ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾2,670.00
ნიმუშების გაგზავნა განხორციელდება პარასკევს, დღის მეორე ნახევარში! ამისთვის, ნიმუშის გამოგზავნა ცენტრალურ ლაბორატორიაში უნდა მოხდეს პარასკევს 12:00-მდე
როდინია კვლევაა, რომელიც უზრუნველყოფს უნაყოფობასთან ასოცირებული გენეტიკური მუტაციების სკრინინგს.
უნაყოფობა რეპროდუქციული სისტემის ძირითადი პათოლოგიაა, რომლის დროსაც დაორსულება და ორსულობის შენარჩუნება გაძნელებულია, ან არ ხდება.
მსოფლიო მასშტაბთ ყოველ 6 წყვილზე უნაყოფობის 1 შემთხვევა მოდის. უნაყოფობის შემთხვევათა 35% უკავშირდება მამაკაცთა უნაყოფობას, ხოლო 45% ქალთა უნაყოფობას. შემთხვევატა დანარჩენი ნაწილი ორივე მათგანის მიზეზების კომბინაციის შედეგია.
უნაყოფობას ბევრი სხვადასხვა მიზეზი აქვს, მათ შორის გენეტიკურიც. ლაბორატორიული კვლევები, ულტრაბგერითი ვიზუალიზაცია და სპერმის ანალიზი უნაყოფობის შემთხვევათა 65%-ს ავლენს. მამაკაცთა და ქალთა 10-15%-ს აღენიშნება უნაყოფობის გენეტიკური მიზეზები.
უნაყოფობის გენეტიკური ტესტები იკვლევს ამ მიზეზებს , რაც ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების და მდგომარეობის ოპტიმალური კლინიკური მართვის საშუალებას იძლევა.
როდინია – ქალის უნაყოფობის პანელი ახორციელებს ერთი ნუკლეოტიდის ვარიანტების, ინსერციების და დელეციების, ასევე ასლის რიცხვის ვარიანტების კვლევას ქალის უნაყოფობასთან ასოცირებულ გენებში. პანელი ასევე ავლენს სრულ, ნაწილობრივ და მოზაიკურ ცვლილებებს სასქესო ქრომოსომებში.
როდინია ქალის უნაყოფობის პანელი იკვლევს 55 გენს და ასევე X ქრომოსომის ანეუპლოიდიებს
AIRE, ANOS1, BMP15, CAPN10, CHD7, CYP11A1, CYP17A1, CYP19A1, DENND1A, DUSP6, EIF2B2, EIF2B3, FEZF1, FGF8, FGF17, FGFR1, FIGLA, FLRT3, FMR1, FOXL2, FSHB, FSHR, GALT, GDF9, GNAS, GNRH1, GNRHR, HESX1, HS6ST1, IL17RD, INS, INSR, IRS1, IRS2, KISS1, KISS1R, LHB, LHCGR, NOBOX, NR5A1, NSMF, POF1B, POLG, PROK2, PROKR2, PSMC3IP, SEMA3A, SPRY4, STAG3, TAC3, TACR3, THADA, WDR11, WT1, ZP1
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |