ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ამილოიდი A (შრატი) (SAA) – მწვავე ანთების მარკერი

ცნობილი როგორც:ამილოიდი A პროტეინი
SKU: 702

70.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ამილოიდი A

მწვავე ფაზის ცილაა, რომელიც გამოიყენება ანთების პროცესის მონიტორინგისთვის. იგი წარმოიქმნება ღვიძლში ციტოკინების (IL-1, IL-6, TNF-α) ზემოქმედებით და მისი დონე სისხლში სწრაფად იზრდება მწვავე ანთების დროს.

ამილოიდიA-HDL კომპლექსი, ასევე მონაწილეობს ანთების საწინააღმდეგო აქტივობაში ლიმფოციტების ინაქტივაციის გზით. ამილოიდი A ასევე იცავს ქსოვილებს ოქსიდაციური (ჟანგვითი) დაზიანებისგან, რომელიც ტიპურად ვითარდება ანთებითი პროცესის დროს.

ამილოიდი A-ს კონცენტრაციის მატება აღენიშნებათ პაციენტებს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ანთებითი პროცესებით.

წინასწარი მომზადება: საჭირო არ არის

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ანთებითი პროცესების შეფასება
  • მეორადი ამილოიდოზის რისკის შესაფასება
  • მომავალში კარდიული პათოლოგიების რისკის გამოვლენა
  • თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი მოცილების რეაქციის შეფასება-პროგნოზირება
  • სიმსივნური პროცესების მონიტორინგი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

  • მწვავე ანთებისას, ამილოიდი A ბევრად სწრაფად იმატებს ვიდრე C რეაქტიული ცილა. გარდა ამისა, С რეაქტიული ცილისგან განსხვავებით ამილოიდიA კონცენტრაცია იმატებს როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული ანთების საპასუხოდ (С-რეაქტიული ცილა იმატებს მხოლოდ ბაქტერიული ანთებისას).

    გახანგრძლივებული და განმეორებითი ანთებითი პროცესების შედეგად შრატში A ამილოიდის მუდივი მატება იწვევს რეაქტიული, პროგრესირებადი დაავადების  – AA ამილოიდოზის განვითარებას, პათოლოგიური A ამილოიდის დაგროვებით ღვიძლში, თირკმელში ელენთაში,

    ქრონიკული მორეციდივე დაავადებები, როგორებიცაა: რევმტოიდული ართრიტი, იუვენილური ართრიტი,  მაანკილირებელი სპონდილიტი, ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება, პროგრესირებადი სისტემური სკლეროზი, ქრონიკული ინფექციები (ტუბერკულოზი, ოსტეომიელიტი) და ნეოპლაზიები (ჰოჯკინის დაავადება, თირკმლის კარცინომა) – ის მდგომარეობებია, რომლებიც განაპირობებს AA ამილოიდოზის განვითარებას. თუმცა, რადგან ამ დიაგნოზებით პაციენტების უმეტესობას ამილოიდოზი არ უვიტარდება, მისი განვიტარების რისკ-ფაქტორები უცნობია (შესაძლოა იყოს გენეტიკური, გარემო და იატროგენული ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგი).

    შრატის ამილოიდი A-ს მაღალი მაჩვენებელი კავშირშია კარდიოვასკულურ დაავადებებთან. ის ასევე მნიშვნელოვანი მარკერია ქსოვილის მოცილების რეაქციის ადრეული დიაგნოსტიკისათვის, თირკმლის გადანერგვის შემდგომ პერიოდში. შრატის ამილოიდი A-ს მაჩვენებლების მომატება ასევე მნიშვნელოვანი მარკერია ზოგიერთი ავთვისებიანი პროცესების დასაწყისში, როგორიცაა ფილტვის კარცინომა, საყლაპავის, მსხვილის ნაწლავის, ენდომეტრიუმის კიბო, საკვერცხის ეპითელური სიმსივნეები და სხვა.

საცნობარო მნიშვნელობები

ამილოიდი A-ს სინთეზირების შემდეგ ის გამოიყოფა სისხლის ნაკადში და უკავშირდება მარალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ნაწილაკებს.  შრატში ამილოიდი A-ს მატება იწვევს აპოლიპოპროტეინ-A1-ის ჩანაცვლებას და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (HDL) შემადგენლობის ცვლილებას. ამ ლიპოპროტეინის ფუნქციური ცვლილება  იწვევს ათეროპროტექტორული (სისხლძარღვების დამცველობითი) თვისებების კარგვას.  მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში შრატის ამილოიდი A ჩამოსცილდება მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს (HDL)  და წარმოქმნის ლიპოპროტეინულ ნაწილაკებს სისხლში, რომელიც შეიცავს აპოლიპოპროტეინ-A1 და ათეროგენულ (ცუდ)  ლიპიდებთან დაკავშირებულ ამილოიდ A-ს.

მაკროფაგების და სინოვიური უჯრედების მიერ სინთეზირებული ეს ლიპოპროტეინები გროვდება ანთების კერაში და ანთებით პროცესებს კიდევ უფრო აძლიერებს.

ამგვარად, შრატის ამილოიდი A-ს და HDL-ის მოცირკულირე კომპლექსები მონაწილეობს HDL-ქოლესტეროლის ტრანსპორტირებასა და მეტაბოლიზმში და ჩართულია ისეთ პათოლოგიურ პროცესებში როგორიცაა: ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი, ალცჰეიმერის დაავადება და სიმსივნეები.

მწვავე ანთებითი პროცესები იწვევს სისხლის შრატში ამილოიდი-A-ს კონცენტრაციის სწრაფ მატებას, ისე რომ 24 საათში მისი დონე შესაძლოა 1000-ჯერ აღემატებოდეს ნორმას, რის გამოც ეს ცილა ანთების მაკრეადაა მიჩნეული.

სისხლში მოცირკულირე ამილოიდი-A იზიდავს ნეიტროფილებს, მონოციტებს და T-ლიმფოციტებს დაზიანების კერაში და ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის (აღდგენის) პროცესს, ქსოვილოვანი პროტეაზული ფერმენტების გააქტივების გზით.

ამილოიდი A-ს დაკავშირება მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებთან (HDL) უზრუნველყოფს ლიპიდების გამოტავისუფლებას დაზიანების კერაში, რაც აუცილებელია ქსოვილების აღსადგენად. მეორეს მხრივ, ამილოიდი A-HDL კომპლექსი უზრუნველყოფს დაზიანებული ქსოვილიდან გამოყოფილი ზედმეტი ქოლესტეროლის მოცილებას.

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი

 


ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 276 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button