ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾140.00
ENA ექსტრაქტირებადი ნუკლეარული აუტოანტისხეულები წარმოადგენს ანტინუკლეარული ანტისხეულების ნაწილს და ვითარდება სხვადასხვა კლასის ნუკლეარული ცილების მიმართ:
ანტი-SS-A
ანტი-SS-B
ანტი-RNP
ანტი-SM
ანტი-SCL-70
ანტი-JO-1
ანტი-SS-A – ყველაზე ხშირად აღმოჩენადი ENA ანტისხეულია. ასოცირდება შოგრენის სინდრომთან, სისტემურ წითელ მგლურასთან, მის ქვემწვავე სუბკუტანეურ მიმდინარეობასთან, ახალშობილთა მგლურასთან და ა.შ.
ანტი-SS-B – აუტოიმუნური შემაერთებელქსოვილოვანი დაავადებების ტიპური მარკერია. გვხვდება შოგრენის დაავადების, სკლეროდერმიის, მიოზიტის, სისტემური წითელი მგლურას დროს.
ანტი-RNP – რიბონუკლეოპროტეინების მიმართ აუტოანტისხეულები. სისტემური წითელი მგლურით დაავადებულთა თიტქმის 45%-ში გვხვდება, თუმცა, ახასიათებს სხვა შემაერთებელქსოვილოვან დაავადებებსაც: შოგრენის სინდრომს, სკლეროდერმიას და პოლიმიოზიტს.
ანტი-SM – სმიტის აუტოანტისხეულები წარმოიქმნება ბირთვული მცირე ზომის რიბონუკლეოპროტეინის – სმიტის მიმართ, რომელიც შედგება B, B1,D,E,G ცილოვანი სუბერთეულებისგან. სმიტის აუტოანტისხეულები ტიპურია სისტემური წითელი მგლურასთვის და დაავადებულთა 30%-ში გვხვდება.
ანტი-SCL-70 – აუტოანტისხეულები გვხვდება სისტემური სკლეროდერმიით დაავადებულთა 20%-ში და ხშირად ცუდ კლინიკურ პროგნოზზე მიუთიტებს.
ანტი-JO-1 – მიოზიტისთვის დამახასიათებელი აუტოანტისხეულია, რომელიც გვხვდება იდიოპათიური ანთებითი მიოპათიებით პაციენტებში. ეს ანტისხეულები მიმართულია ჰისტიდილ-სატრანსპორტო რნმ-ის სინტეტაზას წინააღმდეგ და აინჰიბირებს, ჰისტიდილის მიმაგრებას სატრანსპორტო რნმ-თან ცილის სინთეზისას.
მასტან ასოცირებულია ხშირად პოლიმიოზიტის და დერმატომიოზიტის ფილტვის დაზიანებით მიმდინარე ფორმა. ანტი-JO-1 ანტისხეულების ტიტრი პირაპირ კონტექსტშია დაავადების აქტივობასთან.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები