ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾134.00 Original price was: ₾134.00.₾55.00Current price is: ₾55.00.
თირკმელი ადამიანის ძირითადი გამომყოფი (ექსკრეტორული) ორგანოა, რომელიც ორგანიზმის მეტაბოლიზმის (დაშლის) პროდუქტებით მდიდარ სისხლს ფილტრავს და ათავისუფლებს მავნე ნივთიერებებისგან. სისხლის ფილტრატია შარდი, რომელიც შარდსაწვეთით შარდის ბუშტში გროვდება დ შარდსადენით გარეთ გამოიყოფა.
თირკმლების უმნიშვნელოვანესი ფიზიოლოგიური როლი ჰომეოსტაზის რეგულაციაა: თირკმლები მონაწილეობენ პლაზმაში და უჯრედშორის სითხეში ოსმოსურად აქტიური ნივთიერებების (ოსმორეგულაცია), მათი მოცულობის (ვოლუმორეგულაცია), ელექტროლიტური და მჟავა-ტოტუვანი ბალანსის მუდმივობის შენარჩუნებაში, ახდენენ აზოტოვანი ცვლის პროდუქტების ექსკრეციას, მონაწილეობენ ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდების მეტაბოლიზმის პროცესებში, ორგანიზმიდან ტოქსიური ნივთიერებების გამოყოფასა და სისტემური ჰემოდინამიკის რეგულაციაში.
შესაბამისად, სისხლში იმ ნივთირებების კონცეტრაციის შეფასება, რომელსაც გამოყოფს თირკმელი შარდთან ერთად იძლევა მისი ფუნქციური მდგომარეობის შეფასების საშუალებას.
თირკმლის ფუნქციური პროფილი შედგება 7 ძირითადი პარამეტრისგან (თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):
კრეატინინი – ცილის ცვლის საბოლოო პროდუქტი, რომელიც წარმოიქმნება ღვიძლში, ცირკულირებს სისხლში და გამოიყოფა თირკმლების საშუალებით. მისი სიჭარბე თირკმლის მწვავე უკმარისობასა და თირკმლის ქრონიკულ დაავადებებს ახლავს თან.
შარდოვანა – ცილების დაშლის საბოლოო პროდუქტი, რომელიც ღვიძლში ამიაკისგან წარმოიქმნება და შარდის კონცენტრირებაში მონაწილეობს. იმატებს გლომერულონეფრიტის, პიელონეფრიტის, ტუბერკულოზის, თირკმლის ქრონიკული დაავადებების დროს.
შარდმჟავა – პურინული ფუძეების (შედიან ნუკლეოპროტეიდების შემადგენლობაში) ცვლის პროდუქტი, რომელიც გამოიყოფა თირკმლებით. უჯრედგარე სითხეში გვხვდება ნატრიუმის მარილების სახით.
კალციუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, კალიუმი – ორგანიზმის ელექტროლიტური ჰომეოსტაზის ძირითადი პარამეტრები, რომელთა ცვლაშიც თირკმლები უნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. სისხლში მათი კონცერტაციის კომპლექსური განსაზღვრა და შეფასება გვაძლევს ინფორმაციას თირკმლების ფუნქციურ მდგომაროებაზე.
პროფილი ინიშნება თირკმლების ფუნქციონირების შესაფასებლად. ეს ანალიზი კეთდება მაშინ, როდესაც საეჭვოა თირკმლის ფუნქციის მოშლა ან როდესაც პაციენტს უკვე აქვს დადგენილი თირკმლის დაავადება.
ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის შედეგებზე, ამიტომ ანალიზამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და ტესტისთვის მოსამზადებლად შესაბამისი ინსტრუქციების მიღება.
თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებით სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც, სიმპტომების გათვალისწინებით, სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია