ზოგადი ინფორმაცია
PreSENTIA მემკვიდრული ძუძუს / გინეკოლოგიური სიმსივნის პანელი (გაიდლაინებზე დაფუძნებული) იკვლევს მთელ რიგ თანდაყოლილ მუტაციებს რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ძუძუს, საკვერცხის, ენდომეტრიუმის სიმსივნეები.
PreSENTIA მემკვიდრული ძუძუს / გინეკოლოგიური სიმსივნის პანელი (გაიდლაინებზე დაფუძნებული)
რამდენ გენს იკვლევს პანელი?
პანელი იკვლევს 19 გენს
ქვემოთ ჩამოთვლილი გენები არ იწვევს მემკვიდრულ სიმსივნეებს, თუმცა ზრდის კიბოს რისკს. ამ გენების შესწავლა ასევე ხდება ძუძუს / გინეკოლოგიური მემკვიდრული სიმსივნის (გაიდლაინებზე დაფუძნებული) პანელით: BARD1, BRIP, NBN, PALB2, RAD51C, RAD51D
გენები
ATM, BARD1, BRCA1, BRCA2, BRIP1, CDH1, CHEK2, EPCAM, MLH1, MSH2, MSH6, NBN, PALB2, PMS2, PTEN, RAD51C, RAD51D, TP53, STK11
კვლევისთვის ნიმუშის აღება მოხდება:
- რეგიონებში: ხუთშაბათს
- თბილისში: ხუთშაბათს ან/და პარასკევს (დღის პირველ ნახევარში)
ნიმუშების გაგზავნა განხორციელდება პარასკევს, დღის მეორე ნახევარში! ამისთვის, ნიმუშები ცენტრალურ ლაბორატორიაში უნდა გამოიგზავნოს პარასკევს 12:00-მდე
აღებული ნიმუში იგზავნება და კვლევა ტარდება ლაბორატორია MEDICOVER Genetics–ისსაერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში.
ტესტისპასუხებიხელმისაწვდომიანიმუშისაღებიდან 20სამუშაოდღეში.პასუხიგადაიგზავნებაექიმისადაპაციენტისელ.ფოსტაზე.ასევეშესაძლებელიამიღებაადგილზელაბორატორიულცენტრში.
საჭიროებისშემთხვევაში, „სინევოს“ლაბორატორიაგთავაზობთგენეტიკოსისკონსულტაციას.
წყარო:
- All the above information was taken from ASCO, Centers for Disease Control and Prevention and NCCN
- Cardoso F, Kyriakides S, Ohno S, Penault-Llorca F, Poortmans P, Rubio IT, Zackrisson S, Senkus E; ESMO Guidelines Committee. Electronic address: clinicalguidelines@esmo.org. Early breast cancer: ESMO Clinical Practice Guidelines for diagnosis, treatment and follow-up†. Ann Oncol. 2019 Aug 1;30(8):1194-1220. doi: 10.1093/annonc/mdz173. Erratum in: Ann Oncol. 2019 Oct 1;30(10):1674. Erratum in: Ann Oncol. 2021 Feb;32(2):284. PMID: 31161190.
როდის ჩავიტაროთ ტესტი?
გენეტიკური კვლევების გაიდლაინების შესაბამისად, გენეტიკური სიმსივნეების კვლევა უნდა ჩაუტარდეს ადამიანებს რომელთაც აქვთ:
- სიმსივნით დაავადების რამდენიმე შემთხვევა ახლო ნათესაურ წრეში
- სიმსივნის ადრეული დიაგნოზი ოჯახის წევრებში
- სიმსივნის იშვიათი ტიპები ოჯახის წევრებში
- მრავლობითი სიმსივნეების შემთხვევა ოჯახის წევრში
- მემკვიდრული მუტაციების დადასტურებული შემთხვევა ოჯახის წევრ(ებ)ში
- ავთვისებიანი პროცესის პერსონალური ანამნეზი
საცნობარო მნიშვნელობები
გამოყენებისინსტრუქცია
PreSENTIA-ს ნიმუშების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ნაკრები განკუთვნილია მემკვიდრული სიმსივნის წინასწარგანწყობის კვლევისთვის საჭირო მასალის შეგროვების, ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის.
უსაფრთხოებისზომები
- In Vitro დიაგნოსტიკური გამოყენებისთვის.
- ლოყის ლორწოვანის ნაცხის შესაგროვებელი მოწყობილობები განკუთვნილია ერთჯერადი მოხმარებისთვის, ერთი ადამიანის მიერ.
- ნაკრები შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (15°C-დან 25°C-მდე). სათანადოდ შენახული ნაკრებები სტაბილურია ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.
- არ გამოიყენოთ ვადაგასული ნაკრები.
- არ გაყინოთ შეგროვებული ნიმუშები.
პროდუქტისშიგთავსი
ნიმუშისშესაგროვებელი მოწყობილობა: ლოყის ლორწოვანის ნაცხის შესაგროვებელი ერთი (1) მოწყობილობა.
შესაფუთიმასალები:ნიმუშის დასალუქი ერთი (1) ბიოუსაფრთხოების ჩანთა,
ერთი (1) უსაფრთხოების სტიკერი.
დოკუმენტაცია:
- შტრიხკოდის ერთი (1) ბარათი, ორი (2) ეტიკეტით
- ნიმუშის შესავსები ფორმა (SIF)
- ინფორმირებული თანხმობის ფორმა
ნიმუშისშეგროვებისინსტრუქცია
- შეავსეთ ნიმუშის აღების ფორმა.
- სრულად მიუთითეთ პაციენტის სახელი და გვარი შტრიხკოდის ეტიკეტებზე და დაამაგრეთ იგი ლოყის ნაცხის შესაგროვებელ მოწყობილობაზე.
- ხელთათმანების გამოყენებით გახსენით ჩანთა და ამოიღეთ პლასტიკატის ტუბი.
- ტუბის თავსახურის მარტივად გასახსნელად, ერთი ხელით დაიკავეთ პლასტიკატის ტუბის ტამპონი და ცერით დააწექით თეთრ სახურავს.
- დაიჭირეთ ტამპონი სახელურით (თეთრი თავსახურით), ამოიღეთ ტამპონი პლასტმასის ტუბიდან და დადეთ ტუბი სუფთა ზედაპირზე.
- მოათავსეთ ტამპონი პირის ღრუში ენაზე და დაასველეთ ნერწყვით ათი წამის განმავლობაში.
- ამოძრავეთ ტამპონი პირის ღრუს ერთ მხარეს ლოყასა და ღრძილებს შორის ზედა-ქვედა მიმართულებით 10 წამის განმავლობაში. ამავდროულად მეორე ხელით დაამასაჟეთ ლოყა გარედან, რათა გააძლიეროთ ტამპონის ხახუნი ლორწოვანთან.
- მე-7 პუნქტის თანმიმდევრობა გაიმეორეთ პირის ღრუს მეორე მხარეზეც.
- ნიმუშის აღების შემდეგ, ჩადეთ ტამპონი ისევ პლასტიკატის ტუბში და დახურეთ იგი საიმედოდ.
- ნიმუში მოათავსეთ ბიოუსაფრთხოების ჩანთაში და საიმედოდ დალუქეთ.
- მოათავსეთ დალუქული ჩანთა ბუფერებიან კონვერტში.
- კონვერტის წებოვან ზოლს მოაცილეთ საფარი და კონვერტი დალუქეთ.
მნიშვნელოვანიინფორმაცია
- ლოყის ლორწოვანის ნიმუში უნდა შეგროვდეს შეფუთვის გახსნისთანავე.
- ზედმეტი ძალდატანებით არ მოხაროთ ტამპონი პაციენტის ნიმუშის აღებისას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ჩხირის გატეხვა.
- ნიმუშის შეგროვებამდე 60 წუთის განმავლობაში პაციენტს ეკრძალება: მოწევა, საკვების და სითხის მიღება (გარდა წყლისა), კბილების გახეხვა და საღეჭი რეზინის ღეჭვა.
- გთხოვთ, ყურადღებით მიჰყვეთ ნიმუშის ეტიკეტირების, შეგროვებისა და ტრანსპორტირების ინსტრუქციას.
- შეამოწმეთ პაციენტის ყველა საიდენტიფიკაციო მონაცემის სისწორე და მოთხოვნებთან შესაბამისობა ნიმუშის შეფუთვამდე და ტრანსპორტირებამდე.
შეკვეთისდეტალებიდამხარდაჭერა
დახმარებისთვის ან დამატებითი ნაკრების შეკვეთისთვის, გთხოვთ, დარეკოთ +(995)32 2 800 111 ან მოგვწეროთ ელფოსტაზე info@synevo.ge. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ონლაინ მისამართზე Synevo.ge
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
გაიგე მეტი