ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾145.00
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები მიეკუთვნება გრძელჯაჭვიანი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ოჯახს და წარმოდგენილია ალფა-ლინოლეის მჟავით (ALA), ეიკოზაპენტაენის მჟავით (EPA) და დოკოზაჰექსაენის მჟავით (DHA). ალფა-ლინოლეის მჟავა შეუცვლელია, რადგან ის არ სინთეზდება ორგანიზმში და მიიღება გარე წყაროებით – საკვებით. მისი კონვერტირება (გარდაქმნა) შესაძლებელია ეიკოზაპენტაენის მჟავად და დოკოზაჰექსაენის მჟავად, რომელთა საერთო კონცენტრაცია ორგანიზმში 5%-ზე ნაკლებია.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების – ეიკოზაპენტაენის მჟავის და დოკოზაჰექსაენის მჟავის ძირითადი წყაროა თევზის ცხიმი.
ალფა-ლინოლეის მჟავა უფრო მცენარეული წარმოშობისაა და მის წყაროს წარმოადგენს სელის, კანოლას, ნიგვზის და სოიოს მარცვლები, ასევე ზღვის წყალმცენარეები.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები დადებით ეფექტს ახდენს კარდიოვასკულურ (გულ-სისხლძარღთა) სისტემაზე: ისინი ამცირებს სისხლში ტრიგლიცერიდების დონეს, ამცირებს ანთების და თრომბოციტების აგრეგაციის პროცესებს, ასტაბილიზებს ათერომულ ფოლაქებს და ამცირებს არითმიის რისკს – რითაც უზრუნველყოფს კორონარული დაავადების პრევენციას. მკვლევართა დასკვნით, ომეგა-3-ის კონცენტრაციის 1%-ით მატება, გულის შეტევის რისკს ამვირებს 40%-ით.
ასევე, ომეგა-3 მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი პროცესების პრევენციაში, როგორებიცაა: ავთვისებიანი სიმსივნეები, ნევროლოგიური დარღვევები, დიაბეტის და მეტაბოლური დაავადებების გართულებები. ასევე, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები მონაწილეობს ხანდაზმულებში ძვლოვანი სისტემის ფუნქციონირებაში, მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებაში, ბავშვების კოგნიტური განვიტარების პროცესებში და სხვა.
ითვლება, რომ ომეგა-3-ით მდიდარი საკვების მიღება ამცირებს ალცჰეიმერის დაავადების რისკს.
ომეგა 3-ის დეფიციტის სიმპტომები:
ძლიერი დაღლილობა
მეხსიერების დარღვევები
კანის სიმშრალე
დეპრესია და გუნებ-განწყობის ცვლილებები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები
ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების კლასია, რომელიც მოიცავს: ლინოლეის მჟავას (LA), გამა-ლინოლეის მჟავას (GLA) და არაქიდონის მჟავას (ARA).
ლინოლეის მჟავა მთავარი ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავაა საკვებში. მისი შემცველობა მაღალია სიმინდის და მზესუმზირის მარცვლებში. ის შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავაა, რადგან არ სინთეზდება ორგანიზმში. გამა-ლინოლეის მჟავის კონცენტრაცია საკვებში დაბალია (გარდა დედის რძისა). არაქიდონის მჟავა წარმოდგენილია ხორცსა და კვერცხში. ადამიანის ორგანიზმში ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები გარდაიქმნება არაქიდონის მჟავად, რომელიც შედის უჯრედების მემბრანის შემადგენლობაში.
მართალია მიჩნეულია, რომ არაქიდონის მჟავა ხელს უწყობს ანთებას, თუმცა დადგენილია, რომ ლინოლეის მჟავა წარმოქმნის ანთების საწინააღმდეგო მოლეკულებს, რომლებიც სისხლძარღვის ენდოთელიუმის დონეზე ანთების საწინააღმდეგო ეფექტებით ხასიათდება – ამცირებს თრომბოცირების შეწებებას, თრგუნავს ქემოკუნების და ინტერლეიკინის გამოყოფას, რომლებიც ათეროსკლეროზის მედიატორებია.
ცხიმოვანი მჟავების აქტიური მეტაბოლიტები მიიღება ფერმენტების: დელტა-6-დესატურაზას და დელტა-5-დესატურაზას მონაწილეობით. ამ ფერმენტების დეფიციტი იწვევს კონკრეტულ პათოლოგიებს. აღნიშნული ფერმენტების ფუნქციური აქტივობისთვის აუცილებელია კოფაქტორების საკმარისი ოდენობა, ესენია: ნიკოტინმჟავა (PP ვიტამინი), B6 ვიტამინი, C ვიტამინი, მაგნიუმი და თუთია. ფერმენტების ფუნქციის დათრგუნვის მიზეზია: ხანდაზმული ასაკი, სტრესი, ალკოჰოლის მოხმარება, ნაჯერი ცხიმებით მდიდარი რაციონი, ჰიპერქოლესტეროლემია, მაგნიუმის დაბალი დონე.
ცხიმოვანი მჟავების განსაზღვრის საჭიროება დგება შეუცვლელი ცხომოვანი მჟავების დეფიციტის დასადგენად, ასევე გულ-სისხლძარღთა სისტემაზე მათი დამცველობითი ეფექტების შესაფასებლად.
პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ, საკვების ბოლო მიღებიდან 12-14 საათში. კვლევის ჩატარებამდე მინიმუმ 24 საათის მანძილზე არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
ალფა-ლინოლეის მჟავა | 15 – 30 მგ/ლ |
ეიკოზაპენტაენის მჟავა | 20 – 55 მგ/ლ |
დოკოზაჰექსაენის მჟავა | 50 – 110 mg/l |
ლინოლეის მჟავა | 810 – 1320 მგ/ლ |
გამა-ლინოლეის მჟავა | 10 – 30 მგ/ლ |
არაქიდონის მჟავა | 185 – 335 მგ/ლ |
ომეგა-6/ომეგა-3 თანაფარდობა | 5 – 14 მგ/ლ |
ომეგა-3 ინდექსი | 6 – 8% |
ომეგა-6/ომეგა-3 თანაფარდობის ზრდა (ანუ ომეგა-6 სიჭარბე, ომეგა-3-თან შედარებით), ხელს უწყობს კარდიოვასკულური, ანთებითი, სიმსივნური, აუტოიმუნური დაავადებების განვითარებას. ომეგა-3-ის სიჭარბეს კი დამცველობითი ეფექტი აქვს.
ცხიმოვანი მჟავების კონცენტრაციებს შორის დისბალანსი ხშირად აღინიშნება ქრონიკული ანთებითი მდგომარეობების – ართრიტების, ათეროსკლეროზის, ეკზემის, ალერგიების, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, აუტოიმუნური დაავადებების, ასევე ქცევითი და ნეიროფსიქიატრიული დარღვევების დროს, როგორებიცაა: სენილური დემენცია, ჰიპერაქტიურობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომი, დეპრესია, პარესთეზიები.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია