
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾20.00 Original price was: ₾20.00.₾18.00Current price is: ₾18.00.
რკინა (Fe) ჰემოგლობინისა და მიოგლობინის სინთეზისათვის აუცილებელი ელემენტია, ორგანიზმში არსებული რკინის 70%-ს სწორედ ჰემოგლობინი იკავშირებს. იგი მცირე რაოდენობით ასევე შედის ზოგიერთი ფერმენტის შემადგენლობაში, დანარჩენი რკინა კი ორგანიზმში ინახება ფერიტინისა და ჰემოსიდერინის (ცილები, რომლებიც რკინას უჯრედებში ინახავენ) სახით. სისხლში ის უკავშირდება ტრანსფერინს (რკინის გადამტან ცილას) ტრანსპორტირებისთვის.
საკვებში შემავალი რკინის შეწოვა ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ყოველდღიურად მაქსიმუმ 2 მგ ოდენობით. ჯანმრთელ ადამიანებში რკინის შეწოვა აკომპენსირებს მის დანაკარგს განავლით, შარდით, ნაღვლით, ნაწლავის ეპითელიუმის უჯრედებით, კანით, ოფლითა და მენსტრუალური სისხლით, რაც ხელს უწყობს რკინის ჰომეოსტაზის შენარჩუნებას.
შრატში რკინის საერთო კონცენტრაცია დილით დაახლოებით 20%-ით მეტია, ვიდრე საღამოს.
ქალებში, რკინის დონე ჩვეულებრივ უფრო დაბალია, ვიდრე მამაკაცებში და დამოკიდებულია მენსტრუალური ციკლის ფაზაზე. ორივე სქესში ასაკთან ერთად რკინის დონე იკლებს.
როდესაც აღინიშნება რკინის დეფიციტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები:
ტესტირება რეკომენდებულია სისხლის გადასხმის ან რკინის შემცვლელი პრეპარატებით თერაპიით დაწყებამდე.
ტესტი ინიშნება ექიმის მიერ
რკინის გაზრდილი დონე:
რკინის დეფიციტი:
რკინის დეფიციტი იწვევს მიკროციტულ ანემიას (სისხლის წითელი უჯრედების ზომის შემცირებით) და შეიძლება დაკავშირებული იყოს ისეთ სიტუაციებთან, როგორიცაა:
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ რკინადეფიციტური ანემია, ძალიან ხშირად, სხვა ძირითადი დაავადებებით გამოწვეული მეორადი პროცესია. ამ მიზეზით, რეკომენდებულია ანემიის მიზეზების დიფერენცირება და წყაროს ძიება დამატებითი თერაპიის დაწყებამდე.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები