ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾17.00 Original price was: ₾17.00.₾15.30Current price is: ₾15.30.
ჩვეულებრივ, მაგნიუმის 95%, რომელიც იფილტრება თირკმლებში გლომერულურ დონეზე, რეაბსორბირდება მილაკებით, განსაკუთრებით ჰენლეს მარყუჟის აღმავალ ნაწილში.
მაგნიუმის ექსკრეციის პროცესი აკონტროლებს ამ ელემენტის დონეს შრატში, მეორე მხრივ მაგნიუმი კალციუმთან ერთად პარათირეოიდული ჰორმონის ზემოქმედებას ექვემდებარება; კალციუმის რეაბსორბციის გაზრდა იწვევს მაგნიუმის აბსორბციის დათრგუნვას. ჰიპერკალციემია, ჰიპოფოსფატემია და აციდოზი წარმოადგენენ მაგნიუმის მილაკოვანი რეაბსორბციის ინჰიბიტორებს.
როდესაც თირკმლის ფუნქცია შედარებით დათრგუნულია, ხდება მაგნიუმის შეკავება, რაც იწვევს შრატში მისი დონის მომატებას.
შარდში მაგნიუმის კონცენტრაცია იზრდება:
შარდში მაგნიუმის კონცენტრაცია მცირდება:
24-საათიანი შარდი. დილის 7 საათზე პაციენტი შარდავს და არ ინახავს ამ შარდს, შემდეგი მოშარდვის დროს კი პლასტმასის ჭურჭელში (2-3 ლიტრიანი შარდის კონტეინერი) აგროვებს შარდის მთელ მოცულობას მეორე დღის დილის 7 საათამდე (24 საათის განმავლობაში); პაციენტმა ამ კონტეინერიდან 100 მლ შარდი უნდა გადაიტანოს (მაგ. შპრიცით) შარდისთვის განკუთვნილ ერთჯერად პლასტმასის ჭიქაში და უნდა შეინახოს 2-8 ° C ტემპერატურაზე ტესტის დაწყებამდე (1-1,5სთ-ის განმავლობაში).
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |