ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ალდოსტერონი ( 24 სთ-იანი შარდი) | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:ალდოსტერონის განსაზღვრა შარდში
SKU: 1381

125.00

საკვლევი მასალა: შარდი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ალდოსტერონი არის სტეროიდული ჰორმონი, რომელიც სინთეზირდება ქოლესტერინისგან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის გლომერული ფენის უჯრედებში. ეს არის მთავარი და ყველაზე ძლიერი მინერალოკორტიკოიდი. ის მეტაბოლიზდება ღვიძლში და თირკმლებში, რაც იწვევს თირკმლის ტუბულებში ნატრიუმის და ქლორის რეაბსორბციის ზრდას. ამის შედეგად ორგანიზმში შეინიშნება ნატრიუმის და ქლორის შეკავება, შარდში სითხის გამოყოფის დაქვეითება, პარალელურად იზრდება კალიუმის ექსკრეცია. ალდოსტერონი მონაწილეობს ელექტროლიტების ბალანსის რეგულირებაში, სისხლის მოცულობის შენარჩუნებასა და არტერიული წნევის შენარჩუნებაში.

ალდოსტერონის ნორმალური სეკრეცია დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე – რენინ-ანგიოტენზინის სისტემის მოქმედება, კალიუმის შემცველობა (ჰიპერკალიემია ასტიმულირებს, ხოლო ჰიპოკალიემია თრგუნავს ალდოსტერონის წარმოებას), ACTH (ფიზიოლოგიურ პირობებში ალდოსტერონის სეკრეციის მოკლევადიანი მატება არ წარმოადგენს სეკრეციის რეგულირების მთავარ ფაქტორს), მაგნიუმი და ნატრიუმი სისხლში.

ალდოსტერონის ჭარბი რაოდენობა იწვევს ჰიპოკალიემიას, მეტაბოლურ ალკალოზს, ნატრიუმის შესამჩნევ შეკავებას და შარდის კალიუმის ექსკრეციის მომატებას, რაც კლინიკურად ვლინდება არტერიული ჰიპერტენზიის, კუნთების სისუსტის, კრუნჩხვებისა და პარესთეზიების და არითმიების სახით.

პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის დროს (კონის სინდრომი) აღინიშნება ალდოსტერონის სეკრეციის ავტონომიური მატება, რომლის მიზეზი ყველაზე ხშირად თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის გლომერულური ზონის ადენომაა (62% -მდე).

მეორეული ჰიპერალდოსტერონიზმი ასოცირდება გულის შეგუბებით უკმარისობასთან, ღვიძლის ციროზთან და ასციტთან, თირკმლების გარკვეულ დაავადებებთან, ჭარბი კალიუმითა და ნატრიუმის დაბალშემცველობით დიეტასთან, ორსულთა ტოქსიკოზთან, თირკმლის არტერიის სტენოზთან (ჰიპერტენზიის ყველა შემთხვევის 2-3%).

 

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ქრონიკულ უკმარისობას (ადისონის დაავადება), თირკმელზედა ჯირკვლის აუტოიმუნურ პათოლოგიას, ამილოიდოზს თან ახლავს ალდოსტერონის დონის დაქვეითება  და პლაზმის რენინის ზრდა.

ალდოსტერონის შემოწმების წინ, საჭიროა პაციენტს მოეხსნას მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენს ჰორმონის გამოყოფაზე

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • თირკმელზედა ჯირკვლის ადენომის და თირკმელზედა ჰიპერპლაზიის შედეგად გამოწვეული პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის დიაგნოზი
  • არტერიული ჰიპერტენზია, მათ შორის რეზისტენტული ფორმების ჩათვლით
  • ორთოსტატული ჰიპოტენზია
  • თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

24 საათიან შარდში ალდოსტერონის ნორმალური მაჩვენებელია: 1,18-27,10 ნგ/დღეში

 

ალდოსტერონის მომატებული მაჩვენებელი შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ პათოლოგიებზე:

  • დიურეტიკების ინტენსიური მოხმარება (გაუწყლოება)
  • ღვიძლის ციროზი
  • თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები, მათ შორის სიმსივნეები
  • გულის უკმარისობა
  • გაუწყლოების სხვა მიზეზები (მაგ: საფაღარათო საშუალებების რეგულარული მოხმარება)

 

ალდოსტერონის კონცენტრაციის შემცირება ახასიათებს ადისონის დაავადებას – თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობას.

 

საცნობარო მნიშვნელობები

 

 

საკვლევი მასალა: 24 საათიანი შარდი

საკმარისი მოცულობა: 10მლ

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button