ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾290.00
ნიმუშების გაგზავნა განხორციელდება სამშაბათობით,დღის მეორე ნახევარში! ამისთვის, ნიმუში გამოგზავნა ცენტრალურ ლაბორატორიაში უნდა გამოიგზავნოს სამსაბათს 12:00 საათამდე
ვილებრანდის ფაქტორი (ცილა) ადამიანის შედედების სისტემის ერთერთი ფაქტორია. ტესტი ადგენს ვილებრანდის ცილის ოდენობას სისხლის პლაზმაში, რადგან მისი რაოდენობა განსაზღვრავს ფაქტორის ფუნქციურ აქტივობას.
ფიზიოლოგიურ პირობებში, როდესაც სისხლძარღვის კედლის მთლიანობა ირღვევა და სისხლდენა იწყება, ვილებრანდის ცილა წარმოქმნის ადჰეზიურ (დამაკავშირებელ) ხიდს თრომბოციტებს შორის – დაზიანების უბანში. ეს უზრუნველყოფს თრომბოციტების აგრეგაციას – დაჯგუფებას და ადჰეზიას- შეწებებას დაზიანებული სისხლძარღვის კედელზე. ამის შედეგად აქტივდება კოაგულაციური კასკადი (რეაქციების თანმიმდევრობა), რასაც მოსდევს სტაბილური თრომბის ჩამოყალიბება სისხლძარღვის დაზიანების უბანში.
ვილებრანდის ფაქტორი კავშირშია კოაგულაციის მე-8 ფაქტორთან, ზრდის მის ნახევარსიცოცხლის ხანგრძლივობას 8-12 სთ-მდე და უზრუნველყოფს მის ჩართვას კოაგულაციურ კასკადში.
როდესაც ვილებრანდის ფაქტორის დეფიციტია ან ის ფუნქციურად არააქტიურია, ეს არღვევს თრომბოციტების აგრეგაცია-ადჰეზიის პროცესს, ასევე ამცირებს კოაგულაციის-მე-8 ფაქტორის აქტივობას რასაც შედეგად მოყვება თრომბის წარმოქმნის დროის და სისხლდენის გახანგრძლივება.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
წინასწარი მომზადება: არ არის საჭირო
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |