
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾140.00
შოგრენის სინდრომთან ასოცირებული ანტიგენი A აუტოანტისხეულები (Anti-Ro/SSA) წარმოადგენს აუტოანტისხეულებს, რომლებიც მიმართულია უჯრედის ბირთვისა და ციტოპლაზმის სპეციფიკური ანტიგენების წინააღმდეგ. კვლევა გამოიყენება აუტოიმუნური დაავადებების, განსაკუთრებით შოგრენის სინდრომის და სისტემური წითელი მგლურას დიაგნოსტიკაში
ENA ექსტრაქტირებადი ნუკლეარული აუტოანტისხეულებიწარმოადგენს ანტინუკლეარული ანტისხეულების ნაწილს და ვითარდება სხვადასხვა კლასის ნუკლეარული ცილების მიმართ:
ანტი-SS-A
ანტი-SS-B
ანტი-RNP
ანტი-SM
ანტი-SCL-70
ანტი-JO-1
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგი სიმპტომებისა და მდგომარეობების დროს:
ანტი-SS-A – ყველაზე ხშირად აღმოჩენადი ENA ანტისხეულია. ასოცირდება შოგრენის სინდრომთან, სისტემურ წითელ მგლურასთან, მის ქვემწვავე სუბკუტანეურ მიმდინარეობასთან, ახალშობილთა მგლურასთან და ა.შ.
ანტი-SS-B – აუტოიმუნური შემაერთებელქსოვილოვანი დაავადებების ტიპური მარკერია. გვხვდება შოგრენის დაავადების, სკლეროდერმიის, მიოზიტის, სისტემური წითელი მგლურას დროს.
ანტი-RNP – რიბონუკლეოპროტეინების მიმართ აუტოანტისხეულები. სისტემური წითელი მგლურით დაავადებულთა თიტქმის 45%-ში გვხვდება, თუმცა, ახასიათებს სხვა შემაერთებელქსოვილოვან დაავადებებსაც: შოგრენის სინდრომს, სკლეროდერმიას და პოლიმიოზიტს.
ანტი-SM – სმიტის აუტოანტისხეულები წარმოიქმნება ბირთვული მცირე ზომის რიბონუკლეოპროტეინის – სმიტის მიმართ, რომელიც შედგება B, B1,D,E,G ცილოვანი სუბერთეულებისგან. სმიტის აუტოანტისხეულები ტიპურია სისტემური წითელი მგლურასთვის და დაავადებულთა 30%-ში გვხვდება.
ანტი-SCL-70 – აუტოანტისხეულები გვხვდება სისტემური სკლეროდერმიით დაავადებულთა 20%-ში და ხშირად ცუდ კლინიკურ პროგნოზზე მიუთიტებს.
ანტი-JO-1 –მიოზიტისთვის დამახასიათებელი აუტოანტისხეულია, რომელიც გვხვდება იდიოპათიური ანთებითი მიოპათიებით პაციენტებში. ეს ანტისხეულები მიმართულია ჰისტიდილ-სატრანსპორტო რნმ-ის სინტეტაზას წინააღმდეგ და აინჰიბირებს, ჰისტიდილის მიმაგრებას სატრანსპორტო რნმ-თან ცილის სინთეზისას.
მასთან ასოცირებულია ხშირად პოლიმიოზიტის და დერმატომიოზიტის ფილტვის დაზიანებით მიმდინარე ფორმა. ანტი-JO-1 ანტისხეულების ტიტრი პირაპირ კონტექსტშია დაავადების აქტივობასთან.
შოგრენის სინდრომთან ასოცირებული ანტიგენი A აუტოანტისხეულების (Anti-Ro/SSA) კვლევა შეიძლება დაინიშნოს ორსულებში, თუ დედას აქვს აუტოიმუნური დაავადება, რადგან ეს ანტისხეულები ასოცირდება ნეონატალურ ლუპუსთან და ნაყოფის თანდაყოლილი გულის ბლოკადის რისკთან
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |