ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾125.00
ჩუტყვავილა ვარიცელა ზოსტერით გამოწვეული მწვავე ვირუსული ინფექციაა. ვარიცელა ზოსტერი (VZV) ჰერპეს ვირუსების ჯგუფის დნმ ვირუსია. პირველადი ინფიცირების შემდეგ ვირუსი რჩება ორგნიზმში -სენსორული (მგრძნობიარე) ნერვების განგლიებში ლატენტური ინფექციის სახით. პირველადი ინფიცირებისას ვიტარდება ჩუტყვავილა. ლატენტური ინფექციის რეაქტვაცია იწვევს ჰერპეს ზოსტერს.
კლინიკური ნიშნები
ჩუტყვავილას ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 14-16 დღე გრძელდება.
გამონაყარი გენერალიზებული და ქავანაა. გამონაყარი იწყება პაპულების (კვანძების) სახით, სწრაფად პროგრესირებს პაპულების და ბუშტების წარმოქმნით. გამონაყარი წარმოდგენილია განვითარების სხვადასხვა სტადიაზე მყოფი ერთეულებით. ბუშტუკები კონცენტრირებულია გულმკერდზე და ზურგზე, ასევე თავის თმიან ნაწილზე. სიმპტომების ხანგრძლივობა 4-7 დღეა – ქავანა გამონაყარი, სისუსტე და ცხელება 39-40 გრადუსამდე. გართულებების რისკი მაღალია იმუნოკომპრემეტირებულ პირებში.
ვარიცელა ოსტერი, როგორც წესი მყარ იმუნიტეტს ტოვებს, ანუ განმეორებითი ინფიცირება არ ხდება, თუმცა შესაძლებელია განვითარება იმუნოკომპრემეტირებულ ადამიანებში.
გადაცემის გზები
ვარიცლა ზოსტერი მაღალი კონტაგიოზურობით ხასიათდება. მისი გავრცელება შესაძლებელია პირდაპირი კონტაქტით – ადამიანიდან ადამიანზე, ბუშტუკის შიგთავსის შემცველი ჰაერის ან დაავადებულის მიერ გამოფრქვეული რესპირატორული სეკრეტის შესუნთქვით,
დაავდებული ადამიანი გადამდებია გამონაყრის განვითარებამდე 1-2 დღით ადრე, ბუშტუკების ფუფხით დაფარვამდე. ვაქცინირებული პირების ბუშტუკები ზოგჯერ ფუფხს არ იკეთებს. ისინი ითვლებიან გადამდებად ბოლო გამონაყარის განვითარებიდან 24 საათის შემდეგ.
გართულებები
ჩუტყვავილას ყველაზე დამახასიათებელი გარტულებებია:
ბავშვშვებში: კანის და რბილი ქსოვილების ბაქტერიული ინფიცირება
მოზრდილებში: პნევმონია
ვირუსისმიერ ძიმე გართულებებს მიეკუთვნება: ნათხემის ატაქსია, ენცეფალიტი, ვირუსული პნევმონია და ჰემორაგიები. ასევე შესაძლებელია განვიტარდეს:
სეპტიცემია
ტოქსიკური შოკის სინდრომი
მანეკროზებელი ფასციიტი
ოსტეომიელიტი
ბაქტერიული პნევმონია
სეპტიკური ართრიტი
ჩუტყვავილას გართულებების რისკჯგუფს განეკუთვნებიან იმუნოკომპრემეტირებული ადამიანები:
პაციენტები ლეიკემიით ან ლიმფომით
იმუნოსუპრესიულ თერაპიაზე მყოფი (სისტემული სტეროიდო ან ქიმიოთერაპია)
ახალშობილები, განსაკუთრებით ნაადრევი ახალშობილები
არაიმუნიზებული ორსულები
დიაგნოსტიკა
იმუნოლოგიური კვლევა ტარდება ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოსაჩენად.
კვლევის მეთოდი – ქემილუმინესცენტური იმუნოანალიზი
IgG არსებობა მიუთითებს წარსულში გადატანილ ვირუსზე და იმუნიტეტის არსებობაზე. IgM არსებობა მიუთითებს უახლოეს პერიოდში გადატანილ ვირუსულ პროცესზე. მწვავე პროცესის დიაგნოსტირებისთვის მხოლოდ IgG არასაკმარისია.
ვარიცელა ზოსტერის ვირუსის ნეგატიური პასუხი იმუნოგლობულინებზე, არ გამორიცხავს მწვავე პროცესს. ტესტი შესაძლოა უარყოფითი იყოს, ინკუბაციურ პერიოდში და მწვავე პერიოდის დასაწყისში.
საკვლევი ნიმუში
ვენური სისხლი
სპეციალური მომზადება არ სჭირდება
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია