ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾45.00 Original price was: ₾45.00.₾40.50Current price is: ₾40.50.
ტრანსფერინი მიეკუთვნება ბეტა-გლობულინებს, ის სინთეზირდება ძირითადად ღვიძლის პარენქიმული უჯრედების მიერ, მცირე რაოდენობით – ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, საკვერცხეებში, სათესლე ჯირკვლებსა და T-ჰელპერ უჯრედებში. ტრანსფერინის სინთეზი დამოკიდებულია ღვიძლის ფუნქციურ მდგომარეობაზე, ორგანიზმში რკინის მარაგსა და რკინის საჭიროებაზე.
ტრანსფერინის მთავარი ფუნქციაა ნაწლავში აბსორბირებული რკინის ტრანსპორტირება მის დეპოებამდე (ღვიძლი, ელენთა), რეტიკულოციტებამდე და მათ წინამორბედებამდე ძვლის ტვინში.
ტრანსფერინს აქვს რკინის შემაკავშირებელი ორი უბანი, რომელთაგან თითოეული იკავშირებს რკინის იონს (Fe3+). ტრანსფერინს ასევე შეუძლია დაიკავშიროს სხვა ლითონის იონებიც (თუთია, კობალტი და ა.შ.).
ადამიანის ორგანიზმში ტრანსფერინის მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 25-40% შეიცავს რკინას. ორგანიზმში რკინის დეფიციტის და სისხლის შრატში რკინის დონის დაქვეითებისას, ტრანსფერინის შემცველობა იზრდება. ამ მაჩვენებლების ცვლილება რკინადეფიციტური ანემიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანია. მსგავსი ცვლილებები შეინიშნება ორსულობის დროს და ბავშვობაში, მაგრამ ისინი ნაკლებად გამოხატულია. ტრანსფერინის კონცენტრაციის მატება ამ შემთხვევებში დაკავშირებულია მისი სინთეზის ზრდასთან ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
სისხლის შრატში რკინის შემცველობასთან შედარებით, ტრანსფერინის დონე უფრო სტაბილური მაჩვენებელია და ნაკლებად არის დამოკიდებული სქესზე, ასაკზე და ყოველდღიურ ცვლილებებზე.
ელენთაში, ღვიძლსა და ძვლის ტვინში სისხლის წითელი უჯრედების დესტრუქციისას, ჰემისგან გამოთავისუფლებული რკინა ტრანსფერინის საშუალებით ტრანსპორტირდება ძვლის ტვინში; რკინის ნაწილი შედის ფერიტინისა და ჰემოსიდერინის შემადგენლობაში.
ტრანსფერინის ერთი მოლეკულა იკავშირებს რკინის ორ ატომს – Fe3+ იონებს, ხოლო 1 გრ ტრანსფერინი – დაახლოებით 1,25 მგ რკინას. დიაგნოსტიკაში გამოიყენება გამოთვლილი მნიშვნელობა – ტრანსფერინის გაჯერება (სატურაცია) რკინით, რაც გულისხმობს შრატში რკინის კონცენტრაციის თანაფარდობას ტრანსფერინის მიერ რკინის შეკავშირების მაქსიმალურ უნართან (პროცენტულად). ტრანსფერინის გაჯერების სტანდარტული მნიშვნელობებია – 20-55%. ტრანსფერინის რკინით გაჯერების დაქვეითება – რკინის კონცენტრაციის შემცირებისა და ტრანსფერინის კონცენტრაციის მატების შედეგად, მიუთითებს ანემიაზე რკინის ნაკლებობის გამო. ტრანსფერინის 20%-ზე დაბალი გაჯერება არის ძვლის ტვინის ერითროციტების წინამორბედებისთვის რკინის შემცირებული მიწოდების ნიშანი. პლაზმაში რკინით ტრანსფერინის გაჯერების მნიშვნელოვანი მატებისას, ჩნდება დაბალმოლეკულური რკინა, რომელიც შეიძლება დაგროვდეს ღვიძლში და პანკრეასში და შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება.
ტესტი შეიძლება დაინიშნოს მაშინ, როდესაც ადამიანს განუვითარდება ანემიის ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა:
ტესტირება შეიძლება დაინიშნოს, როდესაც არსებობს ეჭვი რკინით გადატვირთვაზე. რკინით გადატვირთვის ნიშნები და სიმპტომები ინდივიდუალურია და დროთა განმავლობაში უარესდება, ისინი გამოწვეულია სისხლში და ქსოვილებში რკინის დაგროვებით. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
ვენური სისხლი
ტრანსფერინის სატურაცია იზრდება:
ტრანსფერინის სატურაცია მცირდება:
რესურსები
https://spravochnik.synevo.ua/ru/diagnostica-anemii/transferrin.html
https://www.synevo.ro/shop/coeficientul-de-saturatie-a-transferinei/
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია