Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

იმუნოგლობულინი A (IgA)

ცნობილი როგორც:Imunoglobuline A
SKU: 1038

36.90

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

იმუნოგლობულინი A (IgA) წარმოადგენს მთლიანი იმუნოგლობულინების 10-15%-ს. IgA არის ძირითადი სეკრეტორული ანტისხეული; ის გვხვდება ცრემლებში, ნერწყვში, რესპირატორულ, კუჭ-ნაწლავის და უროგენიტალურ სეკრეტებში. დიმერულ ფორმაში (IgA₂) ის დამატებით შეიცავს ორ ოლიგოპეპტიდურ ჯაჭვს: ერთ შემაკავშირებელს და ერთ სეკრეტორულს (გლიკოპროტეინს). IgA₂ მდგრადია პროტეოლიზური მოქმედების მიმართ და მონაწილეობს ბაქტერიების აგლუტინაციაში, რითაც ხელს უშლის ლორწოვან გარსებში მათ შეღწევას.

IgA-ს მომატებული დონე გვხვდება ლიმფოპროლიფერაციულ დარღვევებში, განსაკუთრებით მრავლობითი IgA მიელომისა და “ხმელთაშუა ზღვის” ლიმფომის ნაწლავური ლოკალიზაციის შემთხვევაში. IgA-ის დონის მატება შეიძლება აღინიშნოს ლორწოვანის ზედაპირის მრავალი პათოლოგიის დროს. IgA-ს დონის დაქვეითება შეინიშნება ქრონიკული სინოპულმონარული დაავადების, ატაქსია-ტელეანგიექტაზიის და თანდაყოლილი დეფიციტის მქონე პაციენტებში. ზოგიერთ კლინიკურად მნიშვნელოვან IgA-ის დეფიციტს თან ახლავს IgG₂-ისა და IgG₄-ის დეფიციტი.

IgA-ს თანდაყოლილი დეფიციტის მქონე პაციენტები მიდრეკილნი არიან აუტოიმუნური დარღვევებისკენ და შეიძლება განუვითარდეთ ანტისხეულები IgA-ს მიმართ, ანაფილაქსიის რისკით, IgA-ის შემცველი სისხლის ერთჯერადი გადასხმის შემთხვევაშიც კი;

როდის ჩავიტაროთ ტესტი იმუნოგლობულინ A-ზე (IgA)?

  • ჰუმორული იმუნიტეტის შეფასება;
  • IgA მიელომის მკურნალობის მონიტორინგი.
  • ხმელთაშუა ზღვის ლიმფომა ნაწლავური ლოკალიზაციით.

ისეთი სიმპტომების შემთხვევაში როგორიცაა:

  • გახანგრძლივებული ცხელება ღამის ოფლიანობით;
  • ძვლების ტკივილი;
  • ძვლის სპონტანური მოტეხილობა;
  • ლიმფური კვანძების შეშუპება და სხვა.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

იმუნოგლობულინ A-ს კონცენტრაცია იზრდება:

  • IgA მიელომა;
  • ღვიძლის ციროზი;
  • ობსტრუქციული სიყვითლე;
  • ალკოჰოლიზმი;
  • ქვემწვავე და ქრონიკული ინფექციები;
  • სისტემური წითელი მგლურა (ზოგიერთ პაციენტში);
  • სარკოიდოზი (ზოგიერთ პაციენტში);
  • ვისკოტ-ოლდრიჩის სინდრომი.

იმუნოგლობულინ A-ს კონცენტრაცია მცირდება:

  • ატაქსია-ტელეანგიექტაზია;
  • ქრონიკული სინოპულმონარული დაავადება;
  • ალკოჰოლისგან თავის შეკავება (1 წლის შემდეგ);
  • თანდაყოლილი დეფიციტი;
  • დისგამაგლობულინემია;
  • მალაბსორბცია (ზოგიერთ პაციენტში);
  • ღვიძლის ციროზი (ზოგჯერ);
  • სტილის სინდრომი (ზოგჯერ);
  • მორეციდივე შუა ოტიტი (ზოგჯერ);
  • არა-IgA მიელომა;
  • Waldenström-ის მაკროგლობულინემია.

იმუნოგლობულინ A-ს და სხვა იმუნოგლობულინების კონცენტრაცია მცირდება:

  • შეძენილი და თანდაყოლილი აგამაგლობულინემია;
  • თიმუსის მემკვიდრეობითი აპლაზია;
  • I და II ტიპის დისგამაგლობულინემია;
  • ჩვილებში და ადრეულ ბავშვობაში.

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/imunoglobulina-iga/
https://www.synevo.bg/iga/

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button