ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾95.00
ნიმუშების გაგზავნა განხორციელდება პარასკევს, დღის მეორე ნახევარში! ამისთვის, ცენტრალურ ლაბორატორიაში ნიმუში უნდა გამოიგზავნოს პარასკევს 12:00 საათამდე
პროტეინი S K-ვიტამინ დამოკიდებული გლიკოპროტეინია რომელიც თრომბოციტებშია წარმოდგენილი და სინთეზდება ღვიძლის და ენდოთელიური უჯრედების მიერ.
პროტეინი S მოქმედებს როგორც ნატურალური ანტიკოაგულანტი. ის წარმოადგენს -აქტივირებული პროტეინ C-ს (APC) კოფაქტორს, რომელიც უზრუნველყოფს Vა და VIIIა შედედების ფაქტორების ინაქტივაციას. გარდა ამისა პროტეინ S-ს გააჩნია აქტივირებული პროტეინ C-სგან დამოუკიდებელი ანტიკოაგულაციური აქტივობა რომელიც ხელს უშლის პროთრომბინის კომპლექსების წარმოქმნას.
პროტეინ S-ის თანდაყოლილი დეფიტი აუტოსომურ-დომინანტური დარღვევაა. ის გვხვდება ღრმა ვენების თრომბოზით დაავადებულთა 2-6%-ში. ამ პაციენტებში გაცილებით მაღალია სპონტანური აბორტის, ორსულობის გართულებების და არტერიული თრომბოზის რისკი.
პროტეინ S-ის დეფიციტის სამი ვარიანტია აღწერილი: პროტეინ S-ის საერთო და თავისუფალი ანტიგენის მაჩვენებლის და პლაზმაში პროტეინ S-ის აქტივობის შესაბამისად. I და III ვარიანტები უფრო მეტად ტიპურია, ვიდრე II – პროტეინ S-ის დისფუნქციური დეფიციტი.
პროტეინ S-ის ჰომოზიგოტური დეფიციტი იშვიათია, შესაძლოა გამოვლინდეს სისხლძარღვთაშიდა დისემინირებული შედედებით ახალშობილებში და მისი იზეზია პროტეინ S-ის სრული არარსებობა.
პროტეინ S-ის შეძენილი დეფიციტის ზუსტი მიზეზები დაუდგენელია. შესაძლოა განვითარდეს თრომბოზის ნებისმიერი რისკფაქტორის ფონზე და უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე თანდაყოლილი ფორმები. პროტეინ S-ის შეძენილი დეფიციტის მიზეზი შესაძლოა იყოს: K ვიტამინის დეფიციტი, ანტიკოაგულაციური თერაპია, ღვიძლის დაავადება, თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპუარ, ორსულობა, ესტროგენთერაპია, ნეფრიტული სინდრომი, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია და სხვა.
პროტეინ S-ის მაჩვენებლები ცვალებადია ასაკის და სქესის მიხედვით.
პროტეინ S და შემაკავშირებელი ცილის (C4bBP) ოდენობა ერთმანეთის შესაბამისად რეგულირდება.
საერთო პროტეინ S-ის ანტიგენის გაზრდილი რაოდენობა და თავისუფალი პროტეინ S-ის ანტიგენის დაბალი მაჩვენებელი მწვავე ან ქრონიკულ ანთებით პროცესს შეესაბამება, ან შესაძლოა ასახავდეს დაავადებას პლაზმის C4bBP ცილის ზრდით.
პაციენტებში, რომლებშიც პროტეინ S-ის თანდაყოლილი დეფიციტია ნავარაუდევი და პლაზმის თავისუფალი პროტეინ S-ის ოდენობა ნორმაშია, რეკომენდებულია თავისუფალი პროტეინ S-ის აქტივობის კვლევა. ეს შეესაბამება პლაზმის პროტეინ S-ის მეორე ტიპის დეფიციტს (იშვიათია).
პლაზმის საერთო პროტეინი S-ის ანტიგენის ზრდის კლინიკური მნიშვნელობა ბოლომდე გარკვეული არაა, რადგანაც ამ სიტუაციაში თავისუფალი პროტეინ S-ის ანტიგენის მაჩვენებელი როგორც წესი ნორმაშია. პლაზმის საერთო პროტეინი S-ის ანტიგენის ზრდა და თავისუფალი პროტეინ S-ის ანტიგენის მაჩვენებლის დაქვეითება – შეძენილ დეფიციტზე მიუთითებს (მაგ: ორსულობის ან მწვავე ანთებითი პროცესის დროს).
საერთო და ტავისუფალი პროტეინ S-ის ანტიგენის მაჩვენებლის დქვეითება – K ვიტამინის დეფიციტისთვის, ან ზოგჯერ ვარფარინით თერაპიისთვისაა დამახასიათებელი.
თანდაყოლილი და შეძენილი ფორმების დიფერენციაციისთვის ზოგჯერ საჭირო ხდება განმეორებითი კვლევა. ასევე, ზოგ შემთხვევებში ოჯახის წევრების კვლევაც.
წინასწარი მომზადება: კვლევის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა შეწყდეს როგორც ორალური ისე საინექციო ანტითრომბოზული მკურნალობა.
საკვლევი მასალა: თრომბოციტებით ღარიბი პლაზმა
ნორმალურ დროულ ან ნაადრევ ახალშობილებში შესაძლოა პროტეინი S-ის დონე დაქვეითებული იყოს.
კვლევა ტარდება თრომბოზის ანამნეზის მქონე პაციენტებში.
პროტეინი S გამოიყოფა ენდოთელიური უჯრედების, მეგაკარიოციტების, ჰეპატოციტების და ლეიდიგის უჯრედების მიერ. პროტეინი S სისხლში ცირკულირებს. მისი 60% შეკავშირებულია კომპონენტი-4-შემაკავშირებელ ცილასთან, ხოლო 40% თავისუფალი სახითაა. პროტეინი S-ის ორივე ფორმა მოქმედებს როგორც ანტიკოაგულანტი, შესაბამისად მათი დეფეციტი უკავშირდება ღრმა ვენების თრომბოზს და იშემიურ ინსულტს.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები