ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾15.00 Original price was: ₾15.00.₾13.50Current price is: ₾13.50.
ფოსფორი (P) მეორე ყველაზე გავრცელებული მინერალია ადამიანის ორგანიზმში კალციუმის შემდეგ. იგი წარმოადგენს სხეულის წონის 1%-ს, რაც ნიშნავს, რომ ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 600-700გ ფოსფორია. ყველაზე დიდი რაოდენობით ფოსფორი გვხვდება ჩონჩხის ძვლებში (85% ჰიდროქსიაპატიტის სახით), დანარჩენი ნაწილი – კუნთებში, ნერვებსა და სისხლში.
ფოსფორი უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლის ფორმირებაში, ასევე ჩონჩხის სიძლიერის შენარჩუნებაში. ის ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზმში წყალ-ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებისთვის.
მისი შეწოვა ხდება ნაწლავის ეპითელიუმით და მისი ჰომეოსტაზი დამოკიდებულია თირკმლებზე, ამიტომ, ფოსფატების დონის ცვლილება ყველაზე ხშირად თირკმლების ფუნქციის დარღვევით არის განპირობებული.
თირკმლები ფილტრავს ზედმეტ ფოსფატს სისხლიდან და მათი გამოყოფა ორგანიზმიდან შარდთან ერთად ხდება. შესაბამისად თირკმლების პათოლოგიის შემთხვევაში შარდში დიდი რაოდენობით ფოსფატი გროვდება.
შარდის ფოსფორის განსაზღვრა რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის, ფოსფო-კალციუმის ბალანსისა და ნეფროლითიაზის შესაფასებლად.
პაციენტის მომზადება საჭირო არ არის.
24-საათიანი შარდი. დილის 7 საათზე პაციენტი შარდავს და არ ინახავს ამ შარდს, შემდეგი მოშარდვის დროს კი პლასტმასის ჭურჭელში (2-3 ლიტრიანი შარდის კონტეინერი) აგროვებს შარდის მთელ მოცულობას მეორე დღის დილის 7 საათამდე (24 საათის განმავლობაში); პაციენტმა ამ კონტეინერიდან 100 მლ შარდი უნდა გადაიტანოს (მაგ. შპრიცით) შარდისთვის განკუთვნილ ერთჯერად პლასტმასის ჭიქაში და უნდა შეინახოს 2-8 ° C ტემპერატურაზე ტესტის დაწყებამდე (1-1,5სთ-ის განმავლობაში).
შარდში ფოსფორის კონცენტრაცია იზრდება:
შარდში ფოსფორის კონცენტრაცია მცირდება:
კალიუმით მდიდარი დიეტა ამცირებს თირკმლებით ფოსფატების გამოყოფას, რაც იწვევს ჰიპერფოსფატემიას.
https://www.synevo.ro/shop/fosfor-urinar/
https://www.webmd.com/kidney-stones/urine-phosphate-test
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |