
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾242.00
გენეტიკური ცვლილებაა, რომელიც დაკავშირებულია თრომბოზის მომატებულ რისკთან. კოაგულაციის ფაქტორი II ანუ პროთრომბინი პლაზმის გლიკოპროტეინია, რომელიც მნიშვნელოვანი ფაქტორია შედედების პროცესში. პლაზმაში მისი ორი ფორმა არსებობს: „დახურული“ (80%) და „ღია“ (20%).
პროთრომბინის 20210 G>A მუტაცია არის გენეტიკური თრომბოფილიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი.
ფაქტორი II (პროთრომბინი) დეფიციტი შესაძლოა იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. შეძენილი დეფიციტი გამოწვეულია კონკრეტული დაავადებებით, მედიკამენტებით ან აუტოიმუნური პროცესებით. პროთრომბინის დეფიციტის ყველაზე გავრცელებული მიზეზია:
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
რეფერენტული ნორმა: 70-120%
ფაქტორი 2-ის გენის მუტაციაზე ეჭვის მიტანა ხდება თუ:
ლაბორატორიული დიაგნოსტირება ეფუძნება:
თუ პასუხი უარყოფითია (G/G), ეს ნიშნავს, რომ მუტაცია არ არის აღმოჩენილი და თრომბოზის რისკი არ არის მომატებული
თუ ადამიანი ჰეტეროზიგოტია (G/A), მას აქვს გენის ერთი მუტირებული ალელი, რის შედეგადაც პროთრომბინის დონე სისხლში მომატებულია და თრომბოზის განვითარების რისკი დაახლოებით 2–3-ჯერ იზრდება.
თუ შედეგი ჰომოზიგოტურია (A/A), გენის ორივე ალელი მუტირებულია, რაც იშვიათია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში პროთრომბინის დონე მნიშვნელოვნად მომატებულია და თრომბოზის რისკი მკვეთრად მაღალია.
მუტაცია დაკავშირებულია ღრმა ვენური თრომბოზის, ფილტვის ემბოლიის, ასევე ორსულობის გართულებების (სპონტანური აბორტი, პლაცენტარული თრომბოზი) და ზოგჯერ გულისა და ტვინის თრომბოზების რისკთან. ამიტომ მისი აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რათა პაციენტს მიეცეს რეკომენდაციები პროფილაქტიკისთვის — მაგალითად, ანტიკოაგულანტების გამოყენება მაღალი რისკის სიტუაციებში, როგორიცაა ოპერაცია, ორსულობა ან ხანგრძლივი იმობილიზაცია.
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები
