ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾25.00 Original price was: ₾25.00.₾22.50Current price is: ₾22.50.
ნატრიუმი (Na+) არის უჯრედგარე სივრცის მთავარი კატიონი, რომელიც გვხვდება სხეულის ყველა სითხეში (სისხლის პლაზმა, კუჭის, პანკრეასის წვენი, ნაღველი, ნაწლავის წვენი, ოფლი, ცერებროსპინალური სითხე და ა.შ.) იონიზებულ მდგომარეობაში. შედარებით დიდი რაოდენობით ნატრიუმი გვხვდება ხრტილში და ოდნავ ნაკლები ძვლებში და შეადგენს ორგანიზმში ნატრიუმის მთლიანი რაოდენობის 15-30%-ს.
ნატრიუმი წყალ-ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
ნატრიუმის კონცენტრაციის ზრდა:
ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება:
1. უჯრედგარე სითხის მოცულობის და მთლიანი ნატრიუმის შემცირება:
2. ზომიერად მომატებული უჯრედგარე სითხის მოცულობა და მთლიანი ნატრიუმის ნორმალური დონე:
3. გაზრდილი უჯრედგარე სითხის მოცულობა და მთლიანი ნატრიუმის გაზრდილი დონე. (შეშუპებასთან დაკავშირებული დაავადებები):
ნატრიუმის მთავარი როლი ორგანიზმში არის უჯრედგარე სითხის მოცულობის რეგულირება. უჯრედგარე სითხის მოცულობა პირდაპირ დამოკიდებულია ორგანიზმში ნატრიუმის მთლიან რაოდენობაზე. პლაზმაში ნატრიუმის კონცენტრაცია იდენტურია უჯრედგარე სითხეში ნატრიუმის კონცენტრაციისა. პლაზმაში ნატრიუმის კონცენტრაციის მკვეთრი ცვლილება, რომელსაც არ ახლავს უჯრედშიდა კალიუმის მსგავსი ცვლილებები, იწვევს უჯრედშორისი სივრციდან უჯრედშიდა სივრცეში წყლის შედინებას უჯრედის შეშუპების განვითარებით.
Na+ მონაწილეობს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნებაში, ნეირომუსკულარულ აგზნებადობაში და უჯრედული მემბრანების პოლარიზაციისა და დეპოლარიზაციის დინამიურ მოვლენებში, ეწინააღმდეგება კალიუმის მოქმედებას.
მექანიზმები, რომლითაც ორგანიზმი ინარჩუნებს ნატრიუმის მუდმივ დონეს პლაზმაში და უჯრედგარე სივრცეში არის თირკმლის სისხლის ნაკადი, კარბოანჰიდრაზას აქტივობა, რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემა, ADH, ვაზოპრესინი და სხვა სტეროიდული ჰორმონები, რომელთა კონცენტრაციას სისხლში ჰიპოფიზი აკონტროლებს.
ნატრიუმის ძირითადი წყაროა სუფრის მარილი და საკვები. ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანისთვის, ნატრიუმის უარყოფითი ბალანსის თავიდან ასაცილებლად, საკმარისია 3-5 გრამი მარილის მიღება 24 საათის განმავლობაში, რათა შეივსოს Na-ის დანაკარგი ოფლითა და შარდით.
სპეციფიური მომზადება საჭირო არ არის.
რეკომენდებულია ტესტამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, მოწევა და მძიმე ფიზიკური აქტივობა.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია