ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾35.00 Original price was: ₾35.00.₾31.50Current price is: ₾31.50.
არტივი ჰერპეს ვირუსი (HSV) უძველესი და ყველგან გავრცელებული ვირუსია, რომელიც ადამიანებში იწვევს მწვავე და მორეციდივე ინფექციებს. გადაცემა ხდება ინფიცირებულ ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტით. ვირუსი ხვდება ლორწოვან გარსებში (თვალის, პირის ღრუს და სასქესო ორგანოების) და ადგილობრივად მრავლდება. ინფექციის კლინიკური მიმდინარეობა ცვალებადია და სიმპტომები ზოგჯერ შეიძლება იყოს მინიმალური და შეუმჩნეველი. ძირითადად ვითარდება გამონაყარი, კანის დაზიანება, სასქესო ტრაქტის დაზიანება და ახალშობილთა ჰერპესი. ინფიცირებულთა მცირე პროცენტში ვირუსი შეიძლება შევიდეს მგრძნობიარე ნერვული ფესვის ლიმფურ კვანძში და გამოიწვიოს განმეორებითი (რეკურენტული) ინფექციები. ძალიან ხშირად, ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ვირუსი რჩება ლატენტურ მდგომარეობაში (მიძინების მდგომარეობაში). მისი ხელახალი გააქტიურება ჩვეულებრივ ხდება გარე ფაქტორების გავლენის ქვეშ, როგორიცაა იმუნიტეტის დაქვეითება, სტრესი ან სხვა ინფექცია.
IgM
დადებითი შედეგის მიღება მიუთითებს აქტიურ ინფექციაზე.
ვირუსის რეაქტივაციამ შეიძლება გამოიწვიოს ან არ გამოიწვიოს IgM ანტისხეულების დონის შესამჩნევი ზრდა.
დიაგნოსტიკური შეზღუდვები
არსებობს ჰერპეს ვირუსის ორი ძირითადი ტიპი: HSV1 და HSV2.
პირველი ტიპის მარტივი ჰერპეს ვირუსი (HSV-1) იწვევს პირველად ჰერპესს, რომელიც ძირითადად აზიანებს კანს, ტუჩებს, პირის ღრუს ლორწოვანს, კონიუნქტივას, ზედა კიდურებს, იწვევს მენინგოენცეფალიტს, ახალშობილთა ჰერპესს და თანდაყოლილ ოფთალმოჰერპესს.
პირველადი HSV1 ინფექციები უპირატესად შეძენილია ბავშვობაში; ოროფარინგეალური ინფექციის შემდეგ ვირუსი ახდენს სამწვერა ნერვის განგლიების კოლონიზაციას, სადაც ის რჩება მიძინებული. ბავშვებში ყველაზე მნიშვნელოვანი კლინიკური გამოვლინება გინგივოსტომატიტია, უფროს ასაკში კი დამახასიათებელია ზედა სასუნთქი გზების ინფექციები და ინფექციური მონონუკლეოზის მსგავსი სინდრომი.
მიუხედავად იმისა, რომ HSV1 და HSV2 სხვადასხვა გზით გადაეცემა და გავლენას ახდენს სხეულის სხვადასხვა უბანზე, ხშირად ვლინდება გადაკვეთა ამ ორი ვირუსის ეპიდემიოლოგიასა და მათ მიერ გამოწვეული ინფექციების კლინიკურ გამოვლინებებს შორის.
დიფერენცირება HSV1 და HSV2 ინფექციებს შორის სასარგებლოა სუბკლინიკური ან შეუმჩნეველი ინფექციების მქონე პაციენტებში. ძირითადი სიტუაციები, რომლებშიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია HSV1 და HSV2-ის დიფერენცირება, არის შემდეგი:
HSV ინფექციების დიაგნოსტიკა ჩვეულებრივ ხდება კლინიკური გამოვლინებებისა და ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე, როგორიცაა ვირუსული დნმ-ის გამოვლენა, ვირუსული კულტურები და სეროლოგიური ტესტები.
სეროლოგიური მარკერების (IgM, IgG) შეფასება წარმოადგენს ინფექციის დიაგნოსტიკის არაპირდაპირ მეთოდს – ეს საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ორგანიზმის იმუნური პასუხი ორგანიზმში არსებულ პათოგენზე.
IgM-ის განსაზღვრა – ეს კვლევა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ IgM ანტისხეულები HSV1 და HSV2-ის მიმართ სისხლის შრატში. IgM ანტისხეულების გამოვლენა სასარგებლოა აქტიური ინფექციის დასადასტურებლად. ეს არის ყველაზე ადრეული სისხლის ტესტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ჰერპესის გამოსავლენად.
HSV-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები ჩნდება მწვავე ინფექციის მე-2-3 კვირას, ანტისხეულების პიკური დონე აღინიშნება დაავადების კლინიკური სურათის განვითარებიდან 4-6 კვირის შემდეგ. IgM ანტისხეულების დონის მატება 7-10 დღის ინტერვალით მიღებული შრატის შესწავლისას მიუთითებს პირველად ინფექციაზე. ადრე არსებული IgM ანტისხეულების მქონე პირებში ხელახალი ინფექცია არ იწვევს მათი დონის მნიშვნელოვან ცვლილებას, თუნდაც გამოხატული კლინიკური სურათის ფონზე. HSV1-ის შემთხვევაში სეროკონვერსიის (IgM-ის გაქრობის) საშუალო დრო შეადგენს 3,5 კვირას.
ტესტირებამდე სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია