ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

თირეოგლობულინი (TG) | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:თირეოგლობულინი (TG)
SKU: 1003

Original price was: ₾55.00.Current price is: ₾49.50.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

თირეოგლობულინი (TG)

გლიკოპროტეინია, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებში წარმოიქმნება და გროვდება ფოლიკულებში, აუცილებელია ფარისებრი ჰორმონების სინთეზისთვის.

თირეოგლობულინი არის ცილა, რომელიც შეიცავს თიროზინს და აუცილებელია ფარისებრი ჰორმონების (T3 და T4) წარმოსაქმნელად; მისი მცირე რაოდენობა ჩვეულებრივ ხვდება სისხლში, ხოლო ფოლიკულების დაზიანებისას — უფრო მეტი, ამიტომ იგი გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის მთლიანობის მარკერად.

თირეოგლობულინის (TG) მატება გამოწვეულია ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სამი ტიპით:

  • ფარისებრი ჯირკვლის ჩიყვი ჰიპერფუნქციით;
  • ანთება ან ფარისებრი ჯირკვლის ტრავმული დაზიანება;
  • ფარისებრი ჯირკვლის დიფერენცირებული კიბო.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

ტესტი განსაზღვრავს თირეოგლობულინის (TG) რაოდენობას სისხლში და მას ხშირად იყენებენ, როგორც სიმსივნურ მარკერს, შემდეგი მდგომარეობების მონიტორიგისთვის:

  • ფარისებრი ჯირკვლის დიფერენცირებული კიბოს მქონე პაციენტების მონიტორინგი თირეოიდექტომიის და რადიოაქტიური იოდით მკურნალობის შემდეგ.
    ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტებში, რომელთაც არ აქვთ დარჩენილი ოპერაციის ან დასხივების შემდგომ დაზიანებული ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილი, თირეოგლობულინი (TG) არ გამოვლინდება. ამრიგად, თირეოგლობულინი (TG) არის ინფორმატიული სიმსივნური მარკერი, რეზიდუალური (ნარჩენი) თირეოიდული პაპილარული ფოლიკულური კარცინომის არსებობის შეფასებისთვის, ქირურგიული რეზექციის ან / და დასხივების შემდეგ.
    თუ სახეზე გვაქვს თიროგლობულინის მნიშვნელობები – > 3 μg/L, თიროქსინით დამთრგუნველი თერაპიის დროს, ის სიმსივნის განმეორების მაჩვენებელია და რეკომენდებულია იოდი 131 – ით სხეულის მთლიანი სკინტოგრაფია.
  • დესტრუქციული თირეოიდიტი;
  • ქვემწვავე თირეოიდიტსა და ხელოვნურ თირეოტოქსიკოზს შორის დიფერენციალური დიაგნოზი (ხელოვნური თირეოტოქსიკოზის დროს თიროგლობულინის დონე ძალიან დაბალია ან საერთოდ არ ვლინდება.)
  • თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი, ფარისებრი ჯირკვლის თანდაყოლილი არარსებობისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოპლაზიის ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობების დიფერენცირება.
  • მოსახლეობაში იოდის დეფიციტის შეფასებასთან დაკავშირებული კვლევები.

ფარისებრი ჯირკვლის ყველა ავთვისებიანი სიმსივნე არ აწარმოებს თირეოგლობულინს. ამასთან, კიბოს უფრო ხშირად გავრცელებულ ტიპებს აქვთ თირეოგლობულინის მომატებული დონე.

თირეოგლობულინის ტესტი უნდა ჩატარდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების (FT3, FT4) და თირეოტროპული ჰორმონის (TSH) ტესტთან ერთად მკურნალობის დაწყებამდე, რათა დადგინდეს, არის თუ არა სიმსივნე თირეოგლობულინ-მაპროდუცირებელი.

ტესტის ტარდება ჰორმონალური დისბალანსის შემდეგი სიმპტომების დროს:

  • წონის უეცარი დაკლება შენახული მადის მიუხედავად;
  • წონის აუხსნელი მომატება;
  • კანის ქავილი;
  • მხედველობის უეცარი შესუსტება;
  • გაღიზიანება;
  • სახის და სხეულის თმის მომატებული ზრდა;
  • ლიბიდოს დაქვეითება;
  • გუნება-განწყობის უეცარი ცვალებადობა;
  • ძილის დარღვევები.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თირეოგლობულინის მომატება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტებში საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ ის, როგორც სიმსივნური მარკერი.

თიროგლობულინი არ ვლინდება ან ძალიან დაბალია ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული მოცილების ან რადიოიზოტოპური მკურნალობის შემდეგ.

თუ თირეოგლობულინის მაღალი დონე კვლავ ფიქსირდება მკურნალობის შემდეგ, ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ არსებობს ფარისებრი ჯირკვლის ან სიმსივნის ნარჩენი ქსოვილები, რაც მოითხოვს თქვენს ყურადღებას და მონიტორინგს.

თუ თირეოგლობულინის მაღალი დონე გამოვლინდა ოპერაციიდან რამდენიმე კვირაში ან თვეში, ეს სავარაუდოდ სიმსივნის განმეორებაზე ან გავრცელებაზე მიუთითებს.

თირეოგლობულინის (TG) კონცენტრაცია იზრდება:

  • ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეები
  • ქვემწვავე თირეოიდიტი
  • ფარისებრი ჯირკვლის ადენომა
  • ჰიპერთირეოზი
  • ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მეტასტაზები
  • ენდემური ჩიყვი
  • იოდის დეფიციტი
  • გრეივსის დაავადება
  • რადიოაქტიური იოდით მკურნალობის შემდგომი მდგომარეობა

თირეოგლობულინის (TG) კონცენტრაცია მცირდება:

  • ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია, რომელიც გამოწვეულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი მიღებით

საცნობარო მნიშვნელობები

  • უზმოდ მოსვლა საჭირო არ არის – ტესტი არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე
  • ბიოტინის (ვიტამინი B7) შეზღუდვა – 12–24 საათით ადრე არ მიიღოთ ბიოტინის შემცველი დანამატები (მაგ., თმის/კანის/ფრჩხილების ვიტამინები)

 

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი


ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

http://synevo.ro

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 276 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button