ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

შარდის კენჭების ანალიზი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:შარდის კენჭების გამოკვლევა
SKU: CH69

45.00

საკვლევი მასალა: შარდის კენჭი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

 

ნიმუშები იგზავნება ყოველ პარასკევს!

მასალის ჩაბარება რეგიონების ლაბორატორიულ ცენტრში უნდა მოხდეს ხუთშაბათს, დღის პირველ ნახევარში, ხოლო თბილისის ფილიალებში ხუთშაბათს მთელი დღის განმავლობაში, ან პარასკევს დღის პირველ ნახევარში!

 

 

შარდის კენჭები 

 

შარდის  კენჭები 2-3-ჯერ ხშირია მამაკაცებში, ქალებთან შედარებით. თირკმლის (შარდის) კენჭები კრისტალური მასებია, რომელიც თირკმლის მარყუჟებში, დისტალურ მილაკებში ან შემკრებ სადინრებში წარმოიქმნება. ამ კრისტალებს შეერთების და ვიზუალურად ხილვადი კენჭის წარმოქმნა შეუძლია.

კენჭის ჩამოყალიბების დაწყების მიზეზია შარდში ისეთი ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია, როგორებიცაა: კალციუმი, ოქსალატები და შარდმჟავა. მიკროკრისტალების ირგვლივ ილექება აღნიშნული ნივთიერებები და იწყება კონკრემენტის წარმოქმნა.  ამ პროცესს ხელს უწყობს სითხის დაბალი მოცულობა შარდში და კენჭის წარმოქმნის ისეთი ბუნებრივი ინჰიბიტორების დეფიციტი როგორებიცაა ციტრატები, მაგნიუმი, მუკოპროტეინები და სხვა.

გამოკრისტალებული ნივთიერებების ტიპის და ოდენობის შესაბამისად, შარდის კენჭები შესაძლოა იყოს მრგვალი ან უსწორმასწორო, მახვილი კიდეებით, ზოგჯერ განტოტვილი. ზომები ვარირებს ქვიშის მარცვლის ზომიდან, 0.5-1 სმ-მდე.

კენჭის შემადგენლობა დაკავშირებულია გამოკრისტალებულ ნივთიერებაზე. კენჭები ზოგჯერ მხოლოდ ერთკომპონენტიანია, ხოლო ზოგჯერ შესაძლოა რამდენიმე ნივთიერებისგან შედგებოდეს.

შემთხვევათა 95-97%-ში თირკმლის კენჭები ჩამოთვლილთაგან ერთ ან რამდენიმე კომპონენტს შეიცავს, ესენია:

  • კალციუმის ოქსალატი
  • კალციუმის ფოსფატი
  • შარდმჟავა
  • სტრუვიტი (მაგნიუმის ამონიუმის ფოსფატი)- როგორც წესი ბაქტერიულ ინფიცირებასთან ერთად გვხვდება

თირკმლის კენჭების დაახლოებით 75% მხოლოდ კალციუმს შეიცავს

უფრო იშვიატად კენჭების შემადგენლობაში შედის:

  • ცისტინი (მემკვიდრული ცისტინურიის დროს)
  • კონკრეტული მედიკამენტები: გუაიფენაზინი, ინდინავირ, ტრიამტერინი, ატაზანავირი, სულფონამიდები და სხვა.

შარდის ზედმეტად კონცენტრირება არის შარდმჟავას და ცისტინის კენჭების ჩამოყალიბების მიზეზი.  კალციუმის შემცველი კენჭების განვითარების მიზეზები ბევრად კომპლექსურია.

თირკმლის კენჭების განვითარების რისკ-ფაქტორები:

  • ნაწლავური დარღვევები – იწვევს შარდის მოცულობის და pH-ის, ასევე ციტრატების დაქვეითებას
  • ხორცის ჭარბი მოხმარება – იწვევს შარდის მჟავიანობის და შარდმჟავის კონცენტრაციის მატებას, ციტრატების დაქვეითებას)
  • ოქსალატების შემცველი პროდუქტის ჭარბად მიღება – ისპანახი,სოიოს რძე, კარტოფილი, ჭარხალი, წიწიბურა და დარიჩინი. იწვევს ჰიპეროქსალურიას
  • ოჯახური ანამნეზი – გენეტიკური წინასწარგანწყობა
  • ინსულინრეზისტენტობა – იწვევს ამიაკის მეტაბოლიზმის დარღვევას და შარდის pH-ის ცვლილებებს
  • ჩიყვი – ხელს უწყობს შარდმჟავას კონცენტრაციის მომატებას
  • სიმსუქნე – ხშირად იწვევს ჰიპერკალციურიას – კალციუმის მომატებულ კონცენტრაციას შარდში
  • პირველადი ჰიპერპარათიროიდიზმი – შარდში კალციუმის მყარი მომატების მიზეზია
  • ხანგრძლივი იმობილიზაცია – აძლიერებს ძვლიდან კალციუმის გამორეცხვას და შრატსა და შარდში კალციუმის კონცენტრაციის მატებას
  • თირკმლის მილაკოვანი აციდოზი – იწვევს კალციუმის ფოსფატის კონცენტრაციის მატებას შარდში, ციტრატების დაქვეითებას

 

შარდკენჭოვანი დაავადების დროს ანამნეზური და ლაბორატორიული მონაცემების შეგროვაბა მნიშვნელოვანია

  • აუცილებელია შრატის ბიოქიმიური კვლევები: ნატრიუმის, კალიუმის, ცლორის, ბიკარბონატების, კალციუმის, ფოსფორის და შარდმჯავის განსაზღვრა
  • 24-საათიან შარდში ოქსალატების, ციტრატის, ნატრიუმის, შარდმჟავის განსაზღვრა აუცილებელია
  • შარდის კენჭების ბიოქიმიური ანალიზი

 

როდის ტარდება კვლევა?

შარდის კენჭების ქიმიური შემადგენლობის ანალიზი აუცილებელია კენჭოვანი დაავადების როგორც მკურნალობის, ისე პრევენციული ღონისძიებებისთვის.

კენჭის ტრანსპორტირება

ქირურგიული გზით მოცილების ან ბუნებრივი გზით გამოსვლის შემდეგ, კენჭი უნდა გამოშრეს, მოთავსდეს სუფთა, სტერილურ კონტეინერში (გამოდგება შარდის სტერილური კონტეინერი, რომელსაც პაციენტი თავად შეიძენს აფთიაქში). კენჭი იგზავნება მშრალად, ყოველგვარი სუბსტანციების დამატების გარეშე. არ შეიძლება წებოვანი ლენტით კენჭის დაფიქსირება.

შედეგების ინტერპრეტაცია

კენჭის შემადგენლობაში ამა თუ იმ კომპონენტის მომატებული კონცენტრაცია ინფორმაციას გვაძლევს კენჭის ჩამოყალიბების პროცესის შესახებ, რაც  კონკრეტული მკურნალობის დაგეგმვის საშუალებას იძლევა.

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button