ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾40.00 Original price was: ₾40.00.₾36.00Current price is: ₾36.00.
LH (მალუთეინიზერებელი ჰორმონი), FSH-თან (ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი) ერთად მიეკუთვნება გონადოტროპული ჰორმონების ჯგუფს, რომლებიც ასტიმულირებენ სასქესო ჯირკვლებს ანუ გონადებს FSH და LH სეკრეცია არის პულსური და კონტროლდება ჰიპოთალამუსისგან გონადოტროპინის გამათავისუფლებელი ჰორმონის (GnRH) პერიოდული გამოყოფით. LH და FSH არეგულირებენ და ასტიმულირებენ გონადების (საკვერცხეების და სათესლეების) ზრდასა და ფუნქციონირებას. ამ ორ ჰორმონს წარმოქმნიან ჰიპოფიზის წინა წილის გონადოტროპული უჯრედები, საიდანაც ისინი სისხლში აღწევს და აქედან – გონადებამდე: საკვერცხეებში ისინი ასტიმულირებენ ფოლიკულების ზრდასა და მომწიფებას, ყვითელი სხეულის ფორმირებასა და განვითარებას, შესაბამისად, ესროგენებისა და პროგესტერონის სინთეზსა და სეკრეციას, ხოლო მამაკაცებში, LH ასტიმულირებს სათესლე ჯირკვლის ლეიდიგის უჯრედებს, ტესტოსტერონის გამომუშავებასა და სპერმის ნორმალურ მომწიფებას.
მალუთეინიზებელი ჰორმონის ყველაზე მაღალი დონე აღინიშნება მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში და უკავშირდება ოვულაციის ინდუქციას (საკვერცხისგან მომწიფებული კვერცხუჯრედის გამოყოფა) და ყვითელი სხეულის წარმოქმნას, რომლის სეკრეციის მთავარი პროდუქტია პროგესტერონი.
უმეტეს შემთხვევაში მოწმდება სხვა სასქესო ჰორმონებთან ერთად.
აუცილებელი არ არის უზმოდ ყოფნა. რეპროდუქციული სისტემის ჰორმონების ლაბორატორიული კვლევა რეკომენდირებულია ჩატარდეს მენსტრუალური ციკლის 6–7 დღეს, მშვიდი ძილის შემდეგ, მოსვენებულ მდგომარეობაში. პაციენტმა უნდა მიუთითოს ბოლო მენსტრუაციის თარიღი ან ულტრაბგერით განსაზღვრული გესტაციური ასაკი.
ვენური სისხლი
მალუთეინიზებელი და ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის მომატებული დონე შეინიშნება:
ლუტეინირებული ჰორმონის დაქვეითებული დონეები შეინიშნება:
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები