ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾150.00
ნიმუშების გაგზავნა განხორციელდება სამშაბათობით,დღის მეორე ნახევარში! ამისთვის, ნიმუში გამოგზავნა ცენტრალურ ლაბორატორიაში უნდა გამოიგზავნოს სამსაბათს 12:00 საათამდე
პლაზმინოგენის აქტივატორის ინჰიბიტორი 1 (პაი-1) ერთჯაჭვიანი გლიკოპროტეინია, 47კდალტონი წონით. ის განეკუთვნება პროტეინების ოჯახს, რომლებიც აინჰიბირებს (ბლოკავს) პლაზმინოგენის აქტივატორებს. ფიბრინოლიზის პროცესში ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორი, არააქტიურ პლაზმინოგენს გარდაქმნის აქტიურ პლაზმინად. პლაზმინი მონაწილეობს ფიბრინის დეგრადაციაში, ასევე უზრუნველყოფს ლოკალურ პროტეაზულ აქტივობას მთელ რიგ ფიზიოლოგიურ პროცესებში, მაგ: ოვულაციაში, უჯრედებიც მიგრაციაში და ეპითელური უჯრედების დიფერენცირების პროცესებში.
პაი-1 ქსოვილოვანი და სხვა პლაზმინოგენის აქტივატორების პიველი რიგის ინჰიბიტორია. ის ზღუდავს პლაზმინის გამომუშავებას და ამით აკონტროლებს ფიბრინოლიზს. პლაზმინის უკონტროლო წარმოქმნას შეუძლია ფიბრინის დეგრადაციის დაჩქარება და სისხლდენის რისკის გაზრდა. პაი-1 დონე ნაწილობრივ კონტროლდება გენეტიკურ საფუძველზე. პაი-1 გენის ზოგიერთი პოლიმორფიზმი, სისხლში პაი-1 კონცენტრაციის მატებას იწვევს. პაი-1 დონის მატება სისხლში, ასოცირებულია მტელ რიგ ათეროსკლეროზულ რისკ-ფაქტორებთან. ინსულინი და პროინსულინი ასევე კორელაციაშია პაი-1-ის კონცენტრაციასთან. შაქრიანი დიაბეტით და ინსულინრეზისტენტობით პაციენტები, მიდრეკილნი არიან პაი-1 დონის მატებასიკენ.
პაი-1 წარმოადგენს თრომბოზულ ფაქტორს როგორც არტერიულ, ისე ვენურ თრომბოემბოლიურ დაავადებებში. პაი-1-ის კონცენტრაციის მატება ასოცირებულია კორონარული სინდრომის მაღალ რისკთან, კორონარული არტერიის ქრონიკული და მწვავე დაავადებების მქონე პაციენტებში.
საყურადღებო ინფორმაცია: პლაზმინოგენის აქტივატორის ინჰიბიტორი მწვავე სტადიის რეაქტიული სუბსტანციაა, ამიტომ შესაძლებელია მისი გარადმავალი მატება ანთების, ინფექციის ან დრავმის დროს. მისი დონე იმატებს ორსულობის პერიოდშიც.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |