Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ალვის ხის ალერგენი (T14) | სპეციფიური ას IgE

ცნობილი როგორც:ალვის ხის ალერგენი (T14) | სპეციფიური ას IgE
SKU: 90

55.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

დამატებითი ინფორმაცია

ალვის ხე  დედამიწაზე ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი სხვადასხვა სახეობა თითქმის ყველა რეგიონში გვხვდება.  გაზაფხულზე ის უხვად წარმოქმნის  ბამბის ქულების  მსგავს თესლს, რომელიც ჰაერის ნაკადით უხვად იბნევა. ალერგიას იწვევს არა მაკროსკოპული ბამბისმაგვარი  წარმონაქმნები, არამედ მიკროსკოპული მტვერი, რომელიც ღრმად აღწევს სასუნთქ გზებში და იწვევს სენსიბილიზაციას.

ალვის ხეების დამტვერვა მარტის ბოლოდან მაისის ბოლომდე გრძელდება და შემაწუხებელ ჩივილებს იწვევს მის მტვერზე ალერგიულ პაციენტებში.

 

სიმპტომები

სურდო

ხველა

ცემინება

ცრემლდენა

თვალების ქავილი

ალერგიული გამონაყარი

სიმპტომების გამწვავება ასთმიან პაციენტებში

 

საინტერესო ფაქტია, რომ ალვის ხის ალერგიის მქონე პაციენტებში ზოგჯერ ჯვარედინი რეაქცია ვითარდება ისეთ ხილზე და ბოსტნეულზე, როგორიცაა: ვაშლი, ქლიავი, ალუბალი, გარგარი, ატამი, ლეღვი, საზამთრო, ფორთოხალი, პომიდორი, კიტრი, ბროკოლი, კომბოსტო, ყაბაყი და სხვა. ეს განპირობებულია ერთი და იგივე  ცილის შემცველობით, რომლის მიმართაც იმუნური რეაქცია ვიტარდება.

ალვის ხის ალერგიის დიაგნოსტირება ყოველთვის მარტივი არ არის, რადგან ის ემთხვევა სხვა პოლინოზების (მცენარეულ მტვერზე ალერგიების) სეზონს. გასათვალისწინებელია ალერგია ოთახის მცენარეებზეც. საუკეთესო გზა, ალერგენის დასადგენად, ალერგიული ტესტების ჩატარებაა – ყველა სავარაუდო ალერგენზე.

 

მკურნალობა და რეკომენდაციები

ყველაზე საუკეთესო საშუალება, ალერგიული რეაქციის თავიდან ასაცილებლად, მასთან კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანაა. პოლინოზები ამის საშუალებას ნაკლებად იძლევა, თუმცა არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია:

  • შეამოწმეთ მტვრის რაოდენობა. ქარიან ამინდში განსაკუთრებით უხვადაა ის, ამიტომ მოერიდეთ სახლიდან გასვლას.
  • ალერგიის სეზონზე ჯობს საღამოს საათებში გახვიდეთ სახლიდან, რადგან დილით და შუადღეს მტვრის რაოდენობა მაქსიმალურია.
  • სეზონური ალერგიების პერიოდში ჩვეულზე უფრო ხშირად დაალაგეთ სახლი სველი წესით.
  • გაზაფხულზე შეძლებისდაგვარად გასხალით ალვის ხის ტოტები
  • ხშირად გამოცვალეთ თეთრეული და საგარეო სამოსი – მტვრის ნაწილაკების მოსაცილებლად.
  • მიიღეთ შხაპი, ან დაიბანეთ სახე და ხელები ქუჩიდან დაბრუნების შემდეგ.
  • თავი აარიდეთ ზემოთჩამოთვლილი საკვების მიღებას, რომლებსაც ახასიათებს ჯვარედინი ალერგიული რეაქცია ალვის ხის ალერგენებთან.

ალერგენთან კონტაქტის შემცირება, ალერგიული რეაქციის განვითარებისგან აბსოლუტურ დაცვას არ წარმოადგენს,  ამიტომ საჭიროა მადესენსიბილიზებელი მკურნალობა, რომლის გეგმის და დოზირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სპეციალისტი.

 

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის 

სპეციფიკურ მომზადებას არ საჭიროებს

 

საკვლევი მასალა 

ვენური სისხლი

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button