ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾15.00 Original price was: ₾15.00.₾13.50Current price is: ₾13.50.
ნორმის პირობებში შარდში ცილები მხოლოდ უმნიშვნელო ოდენობითაა. შარდში ცილა წარმოდგენილია პლაზმის და სხვა დამატებითი ცილებით, რომლებიც გაიფილტრა გლომერულების მიერ და ვერ აბსორბირდა (შეიწოვა) თირკმლის პროქსიმალური მილაკების მიერ. ამგვარად შარდის პროტეინების მესამედს წარმოადგენს ალბუმინი, დანარჩენს გლობულინი და თირკმლის მილაკოვანი უჯრედების მიერ გამოყოფილი გლიკოპროტეინები.
შარდში ცილის მაჩვენებლის მომატება შესაძლოა მიუთითებდეს თირკმლის ფუნქციურ უკმარისობაზე, რაც ხშირად პირველი სიმპტომია, რომელიც ვითარდება დაავადების კლინიკურ გამოვლინებამდე. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ შარდში ცილამ შესაძლოა მოიმატოს ზოგიერთი ფიზიოლოგიური ან/და არა-თირკმლისმიერი მიზეზებით.
როდის ტარდება კვლევა?
ცილის გამოვლენა შარდის სკრინინგული ტესტით
თირკმლის დაავადებების შეფასება
მონოკლოუნრი გამოპათიების სკრინინგი
პაციენტის მომზადება: მასალის შეგროვებამდე არ არის რეკომენდებული ფიზიკური დატვირთვა
საკვლევი მასალა: 24 საათიანი შარდი. გაღვიძების შემდეგ პირველი შარდი (ღამის შარდი) არ ინახება. შემდგომი შარდის ყველა სრული ულუფა გროვდება დიდი ზომის სუფთა კონტეინერში, მომდევნო 24 საათის განმავლობაში. შარდი უნდა შეინახოთ 2-8 გრადუს ტემპერატურაზე. მიღებული მთლიანი მოცულობიდან საკვლევ ნიმუშად აიღება 10 მლ შარდი სუფთა კონტეინერში
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |