
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾45.00
ნიმუშები იგზავნება ყოველ პარასკევს!
მასალის ჩაბარება რეგიონების ლაბორატორიულ ცენტრში უნდა მოხდეს ხუთშაბათს, დღის პირველ ნახევარში, ხოლო თბილისის ფილიალებში ხუთშაბათს მთელი დღის განმავლობაში, ან პარასკევს დღის პირველ ნახევარში!
კორტიზოლი მნიშვნელოვანი გლუკოკორტიკოიდია, რომელიც არაერთი ფიზიოლოგიური პროცესის რეგულაციაში მონაწილეობს. კორტიზოლი სინთეზდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვან შრეში. სისხლის ნაკადში არსებული კორტიზოლის 90% დაკავშირებულია სტეროიდშემბოჭველ გლობულინთან და ცილა ალბუმინთან. მისი მხოლოდ მცირე წილი ცირკულირებს ტავისუფლად, რომელიც ურთიერთქმედებს რეცეპტორებთან.
ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესიულ თვისებებთან ერთად, კორტიზოლი უზრუნველყოფს სისხლის გლუკოზის კონცენტრაციის მომატებას, გლუკონეოგენეზის სტიმულაციის გზით.
კორტიზოლის სინთეზი და გამოყოფა რეგულირდება ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-ადრენული სისტემის მიერ, უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმით. სისხლში კორტიზოლის დაბალი დონე იწვევს ჰიპოთალამუსი მიერ რილიზინგ ჰორმონის გამოყოფას, რომელიც აძლიერებს ჰიპოფიზის მიერ ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის წარმოქმნას. ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი კი თავის მხრივ გავლენას ახდენს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის იმ უჯრედებზე, სადაც ხდება კორტიზოლის სინთეზი. სტრესი ასევე იწვევს კორტიზოლის გამოყოფის სტიმულაციას.
დღეღამეში კორტიზოლის დონე იცვლება – უფრო მაღალია დილით და მცირდება საღამოს.
თავისუფალი კორტიზოლის კონცენტრაცია შრატში, წონასწორობაშია ნერწყვის კორტიზოლის კონცენტრაციასთან.
ნერწყვში კორტიზოლის ტესტის სენსიტიურობა 92-100% და სპეციფიურობა 93-100% შეადგენს.
ნერწყვის კორტიზოლის განსაზღვრა მნიშვნელოვანი ტესტია კუშინგის სინდრომის დიაგნოსტიკისთვის და მკურნალობის ეფექტის შესაფასებლად, მათ შორის ბავშვებში.
ნერწყვის კორტიზოლის მაჩვენებლების ნორმის ფარგლებში დაბრუნება პირდაპირ კავშირშია ჰიპერტენზიის, ჰიპოკალემიის და ფსიქიკური სიმპტომების შემცირებასთან. ნერწყვში კორტიზოლის დონის მიხედვით შესაძლებელია ვიმსჯელოთ ჰიპოფიზის ადენომის პოსტოპერაციულ შედეგებზე და შესაძლო რეციდივზე.
ნიმუშის შეგროვებამდე აუცილებელია რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება:
ნიმუშის შეგროვების წინ აუცილებელია პაციენტის მოსამზადებელი რეკომენდაციების დაცვა, რათა თავიდან ავირიდოთ ნიმუშის დაბინძურება და არასწორი შედეგის მიღება.
ნერწყვში კორტიზოლის აღება რეკომენდებულია ღამის 11:00 და 12:00 საათებს შორის, მოსვენებულ მდგომარეობაში. ამ დროს კორტიზოლის დონე მინიმალურია და სწორედ ამ ფონზე უნდა მოხდეს მისი მაჩვენებლის განსაზღვრა დარღვევის გამოსავლენად. თუმცა, ექიმის მითითების საფუძველზე, შესაძლოა დღის სხვა მონაკვეთშიც მოხდეს ნიმუშის (ნერწყვის) შეგროვება.
თუ ექიმის რეკომენდაციით რამდენიმე ნიმუშის აღებაა საჭირო, თითოეული მათგანი შეგოვდება ცალ-ცალკე ტუბში და ცალცალკე კოდით გაფორმდება ლაბორატორიაში.
დღის განმავლობაში, კორტიზოლის რამდენიმე ნიმუშის საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშების აღება უნდა მოხდეს დროის შემდეგ მონაკვეთებში:
06:00-დან 10:00 ჩათვლით (დილით)
16:00-დან 20:00 ჩათვლით (საღამოს)
23:00-24:00 შუალედში (შუაღამით)

2. ტუბზე ხელის ზეწოლით ტამპონი მოათავსეთ ენაზე

3. ენაზე მოთავსებული ტამპონი ეპირის ღრუში მსუბუქად აბრუნეთ და გაჟღინთეთ ნერწყვით
4. ხელით შეხების გარეშე დააბრუნეთ ტამპონი ტუბში

5. ტუბს მოარგეთ სახურავი. ეტიკეტზე მიუთითეთ ნიმუშის არების დრო (თარიღი, საათი)
6. ნიმუში შეინახეთ მაცივარში, ლაბორატორიაში მიტანამდე (2-8 გრადუს ტემპერატურაზე)
ნიმუშის მოცულობა: 1 მლ
სტაბილურობა: 4 დღე 2-8 გრადუსზე. გაყინული 12 თვე
მეთოდი: ECLIA იმუნოშეფასება, ელექტროქემილუმინესცენციით
კუშინგის სინდრომი ნერწყვის კორტიზოლის დონის მომატებით ხასიათდება.
ნერწყვის კორტიზოლის მომატებული მაჩვენებლის დაფიქსირებისას რეკომენდებულია ტესტის განმეორება მინიმუმ 2-ჯერ (სხვადასხვა დღეს).
კვლევის შედეგზე გავლენას ახდენს თანმხლები დაავადებების არსებობა, დღე-ღამური რითმის დარღვევა (ცვლებში მუშაობისას), სტეროიდების შემცველი ორალური გელებით ნიმუშის დაბინძურება (იძლევა ცრუ დადებით პასუხს), ნიმუშის შეგროვება დღის არასწორ მონაკვეთში (დილით შეგროვილი ნიმუში ხშირ შემთხვევებში უსარგებლოა)
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |