ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾60.00
ფენციკლიდინი ჰალუცინოგენია, რომელიც მე-20 საუკუნის ორმოცდაათიან წლებში საანესთეზიო საშუალებად გამოიყენებოდა. ხმარებიდან მისი ამოღება განხორციელდება პაციენტის ჰალუცინაციების და დელირიუმის (ცნობიერების შეცვლა) გამო.
ფენციკლიდინი არსებობს სხვადასხვა ფორმით: თეთრი ფხვნილის, კაფსულების, ტაბლეტების სახით, რომელთა მიღება ხდება პერორულად, საინექციო ფორმით და კვამლის შეყნოსვით.
ფენციკლიდინის მოქმედების ეფექტი დამოკიდებულია მიღებული მედიკამენტის ფორმაზე და დოზაზე. მცირე დოზით ის მოქმედებს როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის მასტიმულირებელი საშუალება, რომელიც აჩქარებს ფიზიოლოგიურ პროცესებს ორგანიზმში. მისი ეფექტი ვარირებს დეპრესიიდან ეიფორიამდე, იწვევს აგრესიულ განწყობას და ჰალუცინაციებს და ქცევის ცვლილებას.
ფენციკლიდინის მოხმარება არღვევს გარემოს და საკუთარი თავის აღქმის პროცესებს. ის ზრდის გულის რითმს, არტერიულ წნევას, იწვევს სახის ერითემას (წამოწითლებას), ოფლიანობას, თავბრუხვევას და პარესთეზიებს. დიდი დოზით მიღებისას იწვევს ძილიანობას, გულყრებს და კომას. სიკვდილი დგება გულის ან სუნთქვის უკმარისობის ან თავის ტვინში ჰემორაგიის შედეგად.
შარდში ფენციკლიდინის გამოვლენა შესაძლებელია პირველი მოხმარებიდან 4-6 საათშივე. შარდში მისი კვალი რჩება 7-14 დღის განმავლობაში.
საკვლევი მასალა: შარდი
რეფერალური ნორმა: ნეგატიური
პოზიტიური შედეგი მიუთითებს ტოქსიკური სუბსტრატის მოხმარებაზე პაციენტის მიერ.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |