ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾90.00
ანტისხეულები ღვიძლის ხსნადი ანტიგენის (ანტი-SLA ანტისხეულები) მიმართ აღწერილ იქნა 1987 წელს, როგორც ღვიძლისა და თირკმლის უჯრედების ციტოზოლში არსებული ცილის საწინააღმდეგო ანტისხეულები.
ღვიძლ-პანკრეასის საწინააღმდეგო ანტისხეულები (ანტი-LP) კიდევ უფრო ადრე იყო აღწერილი, მკვლევართა სხვა ჯგუფის მიერ, როგორც ღვიძლისა და პანკრეასის ქსოვილოვანი ცილის მიმართ რეაქტიული ანტისხეულები.
მოგვიანებით დადგინდა რომ ანტი-SLA და ანტი-LP ანტისხეულები იდენტურია და სამიზნე ანტიგენს წარმოადგენს 50კდა მოლეკულური მასის მქონე უჯრედული ცილა, რომელიც ჩართულია სელენო-პროტეინების სინთეზის პროცესში. სელენო-პროტეინების ოჯახის ცილებს არაერთი და მრავალფეროვანი ფუნქცია აკისრიათ უჯრედში. მათი ფუნქციური უკმარისობა დაკავშირებულია კუნთების, გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული, ნევროლოგიური, იმუნური და სხვა დაავადებების განვითარებასთან.
ანტი-SLA/LP ანტისხეულები შესაძლოა არსებობდეს იზოლირებულად, ან ანტინუკლეარულ (ANA) და გლუვი კუნთების საწინააღმდეგო (ASMA) ანტისხეულებთან ერთად პაციენტებში ტიპი 1 აუტოიმუნური ჰეპატიტით. ანტისხეულების არსებობა აღინიშნება დაავადების შემთხვევათა 15-30%-ში და ასოცირებულია:
კლინიკური თვალსაზრისით, ანტი-SLA/LP ანტისხეულების გამოვლენა მნიშვნელოვანია იმ პაციენტებში, რომლებსაც დაავადების კლასიკური მარკერები არ აქვთ წარმოდგენილი.
ასევე, ჰეპატიტის გენეზის დასადგენად – ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებისა და აუტოიმუნური ჰეპატიტის დიფერენცირებული დიაგნოსტიკისათვის (ნეგატიური აუტოანტისხეულებით).
პაციენტის მომზადება – კვლევა ტარდება უზმოდ, ან კვების შემდეგ
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
რეფერალური ნორმები: < 10 ერთ/მლ : ნეგატიური
კვლევის უარყოფითი პასუხი არ გამორიცხავს აუტოიმუნური ჰეპატიტის დიაგნოზს.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |