ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾192.00 Original price was: ₾192.00.₾144.00Current price is: ₾144.00.
„ქალთა ჯანმრთელობის პროფილი“ მოიცავს 6 ძირითად პარამეტრს:
1. თირეოტროპული ჰორმონის (TSH) განსაზღვრა არის ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დიაგნოზის საწყისი (პირველი) ტესტი. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კონცენტრაციის მცირე ცვლილებაც კი იწვევს TSH–ის კონცენტრაციის გამოხატულ ცვლილებას. ამიტომ, ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი ძალიან სპეციფიური და მგრძნობიარე პარამეტრია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესაფასებლად, აგრეთვე ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-ფარისებრი სისტემის დაავადებების გამოვლენისა და გამორიცხვისთვის;
2. თავისუფალი თიროქსინი (FT4) სისხლში მოცირკულირე თიროქსინის ბიოლოგიურად აქტიური ფრაქციაა, რომელიც არ არის დაკავშირებული სისხლის ცილებთან და შეადგენს სერთო თიროქსინის – T4-ის 0.03%-ს. თავისუფალი თიროქსინი (FT4) წარმოიქმნება ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულური უჯრედების მიერ TSH– ის ზემოქმედებით და რეგულირდება ე.წ უარყოფითი უკუკავშირის პრინციპით. იგი ზრდის სითბოს წარმოებას და ჟანგბადის მოხმარებას სხეულის ყველა ქსოვილის მიერ, გარდა თავის ტვინის, ელენთისა და სათესლეებისა. ასტიმულირებს A ვიტამინის სინთეზს ღვიძლში. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას; აჩქარებს ცილების მეტაბოლიზმს; ზრდის შარდის კალციუმის ექსკრეციას; ააქტიურებს ძვლის მეტაბოლიზმს, მაგრამ უფრო მეტად – ძვლის რეზორბციას; აქვს დადებითი ქრონო- და ინოტროპული ეფექტი გულზე; ასტიმულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას.
თავისუფალი თიროქსინის (FT4) და თირეოტროპული ჰორმონის (TSH) კომბინირებული შესწავლა გვაძლევს ფარისებრი ჯირკვლის უფრო სრულყოფილ სურათს იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ შეცვლილი თიროქსინის შემაკავშირებელი გლობულინის (TBG) დონე (ორსულობა, ანდროგენების, ესტროგენების, სალიცილატების მიღება და ა.შ.)
3. ინსულინი პოლიპეპტიდური ჰორმონია, რომელიც წარმოიქმნება პანკრეასის ე.წ. ლანგერჰანსის კუნძულების β უჯრედების მიერ. ინსულინის მოლეკულა შედგება 2 პოლიპეპტიდური ჯაჭვისგან: α ჯაჭვი – 21 ამინომჟავით და β ჯაჭვი – 30 ამინომჟავით, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ორი დისულფიდური ხიდით. ინსულინი და C- პეპტიდი წარმოიქმნება პროინსულინის ფერმენტული გაყოფის შედეგად.
მისი მთავარი როლი სისხლში გლუკოზის დონის რეგულირებაა. მიუხედავად იმისა, რომ ინსულინი ძირითადად დაკავშირებულია სისხლში შაქრის კონტროლთან, ის ასევე მონაწილეობს ცხიმებისა და ცილების მეტაბოლიზმში.
ნახშირწყლების საკვების სახით მიღებისას სისხლში შაქრის დონე იზრდება, რაც ასტიმულირებს პანკრეასის უჯრედების მიერ ინსულინის წარმოქმნას. ინსულინი გარდაქმნის ნახშირწყლებს უჯრედებისათვის ადვილად ასათვისებელ ფორმად, უჯრედები ითვისებს გლუკოზას და სისხლში შაქრის კონცენტრაცია მცირდება.
4. ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი (FSH) მალუთეინიზირებელ ჰორმონთან (LH) ერთად განეკუთვნება გონადოტროპული ჰორმონების ოჯახს. ისინი სინთეზირდება ჰიპოფიზის წინა წილში, ჰიპოთალამუსისგან გონადოტროპინის რილიზინგ (გამომათავისუფლებელი) ჰორმონის ზემოქმედების შედეგად.
5. პროლაქტინის სეკრეცია ხდება ჰიპოფიზის წინა წილის მიერ და გამოიყოფა ეპიზოდურად. პროლაქტინი შრატში გვხვდება სამი განსხვავებული ფორმით; მათ შორის ჭარბობს მონომერული ფორმა (80%), რომელიც ბიოლოგიურად და იმუნოლოგიურად აქტიურია, 5-20%-ს შეადგენს დიმერული ფორმა (“დიდი” პროლაქტინი), რომელიც ბიოლოგიურად არააქტიურია, ხოლო 0,5-5%-ს – ტეტრამერული ფორმა (“დიდი-დიდი” პროლაქტინი), რომელსაც აქვს დაბალი ბიოლოგიური აქტივობა.
6.სისხლის საერთო ანალიზი გამოიყენება ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად. ის ასევე შეიძლება იყოს დიაგნოზის მაჩვენებელი მრავალი დაავადების შემთხვევაში, როგორიცაა ანემია, ანთებითი მდგომარეობები, ლეიკემია და სხვა.
ერითროციტების დალექვის სიჩქარე – ედს-ი (ESR) – პირდაპირპროპორციულია ერითროციტების მასის, ერითროციტებისა და პლაზმის სიმკვრივის სხვაობის და უკუპროპორციულია პლაზმის სიბლანტისა. ლეიკოციტოზთან და ლეიკოციტების ფორმულის შესაბამის ცვლილებებთან ერთად, გაზრდილი ედს-ი არის ორგანიზმში ინფექციური და ანთებითი პროცესების არსებობის საიმედო ნიშანი. აუტოიმუნური დაავადებების დროს ედს-ის გაზომვა საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ დაავადების ეტაპი (გამწვავება ან რემისია), შევაფასოთ მისი აქტივობა და მკურნალობის ეფექტურობა. ამასთან, ედს– ის მომატება არ არის ამა თუ იმ დაავადების სპეციფიური მაჩვენებელი. ამის მიუხედავად, პათოლოგიაში მის ცვლილებებს აქვს დიაგნოსტიკური და პროგნოზული მნიშვნელობა და შეიძლება მკურნალობის ეფექტურობის მაჩვენებელი გახდეს.
ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი (FSH) ქალებში: ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-გონადური დისფუნქციის გამოვლენა (ძირითადად დიფერენციალური დიაგნოზის დასადგენად საკვერცხის პირველად უკმარისობასა და საკვერცხეების სტიმულირების დეფიციტს შორის), პოლიკისტოზური საკვერცხეები, მენსტრუალური დარღვევები (მათ შორის ამენორეა), მენსტრუალური ციკლის ფაზების დადგენა უნაყოფობის შეფასებისას, მენოპაუზის სინდრომის შეფასება. FSH-ი შეიძლება შემოწმდეს საკვერცხის ნაადრევი უკმარისობის სიმპტომების გამო: არარეგულარული ან არარსებული მენსტრუალური ციკლი, დაორსულების უუნარობა, წამოხურება და ღამის ოფლიანობა, წონის მომატება, ადვილად დაღლა, ხშირი თავის ტკივილი, უძილობა. ტესტის ჩატარება ასევე რეკომენდებულია, საეჭვო უნაყოფობის დროს ორივე სქესში. ასეთ შემთხვევებში, რეკომენდებულია ტესტის ჩატარება სხვა ტესტებთან ერთად, როგორიცაა LH, ესტროგენი და ტესტოსტერონი.
პროლაქტინი ქალებში: აუხსნელი თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევები, ძუძუდან რძის გამოყოფა მშობიარობისა და ძუძუთი კვების პერიოდის გარეშე, ტკივილი ან დისკომფორტი სექსუალური აქტის დროს, თმის ზრდა სხეულის უჩვეულო ადგილებსა და სახეზე, აკნე, უშვილობა, არარეგულარული მენსტრუალური ციკლი. გოგონებში: მენსტრუალური ციკლის პრობლემები, ძუძუდან რძის დენა.პაციენტებში, რომლეთაც უკვე დაუდგინდათ ჰიპოფიზის ადენომა, პროლაქტინის ტესტირება ხდება მკურნალობაზე სიმსივნის პასუხის მონიტორინგისთვის.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის შეფასებისას, როდესაც ეჭვი გვაქვს ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებაზე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური დარღვევები ან დაავადებები საწყის ეტაპზე, ყოველთვის არ ვლინდება კლინიკურად, ამიტომ, დროული დიაგნოსტიკისთვის მოწოდებულია – ფარისებრი ჯირკვლის პერიოდული სკრინინგი.
შესწავლა რეკომენდებულია თირეოიდული ფუნქციის მომატებული ან დაქვეითებული სიმპტომების მქონე პაციენტებში. ტესტი ასევე ინიშნება გადიდებული ჯირკვლის (ე.წ. “ჩიყვის”) ან “კვანძების” მქონე პირებში.
ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია შეიძლება გამოვლიდეს შემდეგი სიმპტომებით:
• წონაში კლება, ნორმალური ან გაზრდილი მადის ფონზე
• აჩქარებული პულსი და არტერიული წნევის მომატება
• ნაზი, თბილი, ტენიანი კანი, ოფლიანობის ტენდენციით
• კანკალი
• უძილობა, ემოციური დაძაბულობა, გაღიზიანება, ტირილი
• თვალების წინ წამოწევა
• ხშირი შარდვა ან დიარეა
ან პირიქით, ფუნქციის დაქვეითებისას აღინიშნება:
• წონის მომატება, მადის დაქვეითების ფონზეც კი
• გულისცემის შენელება და დაქვეითებული არტერიული წნევა
• ფერმკრთალი, შეშუპებული, ცივი კანი
• დეპრესია, ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება
• ყაბზობა
• წარბების გათხელება ან თმის ცვენა
• სიცივის მუდმივი შეგრძნება
თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის და მკურნალობის დამატებითი მეთოდების გამოყენება. ამისათვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს.
როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?
ტესტის ასაღებად საჭიროა :
• ვენური სისხლი.
• იმის გამო, რომ პროლაქტინის კონცენტრაცია იცვლება დღის სხვადასხვა დროს, რეკომენდებულია ტესტის ჩატარება დილით გაღვიძებიდან 2 საათის განმავლობაში.
• სისხლი არ უნდა იქნას აღებული გინეკოლოგიური გამოკვლევის, ფიზიკური დატვირთვის, სტრესული სიტუაციების ან ძუძუს სტიმულაციის შემდეგ. რეკომენდებულია ტესტის ჩაბარებამდე ერთი დღით ადრე, სქესობრივი კავშირისა და ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.
• ჩასახვის საწინააღმდეგო აბებმა, ანტიჰიპერტენზიულმა მედიკამენტებმა და ანტიდეპრესანტებმა შეიძლება გავლენა იქონიოს შედეგებზე და მათი მიღება უნდა შეწყდეს ექიმის დანიშნულებით.
• ქალებში ჰორმონის ბაზალური დონე ისაზღვრება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეებში (3-5) დღეს. მენსტრუალური ციკლის დარღვევის დიაგნოსტირებისას სასურველია ჰორმონის რამდენიმეჯერ განსაზღვრა ციკლის სხვადასხვა ფაზაში. ტესტის ჩაბარებისას პაციენტმა უნდა მიუთითოს ბოლო მენსტრუაციის თარიღი .
• სისხლის ლაბორატორიული ტესტების ხარისხის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი პირობაა დილით უზმოდ ყოფნა.
• გამოკვლევამდე 8-12 საათის განმავლობაში უნდა გამოირიცხოს ალკოჰოლის,ცხიმიანი საკვების მიღება, მოწევა და ფიზიკური დატვირთვა.
• ტესტი არ ტარდება ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსიის ან მასზე ოპერაციის შემდეგ.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის პარამეტრების შედეგებზე, ამიტომ ანალიზისთვის მოსამზადებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისგან დეტალური მითითებების მიღება.
აქციის ფარგლებში „ქალთა ჯანმრთელობის პაკეტის“ ფასია 144 ლარი, ნაცვლად 192 ლარისა.
ანალიზის დასახელება / Name of the test | კატეგორია / Category | ფასი / Price | კოდი / CODE | პასუხის დრო (სამუშაო დღე)** | ანალიზის შესრულების ლოკაცია**** | ყიდვა | hf:tax:product_cat |
---|
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია