ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾17.00 Original price was: ₾17.00.₾15.30Current price is: ₾15.30.
ნორმის ფარგლებში შარდი ცილის უმნიშვნელო რაოდენობას შეიცავს. ეს არის პლაზმის ცილები და სხვა პროტეინები, რომლებიც გაიფილტრა გლომერულებით და არ მოხდა მათი უკუშეწოვა პროქსიმალური ტუბულების (მილაკების) მეშვეობით.
შარდში ცილის რაოდენობის გაზრდა – თირკმლის დაავადებების მნიშვნელოვანი მანიშნებელია, რომელიც ხშირად დაავადების კლინიკურ გამოვლენამდე ვითარდება. შარდში ცილის მომატების მიზეზი შეიძლება იყოს სხვა ორგანოების დაავადებებიც. ასევე არსებობს ფიზიოლოგიური პროტეინურიაც (მაგ: ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის ფონზე).
პაციენტის მომზადება: კვლევის ჩატარებამდე არ არის სასურველი ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა
საკვლევი მასალა: შარდი
რეფერენტული საზღვრები: < 150 მგ/ლ
შედეგების ინტერპრეტაცია
შარდში ცილის კონცენტრაციის მომატება შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული:
გარდამავალი პროტეინურია
მუდმივი პროტეინურია
პერსისტიული პროტეინურიის მიზეზებია:
გლომერულური პროტეინურია – მაღალმოლეკულური წონის მქონე ცილების გამოყოფით, როგორიცაა: ალბუმინი, ტრანსფერინი, ალფა-1-ანტიტრიფსინი
იდიოპათიური
მეორადი
ტუბულური პროტრინურია – დაბალმოლეკულური წონის მქონე ცილების გამოყოფით შარდში: ალფა და ბეტა მიკროგლობულინები, თავისუფალი მსუბუქი ჯაჭვები, რეტინოლის ტრანსპორტული ცილები, ლიზოციმი.
შეძენილი პათოლოგიები
თანდაყოლილი პათოლოგიები
გენეტიკური დაავადებები
პროტეინურია პლაზმაში ცილის რაოდენობის გაზრდით
ზომიერი პროტეინურიის ხშირი მიზეზები (< 1გ/დღეში)
შარდში ცილის მაჩვენებელი მუდმივი არ არის, შესაბამისად, თირკმლის დაავადებების დროს, პაციენტის შარდის სხვადასხვა ნიმუშში ცილის კონცენტრაცია ხშირად განსხვავებულია.
შარდში ცილის მაჩვენებელზე გავლენას ახდენს თირკმლის გლომერულებში სისხლის ნაკადის და შესაბამისად ფილტრაციის ცვლილებაც, რაც ხშირად გლომრულების სტრუქტურული პათოლოგიების ან გულ-სისხლძარღვოვანი უკმარისობითაა გამოწვეული.
პროტეინურია – შარდში ცილის კონცენტრაციის მომატება ყოველთვის თირკმლის პათოლოგიასთან არ არის დაკავშირებული. “ ფუნქციური პროტეინურია” ახასიათებს: მწვავე ინფექციებს, სეფსისს, ტრავმებს, ლეიკემიას, ჰემატოლოგიური დაავადებებს, პრე-ეკლამფსიას, ჰიპერთირეოზს, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებს, ინტოქსიკაციებს.
შარდგამომყოფი სისტემის მთელი რიგი დაავადებების დროს, შესაძლოა სარდში ცილის კონცენტრაციის მომატება არც აღინიშნებოდეს: პიელონეფრიტი, საშარდე სისტემის ობსტრუქციული დაავადებები, ნეფროლითიაზი, სიმსივნეები, თირკმლის თანდაყოლილი მალფორმაციები და არტერიების სტენოზი.
შარდის ნიმუშში მენსტრუალური სისხლის, ან პროსტატის სეკრეტის მინარევისას, შესაძლებელია ცილის ცრუ მომატების დაფიქსირება.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები