ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

მეთილენტეტრაჰიდროფოლატ რედუქტაზას (MTHFR) გენის მუტაცია|C677T,A1298C

ცნობილი როგორც:მეთილენტეტრაჰიდროფოლატ რედუქტაზას (MTHFR) გენის მუტაცია|C677T,A1298T
SKU: 216

490.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

 მეთილენტეტრაჰიდროფოლატ რედუქტაზას (MTHFR) გენი

მონაწილეობს ფოლატის (ვიტამინი B9) აქტიურ ფორმად გარდაქმნის პროცესში. ამ გენის ყველაზე ხშირად შესწავლილი ვარიანტებია C677T და A1298C, რომლებიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს ფერმენტის აქტივობაზე.

C677T ვარიანტი:

  • დაკავშირებულია MTHFR ფერმენტის აქტივობის შემცირებასთან;
  • განსაკუთრებით TT ჰომოზიგოტურ მდგომარეობაში შესაძლოა გაიზარდოს ჰომოცისტეინის დონე, განსაკუთრებით ფოლატის დეფიციტის დროს

A1298C ვარიანტი

  • ასევე შესაძლოა ამცირებდეს ფერმენტის აქტივობას, თუმცა მისი გავლენა ჰომოცისტეინის დონეზე, როგორც წესი, ნაკლებად გამოხატულია

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ MTHFR-ის ვარიანტის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს დაავადებას. შედეგის შეფასება უნდა მოხდეს ჰომოცისტეინის, ფოლატის, B12-ის დონისა და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ჰომოცისტეინის დონის მომატებისას
  • ფოლატის ან B12 ვიტამინის დეფიციტის შეფასებისას;
  • განმეორებითი თრომბოზების ან ორსულობის გართულებების გარკვეულ შემთხვევებში (ექიმის გადაწყვეტილებით);
  • ოჯახის ისტორიის არსებობისას, თუ არსებობს მეტაბოლური დარღვევების ეჭვი
  • გენეტიკური თრომბოფილიის გამოსავლენად

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

C677T და A1298C ამ გენის ყველაზე გავრცელებული პოლიმორფიზმებია. მათი არსებობა თავისთავად დაავადებას არ ნიშნავს და შედეგების ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს კლინიკურ მონაცემებთან და საჭიროების შემთხვევაში ჰომოცისტეინისა და ფოლატის დონეებთან ერთად.

MTHFR პოლიმორფიზმები ძალიან გავრცელებულია და მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში გვხვდება

MTHFR გენის  C677T და A1298C პოლიმორფიზმების აღმოჩენა ხშირი გენეტიკური თავისებურებაა და უმეტეს შემთხვევაში დამოუკიდებლად არ საჭიროებს მკურნალობას. შედეგების შეფასება უნდა მოხდეს პაციენტის კლინიკური მდგომარეობისა და დამატებითი ლაბორატორიული მაჩვენებლების გათვალისწინებით.

 

საცნობარო მნიშვნელობები

MTHFR გენი ასინთეზებს ფერმენტს მეთილენ-ტეტრაჰიდრო-ფოლატ-რედუქტაზას, რომელიც მონაწილეობს ამინომჟავებისგან ცილის წარმოქმნის პროცესში მონაწილეობს. მნიშვნელოვანია მისი მონაწილეობა ფოლიუმის მჟავას მეტაბოლიზმში, რადგან ფოლიუმის მირებული ფორმა მონაწილეობს ჰომოცისტეინის მეთიონინად გარდაქმნაში. მეთიონინი აუცილებელი კომპონენტია ცილების და სხვა ნაერთების წარმოქმნისთვის.

MTHFR გენის 40-მდე მუტაციაა აღმოჩენილი ადამიანებში ჰომოცისტინურიით. ჰომოცისტინურია მდგომარეობაა როდესაც დარღვეულია ჰომოცისტეინის გარდაქმნის პროცესი მეთიონინად.  ასეთ ადამიანებს ხშირად აღენიშნებათ: შედედების დარღვევები, ჩონჩხისა და ნერვული სისტემის განვითარების ანომალიები, მხედველობის ორგანოს დაზიანება, მენტალური განვითარების შეფერხება და სხვა.

MTHFR გენის 2 ყველაზე ხშირი მუტაცია C677T და A1298C განაპირობებს  ფერმენტის აქტივობის შემცირებას და  დაკავშირებულია ისეთი პათოლოგიების განვითარებასთან, როგორიცაა: ჰომოცისტინურია, კოაგულაციის დარღვევები, ანენცეფალია, სპინა ბიფიდა და სხვა.

 

შეუკვეთეთ ყველა  ანალიზი ონლაინ

გაიგე მეტი


ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 273 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button