ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾50.00 Original price was: ₾50.00.₾45.00Current price is: ₾45.00.
C რეაქტიული ცილა მწვავე ფაზის ერთერთი ყველაზე მგრძნობიარე რეაქტანტია. პლაზმაში მისი კონცენტრაცია დრამატულად იცვლება მძიმე ტრავმების,ბაქტერიული ინფექციების, ანთების, ქირურგიული ჩარევის და სიმსივნური პროცესების დროს.
მაღალი მგრძნობელობის C რეაქტიული ცილა (Hs-CRP) სუბსტანციაა, რომელიც მატულობს სისხლში ანთების, ინფექციის, ქირურგიული ჩარევების, ტრავმების დროსაც.
მაღალი მგრძნობელობის C რეაქტიული ცილის (Hs-CRP) გამოვლენა დაბალ კონცენტრაციებში, მიუთითებს გახანგრძლივებულ ვასკულურ ანთებაზე.
მაღალი მგრძნობელობის C რეაქტიული ცილა (Hs-CRP) გულის ქრონიკული დაავადების განვითარების შესაფასებელი მარკერია, რომლის გამოყენება შესაძლებელია პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებშიც.
Hs-CRP -ს ნორმული, უმნიშვნელოდ მომატებული მაჩვენებელი (1.0 – 3.0 მგ/ლ), სხვა მხრივ ჯანმრთელ ადამიანებში მიუთითებს მომავალში გულის შეტევის, ინსულტის, უეცარი კარდიული სიკვდილის და არტერიების პერიფერიული (ათეროსკლეროზული) დაავადებების განვითარების რისკზე, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქოლესტეროლის მაჩვენებელი ნორმას არ სცილდება.
არაერთი ეპიდემიოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ პაციენტებს, როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს, პლაზმის მაღალი მგრძნობელობის CRP-ს მაჩვენებლის ზრდით, გულის კორონარული დაავადების და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების მომატებული რისკი აქვთ.
ამგვარად, C რეაქტიული ცილა გულის კორონარული დაავადებების არაპირადპირი რისკ-ფაქტორია და მისი მომატებული კონცენტრაცია პლაზმაში შესაძლოა ასახავდეს ისეთ მდგომარეობებს, როგორებიცაა:
მაღალი მგრძნობელობის C რეაქტიული ცილა ზომავს აღნიშნული ცილის მცირე ცვლილებას, რაც კორელაციაშია კარდიოვასკულური დაავადებების რისკფაქტორებთან და გულის დაავადების პრევენციასთან.
მაღალი მგრძნობელობის C რეაქტიული ცილის ტესტი უფრო მეტად მგრძნობიარეა, სტანდარტულ კვლევასთან შედარებით და C რეაქტიული ცილის კონცენტრაციის უმნიშვნელო ცვლილებების დაფიქსირების შესაძლებლობას იძლევა. ის გამოიყენება შემდეგი პათოლოგიების დროს:
არაერთი ეპიდემიოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ პაციენტებს, როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს, პლაზმის მაღალი მგრძნობელობის CRP-ს მაჩვენებლის ზრდით, გულის კორონარული დაავადების და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების მომატებული რისკი აქვთ.
ამგვარად, C რეაქტიული ცილა გულის კორონარული დაავადებების არაპირადპირი რისკ-ფაქტორია და მისი მომატებული კონცენტრაცია პლაზმაში შესაძლოა ასახავდეს ისეთ მდგომარეობებს, როგორებიცაა:
როდის ჩავიტაროთ კვლევა?
მაღალი მგრძნობელობის C რეაქტიული ცილის (Hs-CRP) განსაზღვრა რეკომენდებულია:
როდესაც მაღალი მგრძნობელობის C რეაქტიული ცილის (Hs-CRP) მაჩვენებელი მომატებულია, რეკომენდებულია ტესტის გამეორება, დაახლოებით 2 კვირაში.
კვლევის ჩატარება არ არის რეკომენდებულიინფექციის ან ანთების სიმპტომების მქონე პაციენტებში და ტრავმების დროს.
წინასწარი მომზადება: საჭირო არ არის
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
რეფერალური ნორმები:
< 1მგ/ლ: დაბალი რისკი
1-3 მგ/ლ: საშუალო რისკი
> 3 მგ/ლ: მომატებული რისკი
თუ მაჩვენებელი > 10 მგ/ლ-ზე მეტია, კარდიოვასკულური მიზეზი ნაკლებ სავარაუდოა.
რეფერალური ნორმები ახალშობილებსა და ბავშვებში:
ახალშობილები (0-3 კვირამდე): 0.1-4.1 მგ/ლ
ბავშვები (1 თვიდან – 15 წლამდე ): 0.1 -2.8 მგ/ლ
ინტერპრეტაცია
C რეაქტიული ცილის მაჩვენებლის ზრდა არასპეციფიკური მარკერია და მისი მნიშვნელობის განხილვა კლინიკური მონაცემების კონტექსტში უნდა განხორციელდეს. კვლევას არ აქვს სასკრინინგი ხასიათი.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |