ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾190.00
“სინევოს” დოლიძის ფილიალში. მის: დოლიძის N46
ნაცხის აღების ღირებულება 15 ლარია
იმუნოციტოქიმიური CIN2+ დიაგნოსტიკა ორმაგი პროგნოზული სადიაგნოსტიკო ტესტია, რომელიც აფასებს p16INK4a და Ki67 ცილების უჯრედულ ექსპრესიას ცერვიკო-ვაგინალურ (საშვილოსნოს ყელისა და საშოს ლორწოვანის) ნიმუშში. ტესტის სენსიტიურობა 94%, ხოლო სპეციფიკურობა 97% შეადგენს – საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმის მაღალი ხარისხის რისკის შეფასებაში (CIN2+).
p16INK4a ცილა მონაწილეობს უჯრედული ციკლის და უჯრედების გაყოფის კონტროლირების პროცესში (ანელებს უჯრედის გაყოფის პროცესს ინტერფაზის G1 ფაზიდან S ფაზამდე). ამგვარად, ნორმალურ პირობებში p16INK4a ცილა ასრულებს სიმსივნის დამთრგუნველ ფუნქციას, ბლოკავს პაპილომავირუსით ინფიცირებული ცერვიკალური უჯრედების უკონტროლო გამრავლებას. პერსისტენტული HPV ინფექციების დროს წარმოიქმნება E6 და E7 ონკოპროტეინები, რომლებიც ბლოკავს სიმსივნის დამთრგუნველ გენებს და მათ მიერ სინთეზირებულ ცილებს, რაც იწვევს საბოლოოდ გენომურ არასტაბილურობას და დაზიანებული ეპითელური უჯრედების უკონტროლო გამრავლებას.
E7 ონკოპროტეინი (ონკოცილა) იწვევს p16INK4a ცილის დაგროვებას, რომლის აღმოჩენაც იმუნოციტოქიმიური მეთოდითაა შესაძლებელი.
p16INK4a ცილის ჭარბწარმოქმნა HPV-ინფიცირებული უჯრედების სიმსივნური გარდაქმნის დასაწყისის მარკერია და შეესაბამება საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე მდგომარეობას.
Ki67 ცილა უჯრედის პროლიფერაციის (გამრავლების) მარკერია და წარმოიქმნება გამრავლების პროცესში მყოფი უჯრედის ბირთვში. ერთსა და იმავე უჯრედში p16INK4a და Ki67 ცილების ჭარბად წარმოქმნა მიუთითებს უჯრედული ციკლის დარღვევაზე და პაპილომავირუსის (HPV) მაღალონკოგენურ აქტივობაზე. აუცილებელია ასეთი პაციენტის კოპლოსკოპიური შეფასება.
CIN2+ იმუნოციტოქიმიური კვლევის რეკომენდაცია ეძლევა:
მასალის აღება
ნიმუშის შეგროვება ხორციელდება სითხეზე დაფუძნებული ციტოლოგიური კვლევისათვის განკუთვნილი ფლაკონის და ჯაგრისის გამოყენებით, რომელიც მასალის უდანაკარგოდ შეგროვებისა და დაუზიანებლად ტრანსპორტირების შესაძლებლობას იძლევა.
იმუნოციტოქიმიური კვლევა ხორციელდება სრულად ავტომატიზებულ სისტემაში, რომელიც ორივე ცილს ერთდროული გამოვლენის საშუალებას იძლევა.
ნიმუშის დამუშავების სტადიები მოოიცავს ანტიგენის გაშიშვლებას, ენდოგენური პეროქსიდაზების (ფერმენტების) დეაქტივირებას, ინკუბაციას და ორი იმუნოციტოქიმიური რეაქციის გაშვებას, რომლის ვიზუალიზაცია ხორციელდება ორი სხვადასხვა ფერით. დამუშავებული სლაიდების შესწავლა ხორციელდება ოპტიკური მიკროსკოპით, მიუხედავად უჯრედის მორფოლოგიისა.
CIN2+ იმუნოციტოქიმიური ტესტის (CINtec® PLUS) შედეგი ითვლება პოზიტიურად, როდესაც თუნდაც ერთ უჯრედში აღინიშნება p16INK4a და Ki67 ცილების ერთდროული ექსპრესია.
p16INK4a ცილის ჭარბი ექსპრესია აღინიშნება ყავისფერი შეფერილობით, Ki-67 ცილის ჭარბი ექსპრესია კი – წითელი შეფერილობით. ორმაგი ციტოქიმიური სიგნალი (დაზიანების ორივე ტიპის აღმნიშვნელი შეფერილობების გამოვლენა)
ორმაგი იმუნოციტოქიმიური სიგნალი (რომელიც ორი ფერითაა გამოხატული) მიუთითებს უჯრედის სასიცოცხლო ციკლის დისრეგულაციაზე და გენომში განვითარებულ ცვლილებებზე, რაც მაღალი რისკის დაზიანების ინდიკატორია.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
56 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 27 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი, სენაკი, ლანჩხუთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 56 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2025 © სინევო. ყველა უფლება დაცულია