
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾19.00 Original price was: ₾19.00.₾17.10Current price is: ₾17.10.
კვლევა განსაზღვრავს სისხლში შარდოვანას კონცენტრაციას და ეხმარება ექიმს თირკმელების გამომყოფი ფუნქციის, ცილოვანი ცვლისა და ორგანიზმის ჰიდრატაციის მდგომარეობის შეფასებაში.
შარდოვანა ცილოვანი ნივთიერებების დაშლის შედეგად წარმოქმნილი საბოლოო პროდუქტია. ის ღვიძლში ამიაკისგან სინთეზდება, სისხლის მიმოქცევაში ხვდება და ძირითადად თირკმელების საშუალებით გამოიყოფა. სისხლში შარდოვანას დონე გამოიყენება თირკმელების ფუნქციისა და ორგანიზმში ცილოვანი ცვლის შეფასებისთვის.
შარდოვანა აზოტის მეტაბოლიზმის დარღვევის ერთ-ერთი ინდიკატორია.
შარდოვანას კონცენტრაცია იზრდება:
შარდოვანას კონცენტრაცია მცირდება:
შარდოვანას უმეტესი ნაწილი გამოიყოფა გლომერულური ფილტრაციით; 40-60% რეაბსორბირდება სისხლში, რაც დამოკიდებულია მილაკებში ნაკადის სიჩქარეზე და ანტიდიურეზული ჰორმონის (ADH) კონცენტრაციაზე.
შარდოვანას მაჩვენებელი დამოუკიდებლად არ არის საკმარისი თირკმელების ფუნქციის შესაფასებლად. მისი ინტერპრეტაცია რეკომენდებულია კრეატინინთან და გლომერულური ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარესთან (eGFR) ერთად.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
შარდოვანას განსაზღვრისთვის, როგორც წესი, უზმოდ ყოფნა მკაცრად აუცილებელი არ არის. თუმცა, თუ კვლევა სხვა ბიოქიმიურ ანალიზებთან ერთად ტარდება, შესაძლოა საჭირო გახდეს უზმოდ ყოფნა. მხოლოდ შარდოვანაზე ანალიზის ჩაბარებისას უზმოდ ყოფნა არ არის საჭირო
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
