ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾40.00 Original price was: ₾40.00.₾36.00Current price is: ₾36.00.
ტესტოსტერონი არის მამაკაცის მთავარი ანდროგენული ჰორმონი; მისი სინთეზი ხორციელდება თითქმის ექსკლუზიურად სათესლეების ლეიდიგის უჯრედებში. ტესტოსტერონის სეკრეციას აკონტროლებს ჰიპოფიზის ჯირკვლის მიერ გამომუშავებული მალუთეინიზირებელი ჰორმონი (LH) და ექვემდებარება უარყოფით უკუკავშირს ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის მეშვეობით. მოცირკულირე ტესტოსტერონის ძირითადი ნაწილი შეკავშირებულია სასქესო ჰორმონის შემბოჭველ გლობულინთან (SHBG).
ტესტოსტერონი მონაწილეობს როგორც მამაკაცის სასქესო ნიშნების ჩამოყალიბებაში, ასევე პროსტატისა და სათესლე ბუშტუკების ფუნქციის შენარჩუნებაში.
მამაკაცებში:
ქალებში:
ჰირსუტიზმი, ანოვულაცია, ამენორეა ან ვირილიზაცია (შესაძლო მიზეზები: პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, ვირილიზაციით მიმდინარე საკვერცხის სიმსივნეები, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი სიმსივნეები ან ადრენოგენიტალური სინდრომები).
მამაკაცებში ტესტოსტერონის დაბალი დონე ჰიპოგონადიზმის ნიშანია. ეს თავის მხრივ შეიძლება იყოს პირველადი, მეორეული ან მესამეული.
პირველადი ჰიპოგონადიზმის დროს აღინიშნება ტესტოსტერონის დაბალი დონე, მაგრამ მაღალია ჰიპოფიზის ჰორმონები – FSH და LH.
მეორეული და მესამეული ჰიპოგონადიზმის დროს, რომელთაც ასევე უწოდებენ ჰიპოგონადოტროპულ ჰიპოგონადიზმს, აღინიშნება დაბალი ან არაპროპორციულად ნორმალური LH / FSH დონე.
დონის მომატება დაკავშირებულია:
ქალებში, ტესტოსტერონის და დიჰიდროტესტოსტერონის გაცილებით მცირე რაოდენობა იწარმოება. საკვერცხეებს და თირკმელზედა ჯირკვლებს მცირე წვლილი შეაქვთ ანდროგენების სინთეზში. ქალებში წარმოებული ტესტოსტერონი სტეროიდების პერიფერიული კონვერტაციის შედეგია. ფიზიოლოგიურ ფარგლებში ანდროგენებს არ აქვთ რაიმე სპეციფიური ეფექტი ქალებში, მაგრამ თუ ამ ჰორმონის რაოდენობა იმატებს (ჰიპერანდროგენემია), ვითარდება ჰირსუტიზმი (მამაკაცის ტიპის ჭარბთმიანობა ქალებში) ან თუნდაც ვირილიზაცია (ჰირსუტიზმს ემატება კუნთების მასის ზრდა, ანდროგენული ალოპეცია, აკნე, ხმის დაბოხება, კლიტორის გადიდება).
ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.
ვენური სისხლი
https://spravochnik.synevo.ua/ru/reproductivnaial/testosteron-obshiy.html
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები