: ₾80.00.₾72.00Current price is: ₾72.00.
D ვიტამინი არის ცხიმში ხსნადი სეკოსტეროიდების ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია ნაწლავში კალციუმის, მაგნიუმის და ფოსფატის შეწოვის ზრდაზე და გააჩნია სხვა მრავალი ბიოლოგიური ეფექტი. მას აქვს მნიშვნელოვანი როლი კალციუმის ჰომეოსტაზსა და მეტაბოლიზმში.
D ვიტამინი ან კალციფეროლი სინთეზირდება პროვიტამინებისგან, მზის სხივების ზემოქმედების დროს. ყველაზე მნიშვნელოვანი D ვიტამინებია – ვიტამინი D2 (ერგოკალციფეროლი) და ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი).
ვიტამინი D2 არის D ვიტამინის მცენარეული წარმოშობის ფორმა (ერგოსტეროლი ან პროვიტამინი D2), ვიტამინი D3 კი მიიღება ცხოველური წარმოშობის საკვებიდან (განსაკუთრებით ცხიმიანი თევზი ან თევზის ზეთი), საკვები დანამატებიდან, ან სინთეზირდება კანში 7-დეჰიდროქოლესტერინიდან (პროვიტამინ D3) ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით. D ვიტამინის წარმოქმნის სიჩქარე ძირითადად დამოკიდებულია სხივების ზემოქმედების ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე. მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება, თუნდაც SPF15-ით, ამცირებს ამ ვიტამინის გამომუშავებას 99,9%-ით. კანში D ვიტამინის ჭარბად წარმოქმნას ხელს უშლის D ვიტამინის ფოტოსენსიტიური გარდაქმნა ტაქისტეროლად ან ლუმისტეროლად.
ვიტამინ D2-ს და ვიტამინ D3-ს არ აქვთ მნიშვნელოვანი ბიოლოგიური აქტივობა, ამიტომ საჭიროა მათი მეტაბოლიზება ჰორმონალურად აქტიურ ფორმებად. ვიტამინების გააქტიურება ხდება ორ ეტაპად, ჯერ ღვიძლში, შემდეგ კი თირკმლებში. ცხიმში ხსნადი D ვიტამინი ტრანსპორტირდება მიმოქცევაში – სპეციფიური ალფა 1 გლობულინი – D ვიტამინის გადამტანი ცილა (VDBP – ვიტამინ D შემაკავშირებელი ცილა) – კომლექსის სახით. ღვიძლში D ვიტამინი გადის პირველ ჰიდროქსილაციას, რათა წარმოქმნას 25-OH ვიტამინი D (კალციდიოლი), შეზღუდული ბიოლოგიური აქტივობის მქონე მეტაბოლიტი.
25-ჰიდროქსი ვიტამინი D, გახანგრძლივებული ნახევარგამოყოფის პერიოდით (2-3 კვირა), არის მთავარი ცირკულირებადი რეზერვუარი და D ვიტამინის ზოგადი სტატუსის საუკეთესო მაჩვენებელი.
D ვიტამინის დონე იზრდება:
ულტრაიისფერი გამოსხივების გადაჭარბებული ზემოქმედების დროს.
D ვიტამინის დონე მცირდება:
შრატში 25-OH D ვიტამინის 95%-ზე მეტი არის 25-OH ვიტამინი D3; 25-OH ვიტამინი D2-ის დონე შრატში იზრდება მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვიტამინი D2-ის შემცველ მედიკამენტებს. აქედან გამომდინარე მეტად ინფორმატიულია სისხლში 25-OH ვიტამინი D3-ის განსაზღვრა.
25-OH ვიტამინი D-ს ზუსტი დონე, რომელიც ასახავს სხეულის D ვიტამინის ოპტიმალურ რეზერვს, უცნობია. მსუბუქი ან ზომიერი დეფიციტი შეიძლება ასოცირებული იყოს ოსტეოპოროზთან ან მეორად ჰიპერპარათირეოზთან. მძიმე დეფიციტი იწვევს ახლად წარმოქმნილი ძვლოვანი ქსოვილის (ოსტეოიდის) არასაკმარის მინერალიზაციას, რის შედეგადაც ვითარდება რაქიტი ბავშვებში და ოსტეომალაცია მოზრდილებში. იმის გამო, რომ ის ვითარდება ძვლის ზრდის პერიოდში, რაქიტი იწვევს ძვლის დამახასიათებელ დეფორმაციას. რაქიტისას ცვლილებები ლაბორატორიულ ტესტებში მოიცავს ჰიპოკალციემიას, ჰიპოფოსფატემიას, ტუტე ფოსფატაზისა და პარათირეოიდული ჰორმონის მომატებას. მოზრდილებში D ვიტამინის დეფიციტი დაკავშირებულია ძვლის ტკივილთან და მოტეხილობების გაზრდილ რისკთან.
D ვიტამინის დეფიციტის ეფექტი ძვლის გარდა სხვა ორგანოებზე ბოლომდე გამოკვლეული არ არის, თუმცა შეიძლება მოიცავდეს ინფექციებისადმი მგრძნობელობის გაზრდას, დისკომფორტს კუნთების არეში, ინსულინრეზისტენტობას, I ტიპის დიაბეტის განვითარებას, მაღალ არტერიულ წნევას, გულის უკმარისობას, დეპრესიას, შიზოფრენიას, აუტიზმს, გაფანტულ სკლეროზს, ნეფროზულ სინდრომს, პრეეკლამფსიისა და ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების გაზრდილ რისკს (მსხვილი ნაწლავი, პროსტატა, სარძევე ჯირკვალი, საკვერცხეები, არაჰოჯკინის ლიმფომა
25-OH ვიტამინი D-ს არაოპტიმალური დონის მიზეზი შეიძლება იყოს:
D ვიტამინის დეფიციტი ხშირია განსაკუთრებით მოზარდებში, ქალებსა და მოხუცებში. მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხანდაზმულების 50%-ზე მეტს და ასევე ქალების ანალოგიურ პროცენტს, რომლებიც გადიან ოსტეოპოროზის მკურნალობას, აქვთ D ვიტამინის არაადექვატური დონე ორგანიზმში.
D ვიტამინის დეფიციტის ფართოდ გავრცელებასთან შედარებით, D ჰიპერვიტამინოზი იშვიათია და გვხვდება მხოლოდ D ვიტამინის მაღალი დოზების გახანგრძლივებული ზემოქმედების შემთხვევაში. ამ მდგომარეობას კლინიკურად ახასიათებს ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჰიპოტონია, ნეფროლითიაზი, გულთან დაკავშირებული პრობლემები. ლაბორატორიული ტესტების შედეგები აჩვენებენ მძიმე ჰიპერკალციემიას და ჰიპერფოსფატემიას, ასევე პარათირეოიდული ჰორმონის დაბალ დონეს.
ვენური სისხლი
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
https://spravochnik.synevo.ua/ru/Phosphorno-calcievaia/vitamin-d-obshiy.html
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია