Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ვიტამინი D (საერთო) | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:Vitamin D
SKU: 1145

Original price was: ₾80.00.Current price is: ₾72.00.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

D ვიტამინი არის ცხიმში ხსნადი სეკოსტეროიდების ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია ნაწლავში კალციუმის, მაგნიუმის და ფოსფატის შეწოვის ზრდაზე და გააჩნია სხვა მრავალი ბიოლოგიური ეფექტი. მას აქვს მნიშვნელოვანი როლი კალციუმის ჰომეოსტაზსა და მეტაბოლიზმში.

D ვიტამინი ან კალციფეროლი სინთეზირდება პროვიტამინებისგან, მზის სხივების ზემოქმედების დროს. ყველაზე მნიშვნელოვანი D ვიტამინებია – ვიტამინი D2 (ერგოკალციფეროლი) და ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი).

ვიტამინი D2 არის D ვიტამინის მცენარეული წარმოშობის ფორმა (ერგოსტეროლი ან პროვიტამინი D2), ვიტამინი D3 კი მიიღება ცხოველური წარმოშობის საკვებიდან (განსაკუთრებით ცხიმიანი თევზი ან თევზის ზეთი), საკვები დანამატებიდან, ან სინთეზირდება კანში 7-დეჰიდროქოლესტერინიდან (პროვიტამინ D3) ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით. D ვიტამინის წარმოქმნის სიჩქარე ძირითადად დამოკიდებულია სხივების ზემოქმედების ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე. მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება, თუნდაც SPF15-ით, ამცირებს ამ ვიტამინის გამომუშავებას 99,9%-ით. კანში D ვიტამინის ჭარბად წარმოქმნას ხელს უშლის D ვიტამინის ფოტოსენსიტიური გარდაქმნა ტაქისტეროლად ან ლუმისტეროლად.

ვიტამინ D2-ს და ვიტამინ D3-ს არ აქვთ მნიშვნელოვანი ბიოლოგიური აქტივობა, ამიტომ საჭიროა მათი მეტაბოლიზება ჰორმონალურად აქტიურ ფორმებად. ვიტამინების გააქტიურება ხდება ორ ეტაპად, ჯერ ღვიძლში, შემდეგ კი თირკმლებში. ცხიმში ხსნადი D ვიტამინი ტრანსპორტირდება მიმოქცევაში – სპეციფიური ალფა 1 გლობულინი – D ვიტამინის გადამტანი ცილა (VDBP – ვიტამინ D შემაკავშირებელი ცილა) – კომლექსის სახით. ღვიძლში D ვიტამინი გადის პირველ ჰიდროქსილაციას, რათა წარმოქმნას 25-OH ვიტამინი D (კალციდიოლი), შეზღუდული ბიოლოგიური აქტივობის მქონე მეტაბოლიტი.

25-ჰიდროქსი ვიტამინი D, გახანგრძლივებული ნახევარგამოყოფის პერიოდით (2-3 კვირა), არის   მთავარი ცირკულირებადი რეზერვუარი და D ვიტამინის ზოგადი სტატუსის საუკეთესო მაჩვენებელი.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • D ვიტამინის დეფიციტის დიაგნოზი;
  • რაქიტისა და ოსტეომალაციის მიზეზების დიფერენციალური დიაგნოზი;
  • D ვიტამინის ჩანაცვლებითი თერაპიის მონიტორინგი;
  • D ჰიპერვიტამინოზის დიაგნოსტიკა.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

D ვიტამინის დონე იზრდება:

ულტრაიისფერი გამოსხივების გადაჭარბებული ზემოქმედების დროს.

D ვიტამინის დონე მცირდება:

  • ჰიპოპარათირეოზი;
  • პირველადი ჰიპერპარათირეოზი;
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
  • რაქიტი;
  • არასწორი კვება, მალაბსორბცია;
  • სტეატორეა;
  • ბილიარული და პორტალური ციროზი;
  • ანტიკონვულსანტების მიღებასთან დაკავშირებული ოსტეომალაცია;
  • თირკმლისმიერი ოსტეოდისტროფია;
  • კისტოზურ-ბოჭკოვანი ოსტეიტი;
  • თირეოტოქსიკოზი;
  • პანკრეასის უკმარისობა;
  • ცელიაკია;
  • ნაწლავის ანთებითი დაავადება, ნაწლავის რეზექცია;
  • ალცჰეიმერის დაავადება.

დამატებითი ინფორმაცია

შრატში 25-OH D ვიტამინის 95%-ზე მეტი არის 25-OH ვიტამინი D3; 25-OH ვიტამინი D2-ის დონე შრატში იზრდება მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვიტამინი D2-ის შემცველ მედიკამენტებს. აქედან გამომდინარე მეტად ინფორმატიულია სისხლში 25-OH ვიტამინი D3-ის განსაზღვრა.

25-OH ვიტამინი D-ს ზუსტი დონე, რომელიც ასახავს სხეულის D ვიტამინის ოპტიმალურ რეზერვს, უცნობია. მსუბუქი ან ზომიერი დეფიციტი შეიძლება ასოცირებული იყოს ოსტეოპოროზთან ან მეორად ჰიპერპარათირეოზთან. მძიმე დეფიციტი იწვევს ახლად წარმოქმნილი ძვლოვანი ქსოვილის (ოსტეოიდის) არასაკმარის მინერალიზაციას, რის შედეგადაც ვითარდება რაქიტი ბავშვებში და ოსტეომალაცია მოზრდილებში. იმის გამო, რომ ის ვითარდება ძვლის ზრდის პერიოდში, რაქიტი იწვევს ძვლის დამახასიათებელ დეფორმაციას. რაქიტისას ცვლილებები ლაბორატორიულ ტესტებში მოიცავს ჰიპოკალციემიას, ჰიპოფოსფატემიას, ტუტე ფოსფატაზისა და პარათირეოიდული ჰორმონის მომატებას. მოზრდილებში D ვიტამინის დეფიციტი დაკავშირებულია ძვლის ტკივილთან და მოტეხილობების გაზრდილ რისკთან.

D ვიტამინის დეფიციტის ეფექტი ძვლის გარდა სხვა ორგანოებზე ბოლომდე გამოკვლეული არ არის, თუმცა შეიძლება მოიცავდეს ინფექციებისადმი მგრძნობელობის გაზრდას, დისკომფორტს კუნთების არეში, ინსულინრეზისტენტობას, I ტიპის დიაბეტის განვითარებას, მაღალ არტერიულ წნევას, გულის უკმარისობას, დეპრესიას, შიზოფრენიას, აუტიზმს, გაფანტულ სკლეროზს, ნეფროზულ სინდრომს, პრეეკლამფსიისა და ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების გაზრდილ რისკს (მსხვილი ნაწლავი, პროსტატა, სარძევე ჯირკვალი, საკვერცხეები, არაჰოჯკინის ლიმფომა

25-OH ვიტამინი D-ს არაოპტიმალური დონის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • მზის არასაკმარისი ზემოქმედება;
  • საკვების არაადექვატური მიღება;
  • ნაწლავში D ვიტამინის შეწოვის შემცირება (ბილიარული ციროზი, მოკლე ნაწლავის სინდრომი, პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა, კრონის დაავადება, კისტოზური ფიბროზი, ცელიაკია);
  • D ვიტამინის გაზრდილი კატაბოლიზმი (ბარბიტურატებით და ანტიკონვულსანტებით მკურნალობა, პირველადი ჰიპერპარათირეოზი);
  • D ვიტამინის მომატებული კარგვა (ნეფროზული სინდრომი, პერიტონეალური დიალიზი);
  • ღვიძლის 25-ჰიდროქსილაზას აქტივობის შემცირება ღვიძლის მძიმე დაავადების დროს მეორადად;

D ვიტამინის დეფიციტი ხშირია განსაკუთრებით მოზარდებში, ქალებსა და მოხუცებში. მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხანდაზმულების 50%-ზე მეტს და ასევე ქალების ანალოგიურ პროცენტს, რომლებიც გადიან ოსტეოპოროზის მკურნალობას, აქვთ D ვიტამინის არაადექვატური დონე ორგანიზმში.

D ვიტამინის დეფიციტის ფართოდ გავრცელებასთან შედარებით, D ჰიპერვიტამინოზი იშვიათია და გვხვდება მხოლოდ D ვიტამინის მაღალი დოზების გახანგრძლივებული ზემოქმედების შემთხვევაში. ამ მდგომარეობას კლინიკურად ახასიათებს ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჰიპოტონია, ნეფროლითიაზი, გულთან დაკავშირებული პრობლემები. ლაბორატორიული ტესტების შედეგები აჩვენებენ მძიმე ჰიპერკალციემიას და ჰიპერფოსფატემიას, ასევე პარათირეოიდული ჰორმონის დაბალ დონეს.

 

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

  • ლაბორატორიული სისხლის ანალიზის ხარისხის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი პირობაა მასალის აღება უზმოზე, დილით (12:00 საათამდე).
  • კვლევამდე 12 საათით ადრე უნდა გამორიცხოთ ალკოჰოლი, მოწევა, ჭამა, შეზღუდოთ ფიზიკური აქტივობა.
  • დილით, კვლევისთვის სისხლის აღების დღეს, შეგიძლიათ დალიოთ წყალი.
  • გამორიცხეთ მედიკამენტები; თუ მედიკამენტის გამოტოვება შეუძლებელია, ამის შესახებ უნდა ეცნობოს ლაბორატორიას.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

25-OH-vitamina D

https://spravochnik.synevo.ua/ru/Phosphorno-calcievaia/vitamin-d-obshiy.html

ლაბორატორიები
Call Now Button