კორონავირუსის (SARS-Cov-2) ანტიგენის განსაზღვრა

დამატებითი ინფორმაცია

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1

30.00

ზოგადი ინფორმაცია:

Sars-Cov-2 ანტიგენის ტესტი წარმოადგენს სწრაფ ქრომატოგრაფიულ იმუნოანალიზს, რომელიც თვისობრივად განსაზღვრავს ახალი კორონავირუსის ანტიგენის არსებობას ცხვირხახის ნაცხის ნიმუშში.

გამოიყენება,ვირუსის ორგანიზმში არსებობის ეჭვის შემთხვევაში,ადრეულ ეტაპზე (სიმპტომების გამოვლენის 1-ვე დღიდან) და ინფექციის მწვავე პერიოდში ანტიგენის გამოვლენის მიზნით. წარმოადგენს პჯრ ტესტის ანალოგს ,

გააჩნია რიგი უპირატესობები:

  • ტესტი გამოირჩევა მაღალი სიზუსტით – 97,5%
  • არ საჭიროებს დამატებით აღჭურვილობას ვირუსის გამოსავლენად.
  • ერთი ტესტის შესრულებისა და პასუხის მიღების დრო-15 -30 წუთი.
  • გამოყენების სიმარტივე, შესაძლებელია ტესტის სახლის პირობებში შესრულება.
  • ანალიზის შედეგების სწრაფად მიღება დაავადების ადრეულ ეტაპზე (პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე).
  • იზოლაციის შესახებ გადაწყვეტილების სწრაფად მიღების შესაძლებლობა.

მოცემული ტესტი წარმოეუბულია ბრიტანული კომპანია „პრესტიჟ დიაგნოსტიკის“ მიერ, რომელიც წარმოადგენს სადიაგნოსტიკო რეაგენტების წამყვან წარმოებას. რეაგენტებს აქვთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისი. კომპანიას აქვს ISO 13485: 2016 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია .

გარდა გუდაურის და სტეფანწმინდის ფილიალებისა , მოცემული ფასი მოქმედებს “სინევოს” ყველა ფილიალში. 

როდის ჩავიტაროთ ტესტი ?

რეკომენდებულია ანტიგენზე ტესტის ჩატარება სიმპტომების გამოვლენიდან 6 დღის განმავლობაში და ანტისხეულებზე ტესტირება მე-7 დღიდან.

ტესტი განკუთვნილია:

  • კლინიკებისთვის: ტესტის მეშვეობით სამედიცინო პერსონალს შეუძლია 15 წუთში გამოავლინოს ვირუსის „მატარებელი“ პირი და მიიღოს გადაწყვეტილება ვირუსის „მატარებლის“ იზოლაციის ან პაციენტის სპეციალურ განყოფილებაში ჰოსპიტალიზაციის შესახებ.
  • ლაბორატორიები : ტესტი საშუალებას აძლევს ლაბორატორიებს გამოავლინოს ვირუსი ადრეულ ეტაპზე (სიმპტომების გამოვლენის 1-ვე დღიდან) და ინფექციის მწვავე ფაზაში, მასიური ტესტირების და ბინაზე გასვლის გზით. არის პჯრ ტესტის ანალოგი.
  • დამსაქმებელი: ტესტი საშუალებას იძლევა გამოავლინოთ დაინფიცირებული თანამშრომლები ადრეულ ეტაპზე.
  • ფიზიკური პირები: ნებისმიერ პირს სპეციალური მომზადების გარეშე შეუძლია ჩაიტაროს ტესტი სახლის პირობებში. ტესტი საშუალებას მოგვცემს გავარკვიოთ არის თუ არა რესპირატორული სიმპტომები კოვიდ-19 ინფექციით გამოწვეული.

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

სპეციალური მომზადება საჭირო არ არის

ტესტირებისთვის საჭიროა ცხვირხახის ნაცხი, რომლის აღებაც შესაძლებელია “სინევოს” შემდეგ ლაბორატორიულ ცენტრებში:

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია:

4/5 (8 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Call Now Button