ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

როდინია – მამაკაცის უნაყოფობის პანელი (40 გენი)

ცნობილი როგორც:Rodinia male Infertility panel 40 genes
SKU: GEN-ROD002MG

2,990.00

საკვლევი მასალა: ლოყის ლორწოვანის ნაცხი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 25
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

კვლევისთვის ნიმუშის აღება მოხდება:

  • რეგიონებში:  ოთხშაბათს   
  • თბილისში: ოთხშაბათს ან/და ხუთშაბათს (დღის პირველ ნახევარში)

ნიმუშების გაგზავნა განხორციელდება ხუთშაბათობით, დღის მეორე ნახევარში! ამისთვის, ნიმუში ცენტრალურ ლაბორატორიაში უნდა იყოს ხუთშაბათს 12:00-მდე

რა არის როდინია?

როდინია კვლევაა, რომელიც უზრუნველყოფს უნაყოფობასთან ასოცირებული გენეტიკური მუტაციების სკრინინგს.

უნაყოფობა რეპროდუქციული სისტემის ძირითადი პათოლოგიაა, რომლის დროსაც დაორსულება და ორსულობის შენარჩუნება გაძნელებულია, ან არ ხდება.

მსოფლიო მასშტაბთ ყოველ 6 წყვილზე უნაყოფობის 1 შემთხვევა მოდის. უნაყოფობის შემთხვევათა 35%  უკავშირდება მამაკაცთა უნაყოფობას, ხოლო 45% ქალთა უნაყოფობას. შემთხვევატა დანარჩენი ნაწილი ორივე მათგანის მიზეზების კომბინაციის შედეგია.

უნაყოფობას ბევრი სხვადასხვა მიზეზი აქვს, მათ შორის გენეტიკურიც. ლაბორატორიული კვლევები, ულტრაბგერითი ვიზუალიზაცია და სპერმის ანალიზი უნაყოფობის შემთხვევათა   65%-ს ავლენს. მამაკაცთა და ქალთა 10-15%-ს აღენიშნება უნაყოფობის გენეტიკური მიზეზები.

უნაყოფობის გენეტიკური ტესტები იკვლევს ამ მიზეზებს , რაც ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების და მდგომარეობის ოპტიმალური კლინიკური მართვის საშუალებას იძლევა.

როდის ტარდება კვლევა?

როდინია – უნაყოფობის გენეტიკური კვლევა საშუალებას იძლება:

  • დაადგინოს უნაყოფობის გენეტიკური მიზეზები
  • უზრუნველყოს ზუსტი პროგნოზი
  • დაისახოს წყვილის, ან ინდივიდის ოპტიმალური მკურნალობის გეგმა
  • დროულად გადაწყდეს ჩარევის საჭიროების საკითხი

მამაკაცის უნაყოფობის პანელი (40 გენი) მოიცავს:

  • X და Y ქრომოსომების კვლევას
  • Y ქრომოსომის მიკროდელეციების გამოვლენას
  • ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმის გამოვლენას (კალმანის სინდრომი)

 

ვის უტარდება კვლევა?

  • დაორსულების, ან ორსულობის შენარჩუნების პრობლემები
  • სასქესო ქრომოსომის ანეუპლოიდიასთან (რაოდენობრივ ცვლილებებთან) ასოცირებული დარღვევები
  • მამაკაცები სპერმატოზოიდების რაოდენობის ან/და მოძრაობის უნარის დარღვევებით
  • სპერმის დონორები
  • ადამიანები უნაყოფობის ოჯახური ანამნეზით

მამაკაცებს, არაობსტრუქციული აზოოსპერმიით ან მძიმე ოლიგოზოოსპერმიით (<5 მილიონი/მლ) აქვთ  გენეტიკური ანომალიის მაღალი რისკი, რეკომენდებულია ჩაუტარდეთ კარიოტიპირება და Y ქრომოსომის ანალიზი.

მამაკაცის უნაყოფობის პანელი  იკვლევს 40 გენს, ასევე X და Y ქრომოსომების ანეუპლოიდიებს, Y ქრომოსომის მიკროდელეციების ჩათვლიოთ

 

 მამაკაცის უნაყოფობის პანელი უზრუნველყოფს შემდეგი დაავადებების დიაგნოსტიკას:

  • არაობსტრუქციული აზოოსპერმია (Y ქრომოსომის მიკროდელეციების ჩათვლით)
  • დაავადებები ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმით (მაგ: კალმანის სინდრომი)
  • თესლის გამომტანი სადინრის თანდაყოლილი ორმხრივი არარსებობა
  • სქესის განვითარების დარღვევები

გენები

ANOS1, AR, AURKC, CATSPER1, CFTR, CHD7, DAZL, DDX25, DUSP6, FEZF1, FGF8, FGF17, FGFR1, FLRT3, FMR1, FSHB, FSHR, GNRH1, GNRHR, HESX1, HS6ST1, IL17RD, KISS1, KISS1R, LHB, LHCGR, NR5A1, NSMF, PRM1, PROK2, PROKR2, SEMA3A, SPRY4, SRD5A1, SRY, TAC3, TACR3, USP26, USP9Y, WDR11

 

 

 

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button