
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾235.00
ლევეტირაცეტამი ფართო სპექტრის ანტიეპილეფსიური მედიკამენტია, რომელიც გამოიყენება პარციალური, ფოკალური, მიოკლონური, ტონურ-კლონური გულყრების სამკურნალოდ, როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში. ლევეტირაცეტამი უკავშირდება სინაფსურ პროტეინებს, რიტაც აინჰიბირებს კალციუმის არხებს პრესინაფსურ დონეზე და ამცირებს ნეირომედიატორის გამოყოფას. ანუ მოქმედებს როგორც ნეირომოდულატორი.
ლევეტირაცეტამის მთავარი მეტაბოლიტი კარბოქსილმჟავას წარმოებულია, რომელიც არააქტიურია და მირებული დოზის მეოთხედს შეადგენს. მედიკამენტის გამოყოფა ხდება თირკმლით. ნახევარდაშლის პერიოდი მოზრდილებში 6-8 საათია, ბავშვებში 5-7, ხანდაზმულებში 10-11 საათი. თირკმლის ფუნქციური უკმარისობისას აუცილებელია მედიკამენტის დოზის კორექცია და კონცენტრაციის მონიტორინგი.
პაციენტის მომზადება: საკვლევი ნიმუშის აღება უნდა მოხდეს ბოლო დოზის მიღებიდან მინიმუმ 12 საათის შემდეგ.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
რეფერალური ნორმები: 10-40 მკგ/მლ
თერაპიული ეფექტის მონიტორინგისთვის
მედიკამენტის ტოქსიკური ეფექტის მონიტორინგისთვის
ანტიკონვულსანტის სისხლის ტესტი გამოიყენება ანტიკონვულსანტის (ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატის) დონეების მონიტორინგისთვის. ტესტი აფასებს, არის თუ არა პრეპარატის კონცენტრაცია თერაპიულ დიაპაზონში, რაც უზრუნველყოფს ეფექტურობას და ამცირებს გვერდითი ეფექტების რისკს.
მედიკამენტის ტოქსიკური ეფექტებიდან შეიძლება გამოვლინდეს ჰემატოკრიტის, ერითროციტების, ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება სისხლში, ძილიანობა, ასთენია, თავბრუხვევა.
მედიკამენტი მეტაბოლიზდება ღვიძლის ჰიდროლაზებით.
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები