ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾255.00
ვიტამინი K1 ანუ ფილოქინონი ცხიმში ხსნადი ვიტამინების ჯგუფს განეკუთვნება. ფილოქინონი დიდი ოდენობითაა აღმოჩენილი მწვანეფოთლოვან ბოსტნეულში და ზოგიერთ ხილში (ავოკადო, კივი). ვიტამინი K1 აუცილებელი კოფაქტორია (კატალიზატორია) ცილის გლუტამატის (ამინომჟავა) ნაშთების გამა-კარბოქსილირების პროცესში. ამ რეაქციით მიღებული გამა-კარბოქსიგლუტამინმჟავა ააქტიურებს შედედების II (პრითრომბინი), VII,IX და X ფაქტორებს. სხვა ცილები, რომლებიც ჩართულია ძვლის მეტაბოლიზმში, უჯრედის ზრდისა და აპოპტოზის პროცესებში, ასევე განიცდის გამა-კარბოქსიგლუტამინმჟავის ზემოქმედებას.
ღვიძლში ხდება K ვიტამინის კატაბოლიზმი (დაშლა).
K ვიტამინის განსაზღვრა უზმოდ აღებული ნიმუშიდან წარმოადგენს კვებით რაციონში მისი მიღების ინდიკატორს. K ვიტამინის დღიური დოზა ქალებისთვის არის 90 ნგ/დღეში, მამაკაცებისათვის 120ნგ/დღეში.
K ვიტამინის დეფიციტზე ეჭვის არსებობის, ან სიმპტომების გამოვლენისას.
წინასწარი მომზადება – კვლევა ტარდება უზმოდ
საკვლევი მასალა – ვენური სისხლი
რეფერალური ნორმა – 0.13 – 1.19 ნგ/ლ
გარკვეული მდგომარეობები გავლენას ახდენს K ვიტამინის შეწოვის პროცესებზე და შესაბამისად – მაჩვენებელზე სისხლში. ესენია:
ღვიძლის და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |