ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾60.00
ფადიატოპი ალერგიული სკრინინგტესტია, საინჰალაციო ალერგენების მიმართ მაღალი მგრძნობელობითა და სპეციფიურობით. წარმოადგენს ენზიმურ იმუნოანალიზს და იკვლევს IgE ანტისხეულების არსებობას ისეთი ალერგენების ნარევის მიმართ როგორიცაა: ბალახების, ხეების, სარეველების მტვერი, კატის და ძაღლის ბეწვი, მტვრის ტკიპები და ობი. პოზიტიური პასუხი გულისხმობს, რომ ადამიანი ალერგიულია ამ ალერგენებიდან მინიმუმ ერთის მიმართ მაინც. გასათვალისწინებელია, რომ ტესტი არ აფასებს მგრძნობელობას საკვების, წამლების და სხვადასხვა ქიმიური აგენტების მიმართ.
ალერგიული პროცესისთვის დამახასიათებელი მინიმუმ ერთი სიმპტომის არსებობისას (რინიტი, ცხვირიდან ჩამონადენი, კანისა და ლორწოვანების ქავილი, ცემინება), რომლის ხანგრძლივობა 4 კვირა და მეტია, რეკომენდებულია ტესტის ჩატარება (საჭიროების მიხედვით გამოიყენება ალერგიული პანელებიც და ინდივიდუალური ტესტები ალეგენებზე). კვლევის ჩატარებას აზრი აქვს სიმპტომების არსებობისას და დიფერენცირებული დიაგნოსტიკისთვის.
ლაბორატორიული ტესტები საშუალებას იძლევა ატოპიური (ალერგიული) დერმატიტის დიფერენცირება მოვახდინოთ ისეთი დაავადებებისგან, როგორებიცაა სებორეა, ეგზემა, ტოქსიდერმია და სხვები.
ფადიატოპის და ფადიატოპი ინფანტის პოზიტიური პასუხი მიუთითებს, რომ ადამიანი ალერგიულია მოცემული ალერგენების ნარევის მინიმუმ ერთ კომპონენტზე.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |