
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾117.00
სელენის ტესტი სისხლში გამოიყენება ორგანიზმში ამ მიკროელემენტის დონის შესაფასებლად. სელენი აუცილებელია ანტიოქსიდანტური დაცვაში, იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მეტაბოლიზმში.
Se ერთ-ერთი მიკროელემენტია, რომელიც იცავს ორგანიზმს ოქსიდაციური (ჟანგვითი) სტრესისგან.
ქსოვილებსა და უჯრედებში აღწერილია დაახლოებით 25 სელენოპროტეინი (ცილები, რომლებიც შეიცავს სელენოცისტეინის ნაშთს), რომლებიც კლასიფიცირდება გლუტათიონ-პეროქსიდაზებად, თიორედოქსინის რედუქტაზებად და დეიოდინაზებად.
Se გლუტათიონ-პეროქსიდაზას აუციელებლი კოფაქტორია. გლუტათიონ-პეროქსიდაზები ფერმენტების ოჯახია, რომლებიც მეტაბოლიზმის პროცესში აკატალიზებს ორგანული წყალბად-პეროქსიდების დეგრადაციას და უზრუნველყოფს ცილების, ლიპიდების და ნუკლეინის მჟავების დაცვას დამჟანგავი მოლეკულებისგან.
ანტიოქსიდაციური აქტივობა E ვიტამინის აქტივობის მსგავსია. ამრიგად, Se დეფიციტი ასოცირებულია გლუტათიონ-პეროქსიდაზას აქტივობის დაქვეითებასთან, რაც იწვევს თავისუფალი რადიკალების დაგოვებასა და შედეგად უჯრედების მემბრანის დაზიანებას.
5′იოდთირონინ დეიოდინაზა სელენპროტეინია (ფერმენტია), რომელიც მონაწილეობს პერიფერიული თიროქსინის (T4) გარდაქმნაში ტრიიოდთირონინად (T3).
Se უზრუნველყოფს ტოქსიკური მეტალების ეფექტების მოდულირებას ორგანიზმში, როგორებიცაა: დარიშხანი (As), კადმიუმი (Cd), ვერცხლისწყალი (Hg), ვერცხლი (Ag), ტყვია (Pb) და პლატინა (Pt). სელენის დღეღამურ პრევენციულ დოზას (50-200 ნგ/დღეში) შეუძლია ამ ტოქსიკური მეტალების კლინიკური ეფექტის თავიდან აცილება.
Se დეფიციტი იწვევს მიოკარდიუმის დაზიანებას და კარდიომეგალიის (გულის ზომაში მომატების) განვითარებას. გულის უჯრედების დაზიანებას მემბრანის მთლიანობის დაკარგვა იწვევს, რასაც მოსდევს კარდიომიოციტების ჩანაცვლება ფიბროზული (შემაერთებელქსოვილოვანი) უჯრედებით. Se დეფიციტი დაკავშირებულია სხვა პათოლოგიებთანაც, როგორებიცაა: კატარაქტა, ოსტეოართრიტი ბავშვებში, ფრჩხილის დეფორმაციები, ზრდის დარღვევა და სხვა.
Se ინტოქსიკაცია შესაძლოა გამოიწვიოს მედიკამენტის სახით მისმა ზედოზირებამ, ან სამრეწველო ნარჩენების სახით ორგანიზმში მისმა მოხვედრამ. მძიმე მრეწველობაში Se გამოიყენება სპილენძის დამუშავების პროცესში, ნახევარგამტარების წარმოებაში, ვულკანიზაციაში, რეზინის წარმოებაში და სხვა.
მისი ანტიოქსიდაციური თვისებების გამო სელენი არ წარმოადგენს ტერატოგენულ (ემბრიონის ანომალიების გამომწვევ) ელემენტს.
პაციენტის მომზადება – წინასწარ მომზადებას არ საჭიროებს
საკვლევი ნიმუში – ვენური სისხლი
სელენის რეფერენტული საზღვრები დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე:
< 40 ნგ/ლ-ზე ნაკლები მაჩვენებელი როგორც წესი მიუთითებს სელენის დეფიციტზე და შესაბამისად – გლუტათიონ-პეროქსიდაზას აქტივობის დაქვეითებაზე.
გადოლინიუმის და იოდის მაღალი კონცენტრაცია გავლენას ახდენს შრატის Se მაჩვენებელზე. შესაბამისად, გადოლინიუმის და იოდის შემცველი პრეპარატების შეყვანიდან მინიმუმ 96 საათის განმავლობაში სისხლში Se კვლევის ჩატარება არ არის რეკომენდებული.
Se ანტიოქსიდაციური აქტივობა E ვიტამინის აქტივობის მსგავსია. ამრიგად, სელენის დეფიციტი ასოცირებულია გლუტათიონ-პეროქსიდაზას აქტივობის დაქვეითებასთან, რაც იწვევს თავისუფალი რადიკალების დაგოვებასა და შედეგად უჯრედების მემბრანის დაზიანებას.
5′იოდთირონინ დეიოდინაზა სელენპროტეინია (ფერმენტია), რომელიც მონაწილეობს პერიფერიული თიროქსინის (T4) გარდაქმნაში ტრიიოდთირონინად (T3).
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები