ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾90.00
ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონის რეცეპტორები წარმოადგენს თიროციტების მემბრანულ სტრუქტურებს. სწორედ მათ უკავშირდება ჰიპოფიზის მიერ გამომუშავებული TSH. აღნიშნული რეცეპტორები უზრუნველყოფს TSH-ის ბიოლოგიურ მოქმედებას. გრეივსის დაავადების (დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი) დროს აღინიშნება TSH რეცეპტორის საწინააღმდეგო ანტისხეულების (TRAB) დონის მატება.
TSH-ის რეცეპტორის წინააღმდეგ მიმართული ანტისხეულები ბუნებით ჰეტეროგენულია, მათ შეუძლიათ იმოქმედონ განსხვავებულად და იყვნენ სხვადასხვა ტიპის:
TRAb ვლინდება არანამკურნალევი გრეივსის დაავადების მქონე პაციენტების 80%-ში. იშვიათად, ანტისხეულები შეიძლება გამოვლინდეს ჰაშიმოტოს თირეოიდიტის და პირველადი მიქსედემის მქონე პაციენტებში.
TRAb-ის პერსისტირება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტითირეოიდულ მედიკამენტებს, არის დაავადების რეციდივის რისკ-ფაქტორი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
იმის გამო, რომ TRAb მიეკუთვნება IgG კლასს, პლაცენტური გადაცემა დედიდან ნაყოფზე შესაძლებელია. თუ გრეივსის დაავადების მქონე პაციენტებს აქვთ TRAb-ის მაღალი კონცენტრაცია ორსულობის მე-3 ტრიმესტრში, ნაყოფს აქვს ახალშობილთა ჰიპერთირეოზის განვითარების რისკი, რომელიც დაკავშირებულია თანდაყოლილ დეფექტებთან და სიკვდილიანობასთან.
1. დიფერენციალური დიაგნოზი:
2. დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის რეციდივის პროგნოზი
ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.
ვენური სისხლი
ნორმის საზღვარი: <3,1 სე/მლ
TRAB-ის დონე იზრდება:
https://www.synevo.ro/shop/anticorpi-anti-receptor-tsh-trab/
https://spravochnik.synevo.ua/ru/thyrioidnaia/antitela-receptori-TTG.html
https://www.synevo.bg/at-anti-tsh-retseptor-trab/
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |