ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾25.00 Original price was: ₾25.00.₾22.50Current price is: ₾22.50.
ვაგინალური ნაცხის გამოკვლევა მიკროფლორაზე არის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ეფუძნება ბიოლოგიური მასალის შეფასებას სინათლის მიკროსკოპით. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მეთოდი სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესის არსებობისა და ბუნების შესაფასებლად.
მიკროსკოპია საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ:
გამოკვლევის დროს ფასდება შემდეგი მაჩვენებლები:
ბრტყელი ეპითელური უჯრედები – უჯრედები, რომლებიც ამოფენენ საშოსა და საშვილოსნოს ყელს შიგნიდან. ჩვეულებრივ, ნაცხში ეპითელიუმის რაოდენობა დამოკიდებულია ქალის მენსტრუალური ციკლის ფაზაზე, ჰორმონალურ სტატუსზე და უნდა იყოს ინტერპრეტირებული ამ მონაცემების შესაბამისად. ნაცხში დიდი რაოდენობით ბრტყელი ეპითელიუმის არსებობა შეიძლება მიუთითებდეს ანთებით პროცესზე (ვაგინიტი – საშოს ანთება, ცერვიციტი – საშვილოსნოს ყელის არხის ანთება, ურეთრიტი – ურეთრის ანთება), ნაცხში ეპითელიუმის არარსებობა მიუთითებს ჰორმონალურ დარღვევებზე (ქალის სასქესო ჰორმონების უკმარისობა).
ლეიკოციტები – უჯრედები, რომლებიც უზრუნველყოფენ პათოგენების აღმოფხვრას. დასაშვებია ნაცხში მცირე რაოდენობით ლეიკოციტების არსებობა – არაუმეტეს 10 ლეიკოციტისა საშოში და არაუმეტეს 30 ლეიკოციტისა საშვილოსნოს ყელის არხში. ნაცხში ლეიკოციტების მომატებული შემცველობა მიუთითებს შესაძლო ანთებაზე (ვაგინიტი – საშოს ანთება, ცერვიციტი – საშვილოსნოს ყელის არხის ანთება). უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლეიკოციტების რაოდენობა ჩვეულებრივ მერყეობს მენსტრუალური ციკლის დღის მიხედვით, ამიტომ ეს უნდა იქნას გათვალისწინებული შედეგების ინტერპრეტაციისას.
ერითროციტები – სისხლის წითელი უჯრედები. ნორმაში ნაცხში ერითროციტები არ გვხვდება.
გრამდადებითი ჩხირები (დოდერლეინის ჩხირები – ლაქტობაცილები; „ვაგინალური“ ჩხირები) – ლაქტობაცილები, რომლებიც ქმნიან საშოს ნორმალური მიკროფლორის საფუძველს. ჩვეულებრივ, ნაცხი შეიცავს ასეთი ჩხირების დიდ რაოდენობას. ლაქტობაცილების რაოდენობის შემცირება ბაქტერიული ვაგინოზის ერთ-ერთი ნიშანია.
ლორწო არის საშოსა და საშვილოსნოს ყელის არხის ჯირკვლების პროდუქტი. ჩვეულებრივ, ნაცხი შეიცავს მცირე რაოდენობით ლორწოს.
გამოვლენილი პათოგენების სპექტრი: Trichomonas vaginalis – უროგენიტალური ტრიქომონიაზის გამომწვევი აგენტი; Candida albicans – საფუარის მსგავსი სოკო, ვულვოვაგინალური კანდიდოზის ეტიოლოგიური ფაქტორი, მიკროსკოპიით ვლინდება სოკოს ფსევდომიცელიუმი; უჯრედგარე დიპლოკოკები; „საკვანძო უჯრედები“ (Gardnerrella vaginalis – ბაქტერიული ვაგინოზის გამომწვევი) და სხვ.
ლაქტობაცილარული და კოკალური ფლორის რაოდენობის თანაფარდობიდან გამომდინარე, დგინდება საშოს სისუფთავის ხარისხი, რაც იძლევა პირველადი სკრინინგის და ქალის შემდგომი გამოკვლევის საჭიროებისა და მოცულობის შეფასების საშუალებას.
ვაგინალური ნაცხის გამოკვლევა ორსულობის დროს
ორსულობის დროს ორგანიზმის ჰორმონალური ფონის (ჰიპერესტროგენიზმი) და იმუნური სტატუსის (დათრგუნვა) ცვლილების შედეგად საგრძნობლად იზრდება საშოს სხვადასხვა ანთებითი დაავადების რისკი. ანთებითი პროცესის არსებობა (საშვილოსნოს ყელში, საშოში, გარეთა სასქესო ორგანოებში) საფრთხეს უქმნის ორსულობას, და შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის შეწყვეტა, ნაადრევი მშობიარობა და მშობიარობის დროს ბავშვის ინფექცია. ორსულობის დროს ფლორის ნაცხის ინტერპრეტაცია ტარდება იგივე პარამეტრების მიხედვით, როგორც არაორსულ ქალებში, თუმცა, აუცილებელია გავითვალისწინოთ ლეიკოციტების რაოდენობის ცვლილება – რაოდენობის 15-20-მდე გაზრდა მხედველობის არეში და ბრტყელი ეპითელური უჯრედების რაოდენობის ზრდა.
ნაცხის აღებამდე:
ვაგინალური (საშოს) ნაცხი
განისაზღვრება საშოს სისუფთავის ხარისხი:
I ხარისხი: ნაცხი შეიცავს დიდი რაოდენობით დოდერლეინის ჩხირებს (ლაქტობაცილებს), მცირე რაოდენობით ბრტყელ ეპითელიუმს. სრულიად ჯანმრთელი ქალებისთვის დამახასიათებელია საშოს სისუფთავის 1 ხარისხი.
II ხარისხი: ნაცხში დგინდება კოკები მცირე რაოდენობა, თუმცა ჭარბობს დოდერლეინის ჩხირები. საშოს სისუფთავის II ხარისხი არ არის ავადმყოფობის ნიშანი და შეინიშნება ბევრ ჯანმრთელ ქალში.
III ხარისხი: ნაცხი შეიცავს მცირე რაოდენობით დოდერლეინის ჩხირებს, ჭარბობს კოკები და აღინიშნება ლეიკოციტების გაზრდილი რაოდენობა (10-ზე მეტი მხედველობის არეში). საშოს სისუფთავის III ხარისხი არახელსაყრელია და მიუთითებს ანთებითი დაავადების არსებობაზე.
IV ხარისხი: ნაცხში პრაქტიკულად არ არის დოდერლეინის ჩხირები, შეიცავს დიდი რაოდენობით კოკებსა და ლეიკოციტებს. საშოს სისუფთავის IV ხარისხი მიუთითებს ბაქტერიულ ვაგინოზზე (საშოს ანთებითი დაავადება ნორმალური მიკროფლორის გაქრობით).
https://spravochnik.synevo.ua/ru/cytologia/mazok-na-mikrofloru.html
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია