ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾559.00 Original price was: ₾559.00.₾447.00Current price is: ₾447.00.
ნიმუშების გაგზავნა განხორციელდება სამშაბათობით,დღის მეორე ნახევარში! ამისთვის, ნიმუში გამოგზავნა ცენტრალურ ლაბორატორიაში უნდა გამოიგზავნოს სამსაბათს 12:00 საათამდე
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის კლინიკური გამოვლინებები უკავშირდება არტერიულ და ვენურ თრომბოზებს, სპონტანურ აბორტებს, გამონაყარს, ქრონიკულ თავის ტკივილს, დემენციას, გულყრებს და სხვა.
დიაგნოსტიკა ემყარება ანამნეზურ მონაცემებს და სისხლში ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების აღმოჩენას, ესენია:
ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების ერთ-ერთი ჯგუფია. ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი სიმპტომების დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები აღმოჩენილია ზოგიერთი ინფექციების და სიმსივნური დაავადებების დროსაც. ფოსფოლიპიდური სინდრომის დროს, ანტიკარდიოლიპინურ ანტისხეულებთან ხშირად ასოცირებულია B2-გლიკოპროტეინ-1 აუტოანტისხეულები. ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები IgM, IgG და IgA კლასებითაა წარმოდგენილი. IgG ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
მგლურას ანტიკოაგულანტები ძირითადად M და G კლასის აუტოანტისხეულებია, რომლებიც უკავშირდება უარყოფითად დამუხტულ ფოსფოლიპიდის შემბოჭველ ცილებს, პროთრომბინს და ბეტა2-გლიკოპროტეინ 1-ს. მგლურას ანტიკოაგულანტი ახანგრძლივებს კოაგულაციის დროს და საბოლოოდ მიწვევს თრომბის ფორმირებას.
ბეტა-2 გლიკოპროტეინ 1 აუტოანტისხეულები ასევე ანტიფოსფოლიპიდურ ანტისხეულებს განეკუთვნება, რომლებიც შეცდომით მიმართულია საკუთარი უჯრედების (მათ შორის თრომბოციტების) მემბრანის ლიპიდ-ცილოვანი სტრუქტურების წინააღმდეგ. ეს კვლევა დანარჩენ ანტიფოსფოლიპიდურ ანტისხეულებტან (ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები და მგლურას ანტიკოაგულანტის ანტისხეულები), ტარდება ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დიაგნოსტირებისათვის.
როდის ჩავიტაროთ ტესტი?
პირველადი ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის კვლევისას
სისტემურ წითელ მგლურასტან და სხვა შემაერთებელქსოვილოვანი პათოლოგიების თრომბოზული გართულებებისას
ნევროლოგიური პათოლოგიების დროს
ორსულობასთან ასოცირებული თრომბოზების და თვითნებითი აბორტების დროს
აუხსნელი თრომბოციტოპენიის დროს
საკვლევი მასალა
ვენური სისხლი
ანალიზის დასახელება / Name of the test | კატეგორია / Category | ფასი / Price | კოდი / CODE | პასუხის დრო (სამუშაო დღე)** | ანალიზის შესრულების ლოკაცია**** | ყიდვა | hf:tax:product_cat |
---|
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |