
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾20.00 Original price was: ₾20.00.₾18.00Current price is: ₾18.00.
სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის განსაზღვრა გამოიყენება წყალ-ელექტროლიტური ბალანსის შესაფასებლად და ორგანიზმში სითხის განაწილების დარღვევების გამოსავლენად.
ნატრიუმი (Na⁺) ორგანიზმის მთავარი უჯრედგარე კათიონია. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში სითხის ბალანსის, არტერიული წნევის, ნერვული იმპულსების გადაცემისა და კუნთების ფუნქციონირების რეგულირებაში.
ნატრიუმი წყალ-ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ნატრიუმის განსაზღვრა მნიშვნელოვანი სხვადასხვა მდგომარეობების შესაფასებლად:
ნატრიუმის კონცენტრაციის ზრდა:
ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება:
1. უჯრედგარე სითხის მოცულობის და მთლიანი ნატრიუმის შემცირება:
2. ზომიერად მომატებული უჯრედგარე სითხის მოცულობა და მთლიანი ნატრიუმის ნორმალური დონე:
3. გაზრდილი უჯრედგარე სითხის მოცულობა და მთლიანი ნატრიუმის გაზრდილი დონე. (შეშუპებასთან დაკავშირებული დაავადებები):
ნატრიუმის მომატებული დონე (ჰიპერნატრიემია) ხშირად უკავშირდება ორგანიზმიდან წყლის ჭარბ დაკარგვას ან წყლის არასაკმარის მიღებას. შესაძლოა გამოვლინდეს ძლიერი წყურვილით, სისუსტით, გაღიზიანებადობითა და ცნობიერების ცვლილებით.
ნატრიუმის შემცირებული დონე (ჰიპონატრიემია) შეიძლება გამოწვეული იყოს ორგანიზმში წყლის ჭარბი შეკავებით, სითხისა და ნატრიუმის დაკარგვით, ზოგიერთი მედიკამენტის მიღებით ან ჰორმონული დარღვევებით. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა გამოიწვიოს დაბნეულობა და კრუნჩხვები.
შედეგები ფასდება პაციენტის კლინიკური მდგომარეობის, სითხის ბალანსისა და სხვა ელექტროლიტების მაჩვენებლებთან ერთად.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
ნატრიუმის სისხლის ანალიზისთვის, როგორც წესი, უზმოდ ყოფნა აუცილებელი არ არის. თუმცა, თუ კვლევა სხვა ანალიზებთან ერთად ტარდება, შესაძლოა საჭირო გახდეს მათი მომზადების წესების გათვალისწინება. რეკომენდებულია ტესტამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, მოწევა და მძიმე ფიზიკური აქტივობა.
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
