ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾110.00
ტრიპტაზა ფერმენტია, რომელიც იმუნური სისტემის შემადგენლობაში შემავალ პოხიერ უჯრედებში წარმოიქმნება. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური პასუხის განვითარებაში. შრატის ტრიპტაზას განსაზღვრა მნიშვნელოვანია ისეთი პათოლოგიების დიაგნოსტიკაში, როგორიცაა: ანაფილაქსია (მძიმე ალერგიული რეაქცია), მასტოციტოზი (პოხიერი უჯრედების ჭარბი წარმოქმნა) და პოხიერი უჯრედების აქტივობის სხვა დარღვევები.
გააქტივებული პოხიერი უჯრედიდან გამოთავისუფლდება ტრიპტაზა ჰისტამინთან და სხვა ვაზოაქტიურ მედიატორებთან ერთად.
ტრიპტაზას α და β ფორმა სხვადასხვა გენების მიერ კოდირდება. α ტრიპტაზა სისხლში გამოიყოფა ძირითადად პოხიერი უჯრედებისგან და მისი მაჩვენებელი შეესაბამება პოხიერი უჯრედების ოდენობას.
შრატის β ტრიპტაზას რაოდენობა პოხიერი უჯრედების აქტივობის მაჩვენებელია. ამგვარად, α ტრიპტაზას რაოდენობის მატება ძირითადად ხდება სისტემური მასტოციტოზის (პოხიერი უჯრედების რაოდენობის მომატების) დროს, ხოლო β ტრიპტაზას მომატება – ანაფილაქსიის დროს.
ანაფილაქსია მწვავე, პოტენციურად ფატალური რეაქციაა, რომელიც მრავალ ორგანოს აზიანებს. ალერგიული ანაფილაქსია მოიცავს IgE-თან ასოცირებულ რეაქციებს, ხოლო ქსოვილების გადანერგვის ან სისხლის გადასხმის ფონზე განვითარებული ანაფილაქსია დაკავშირებულია ციტოტოქსიურ რეაქციებთან.
არაალერგიული ანაფილაქსიური რეაქციები შესაძლოა განვითარდეს:
კლინიკურ სურათში დომინირებს რესპირატორული გამოვლინებები (სუნთქვის დარღვევები, ტაქიპნოე, ბრონქოსპაზმი, სასულის შეშუპება) და კარდიოვასკულური მოვლენები (ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, რითმის დარღვევები, გულის უკმარისობა, სტენოკარდია), რასაც ემატება მომნელებელი სისტემის გამოვლინებები (გულისრევა-ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა) და კანისმხრივი გამოვლინებები (ქსოვილების შეშუპება, ურტიკარია, ქავილი).
ანაფილაქსიური რეაქციები იწვევს პოხიერი უჯრედების და ბაზოფილების დეგრანულაციას და მედიატორების გამოთავისუფლებას. გამოყოფილი ტრიპტაზა ააქტივებს კალიკრეინის სისტემას, კომპლემენტის კასკადს და ფიბრინოგენის დაშლას.
სისტემური მასტოციტოზის სიმპტომები განპირობებულია პოხიერი უჯრედებიდან მედიატორების გამოთავისუფლებით, ორგანოების და ქსოვილების ბაზოფილებით და პოხიერი უჯრედებით ინფილტრაციით და შედეგად განვითარებული გართულებებით.
მასტოციტოზის დროს ვლინდება ქავილი, ცხვირის შეგუბება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, სისხლძარღვოვანი არასტაბილურობა. ზემოაღნიშნული ვითარდება კანის, საჭმლის მონელებელი ტრაქტის, ძვლის ტვინის, ღვიძლის, ლიმფური სისტემის და სხვა – პოხიერი უჯრედებით და ბაზოფლებით ქსოვილების ინფილტრაციით.
ტესტი იკვლევს საერთო ტრიპტაზის მაჩვენებელს (α და β ერთად).
როდის ტარდება კვლევა?
პაციენტის მომზადება – არ არის საჭირო
საკვლევი მასალა – ვენური სისხლი
ტრიპტაზას ნორმალური მაჩვენებლის მიღება არ გამორიცხავს ანაფილაქსიის არსებობას. პაციენტებში მასტოციტოზის კანის ფორმით, შესაძლოა ტრიპტაზას მომატებას ადგილი არ ქონდეს.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |