ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

იმუნოგლობულინი E (IgE)

ცნობილი როგორც:იმუნოგლობულინი E
SKU: 1037

Original price was: ₾35.00.Current price is: ₾31.50.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

იმუნოგლობულინი E (IgE)

ტესტი  ზომავს სისხლში IgE ანტისხეულების დონეს. IgE არის იმუნური სისტემის ცილა, რომელიც მონაწილეობს ალერგიულ რეაქციებში.

იმუნოგლობულინი E (IgE) არის ადამიანის იმუნური სისტემის მიერ წარმოებული იმუნოგლობულინების (ანტისხეულების) 5 კლასიდან ერთ-ერთი. IgE-ს ნორმალური კონცენტრაცია ორგანიზმში უკიდურესად დაბალია (საერთო იმუნოგლობულინის 0,001%-ზე ნაკლები).

IgE მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში განვითარებულ ალერგიულ რეაქციებში. IgE-ს აქვს სხვა იმუნოგლობულინების მსგავსი სტრუქტურა, რომელიც შედგება 2 მსუბუქი და 2 მძიმე ჯაჭვისგან. თითოეული IgE მოლეკულის მძიმე ჯაჭვი შეიცავს ცვლად რეგიონს, რომელიც პასუხისმგებელია ანტიგენურ სპეციფიკაზე, შესაბამისად, IgE ანტისხეულების თითოეული ტიპი არის სპეციფიური კონკრეტული ალერგენისთვის და რეაგირებს მხოლოდ მასზე.

შრატის IgE მოლეკულების უმეტესობა მიმაგრებულია პოხიერი უჯრედებისა და ბაზოფილური გრანულოციტების ზედაპირზე. სპეციფიური ალერგენების ურთიერთქმედება სპეციფიურ IgE-სთან, ამ უჯრედების ზედაპირზე, იწვევს ჰისტამინის და სხვა ვაზოაქტიური ნივთიერებების გამოყოფას, რითაც იწყება ალერგიული რეაქცია.

თუ გაქვთ ალერგია, ალერგენთან კონტაქტის შემთხვევაში, თქვენი იმუნური სისტემა გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით IgE ანტისხეულებს. ისინი, თავის მხრივ, ააქტიურებენ იმუნური უჯრედების დიდ რაოდენობას, რომელთა მოქმედებაც განაპირობებს ალერგიული რეაქციების გამოვლინებებს – სურდოს, ქოშინს, გამონაყარს, შეშუპებას.

ალერგიული რინიტის ან ასთმის მქონე პირთა დაახლოებით ნახევარს აღენიშნება IgE-ის გაზრდილი დონე; დანარჩენებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ ალერგენისთვის სპეციფიური IgE-ის მაღალი კონცენტრაცია, აღენიშნებათ საერთო IgE-ს ნორმალური დონე. კვლევებმა აჩვენა, რომ საერთო IgE-ს დონე ხშირად გაზრდილია ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტებში და მისი დონე, როგორც წესი, კორელაციაშია ეგზემის სიმძიმესთან.

IgE-ს კონცენტრაცია ასევე იზრდება პარაზიტული ინფექციით დაავადებულ პაციენტებში, ალერგიული ბრონქ-ფილტვის ასპერგილოზის და გარკვეული ტიპის იმუნოდეფიციტის დროს (ჯობის სინდრომი).

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ალერგია;
  • პირველადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობები;
  • ინფექციები;
  • ავთვისებიანი დაავადებები;
  • სხვა ანთებითი დაავადებები

 

IgE ანტისხეულების ტესტირება აუცილებელია, შემდეგი სიმპტომების არსებობისას:

  • მუდმივად დახშული ცხვირი
  • მუდმივი გამონადენი ცხვირიდან (წყლიანი სეკრეტი)
  • ქავილი და თვალების მარტივი გაღიზიანება გამონადენით
  • გამონაყარი ამობურცული წითელი ლაქებით
  • დიარეა
  • ღებინება
  • Ჰაერის უკმარისობა
  • ხველა
  • მსტვინავი სუნთქვითი ხმიანობა გულმკერდის არეში

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

იმუნოგლობულინ E-ს კონცენტრაცია იზრდება:

  • Ბრონქული ასთმა;
  • თივის ცხელება;
  • ატოპიური დერმატიტი;
  • პარაზიტოზი;
  • ჯობის სინდრომი;
  • IgE მიელომა.

იმუნოგლობულინ E-ს კონცენტრაცია მცირდება:

  • თანდაყოლილი ან შეძენილი იმუნოდეფიციტი;
  • ატაქსია-ტელეანგიექტაზია;
  • არა-IgE მიელომა.

საცნობარო მნიშვნელობები

IgE ტესტის დადებითი შედეგი არ ნიშნავს საბოლოო დიაგნოზს – საჭიროა  სხვა კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემების  გათვალისწინება

ცრუ დადებითი შედეგები შესაძლებელია სხვა ალერგენებთან ჯვარედინი რეაქციის გამო

უარყოფითი შედეგი ან IgE ანტისხეულების დაბალი დონე აბსოლუტურად არ გამორიცხავს პაციენტის სენსიბილიზაციას

საკვლევი მასალავენური სისხლი


ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

http://synevo.ro

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 276 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button