Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ტროპონინი T | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:TnT
SKU: 1193

Original price was: ₾62.00.Current price is: ₾55.80.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

ტროპონინი T წარმოადგენს ცილას, რომელიც მონაწილეობს გულის კუნთის შეკუმშვის რეგულირების მექანიზმში და პროდუცირდება ექსკლუზიურად მიოკარდიუმში.

მიოზინისა და აქტინის ურთიერთქმედება კალციუმის შუამავლობით იწვევს განივზოლიანი კუნთის შეკუმშვას და მოდუნებას. ეს პროცესები რეგულირდება სამი ცილის – ტროპონინების – კომპლექსით:

  • ტროპონინი C – უკავშირდება კალციუმს;
  • ტროპონინი I – აფერხებს აქტინსა და მიოზინს შორის ურთიერთქმედებას;
  • ტროპონინი T – აკავშირებს ტროპონინის კომპლექსს ტროპომიოზინთან.

მიუხედავად იმისა, რომ გულისა და ჩონჩხის კუნთში არის ტროპონინი C იდენტური სტრუქტურით, დანარჩენი ორი ტროპონინის (I, T)  ამინომჟავების თანმიმდევრობა გულის კუნთში განსხვავდება ჩონჩხის კუნთის შესაბამისი თანმიმდევრობისგან.

ტროპონინები I და T გამოიყოფა სისხლში იმ შემთხვევებში, როდესაც დარღვეულია მიოციტის უჯრედის მემბრანის მთლიანობა ან ხდება ნეკროზი, მიზეზის მიუხედავად.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ტროპონინ T-ზე?

ტროპონინი T შეიძლება სასარგებლო იყოს მწვავე კორონარული სინდრომის დიაგნოზის გამორიცხვისა და დადასტურებისთვის, ასევე მწვავე კორონარული სინდრომის მიმდინარეობისა და პროგნოზის მონიტორინგისთვის.

ტროპონინი T განისაზღვრება შემდეგ შემთხვევებში:

  • მიოკარდიუმის ინფარქტი: ტროპონინის დონის მატება მიუთითებს მიოკარდიუმის ნეკროზზე (მიზეზის მიუხედავად), ეკგ-ზე ცვლილებების არარსებობის შემთხვევაშიც კი;
  •  მიოკარდიუმის პერიოპერაციული ინფარქტი;
  • თრომბოლიზური თერაპიის დაწყების შემდეგ რეპერფუზიის დროის დადგენა (მიზანშეწონილია სერიული განსაზღვრა);
  • მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში პროგნოზის განსაზღვრა. გრძელვადიანი კლინიკური დაკვირვებები აჩვენებენ უფრო მეტ სიკვდილიანობას და უფრო ხშირ კორონარულ მოვლენებს მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ პაციენტებში ტროპონინის ადრეული მატებით, რომლებიც განისაზღვრებიან როგორც “მაღალი რისკის მქონე პაციენტები”; ზოგადად, რაც უფრო მაღალია შრატში ტროპონინის დონე, მით უფრო მაღალია რისკი;
  • ალოტრანსპლანტანტის უარყოფა;
  • კარდიალური რისკის შეფასება თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში; ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ამ კატეგორიის პაციენტებში ტროპონინის დონის მომატება მიუთითებს გულის პათოლოგიაზე, რომელიც დაკავშირებულია სიკვდილიანობის გაზრდილ რისკთან.

შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტზე ეჭვი მივიტანოთ და ტროპონინზე ტესტირება ჩატარდეს მაშინ,  როდესაც ადამიანს აქვს ისეთი ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა:

  • ტკივილი გულმკერდის არეში, დისკომფორტი და/ან მოჭერითი ტკივილი;
  • სწრაფი გულისცემა;
  • ქოშინი და/ან სუნთქვის გაძნელება;
  • დაღლილობა;
  • გულისრევა, ღებინება;
  • ცივი ოფლი;
  • თავბრუსხვევა;
  • დაღლილობა;
  • ტკივილი სხვა ადგილებში: ზურგი, მკლავი, ყბა, კისერი ან მუცელი.

სტაბილური სტენოკარდიის მქონე ადამიანებში ტროპონინის ტესტი შეიძლება დაინიშნოს, როდესაც:

  • სიმპტომები უარესდება;
  • სიმპტომები ჩნდება, როდესაც ადამიანი ისვენებს;
  • მკურნალობით სიმპტომები აღარ ქრება.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

საკვლევი სისხლის ნიმუშის აღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს, როცა საეჭვოა მწვავე იშემიური კორონარული სინდრომი.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

მიოკარდიუმის ინფარქტის დროს პირველი 48 საათის განმავლობაში ტროპონინის დონე მნიშვნელოვნად იზრდება, ისევე როგორც კრეატინკინაზას MB-ფრაქციის(CK-MB).   კრეატინკინაზას MB-ფრაქციასთან შედარებით, ტროპონინი T გამოირჩევა უფრო მაღალი სპეციფიკურობით – 97,37% (CK-MB  – 89,5%)

ტროპონინის ტიტრი მაღალი რჩება 6 დღის განმავლობაში.

ტროპონინის დონის ზრდა CK-MB-ის ცვლილების გარეშე მიუთითებს არასტაბილური სტენოკარდიის დიაგნოზზე.

ტროპონინის ზომიერი მატება შეიძლება ასევე შეინიშნოს შემდეგი არაიშემიური მდგომარეობების დროს:

  • ტრავმა (გულის დაზიანება), კარდიოვერსია, ენდომიოკარდიუმის ბიოფსია, კარდიოქირურგიული ოპერაცია;
  • გულის ან თირკმლის დეკომპენსირებული უკმარისობა (მწვავე ან ქრონიკული);
  • ჰიპოტენზია, გულის არითმია, მიოკარდიტი, მძიმე პერიკარდიტი;
  • ფილტვის ემბოლია და სხვ.

რესურსები

https://www.synevo.bg/troponin/

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button